Quantcast
Channel: "მარანი" - ღვინის პორტრეტები
Viewing all 457 articles
Browse latest View live

არჩილ გუნიავას მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (7)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

 – მარანი და ვენახები მემკვიდრეობით მერგო წინაპრებისგან. ბაბუაჩემმა, ახლანდელი მარნის ადგილზე, პირველი ქვევრები 1928 წელს ჩაფლო, მას შემდეგ, რაც ხუთი ძმის დიდი ოჯახი და მარანი გაიყო და თითოეულს შვიდ-შვიდი ტონა ტევადობის ქვევრები შეხვდა შესაბამისი ინვენტარით, მოწყობილობებით და რა თქმა უნდა, ვენახებით. მანამდეც და მას შემდეგაც ამ ქვევრებში ღვინო უწყვეტად დგებოდა და დგება. რა ასაკის ქვევრებია, ზუსტად ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაბუაჩემის მამა და კიდევ ოთხი თაობა მისი წინაპრებისა მუდმივად ფლობდნენ იმ დიდ მარანს, ასევე იმასაც, რომ ქვევრების კედლები შესამჩნევად შეთხელებულია ხანგრძლივი ექსპლუტაციისა და რეცხვისაგან, შეიძლება ვივარაუდოთ ასაკი - არანაკლები 250 წელი.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

 – ვფლობ 1.2 ჰა ვენახს, იმერეთში, სოფელ კვალითში. გაშენებული მაქვს ტრადიციული იმერული ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე. რამდენიმე წლის წინ გავაშენე იშვიათი ძელშავი, მგალობლიშვილი, მჭკნარა დონდღლაბი. მომავალ წელს ამ ჯიშებიდან უკვე დაწურვას ვაპირებ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– 2010 წელს ჩემმა ღვინომ და მარანმა მიიქცია ქვევრის ნატურალური ღვინის პიონერების, რამაზ ნიკოლაძის და ჯონ ვურდემანის ყურადღება. მალევე დაინტერესდნენ ჩემი ღვინით მათი იტალიელი პარტნიოტრები. დღესაც მახსოვს ის გაოგნება, რაც მაშინ დამეუფლა, როცა იტალიელებმა 86 ბოთლი ცოლიკოური შემიკვეთეს. იმ ღვინის დაწურვის და დაყენების დროს საერთოდ წარმოდგენა არ შემეძლო მსგავსი რამის.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– ამჟამად ჩემი ღვინოები იყიდება საქართველოში: „ღვინო ანდერგრაუნდში“, „აზარფეშაში“, „ფიალაში“,“ ვინოთეკაში“, „BQ ბარში“.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– უცხოეთში: ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, პოლონეთში, იტალიაში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ამ სფეროში გადაულახავ სირთულეებს ნამდვილად ვერ ვხედავ. შეიძლება ყოველთვის რაღაც ისე არ გამოვიდეს, მაგრამ მეღვინეობა პროცესია, რომლის დროსაც მუდმივად უნდა სწავლობდე, თავდაუზოგავად შრომობდე და გჯეროდეს, რომ მომავალი წლის მოსავლის ღვინო წლევანდელზე უკეთესი გამოგივა.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ბოლო წლების განმავლობაში ქართული ღვინის კულტურის განვითარებაში ნამდვილად კარგი პროცესები შეინიშნება. მსოფლიომ გაიცნო და დააფასა ქვევრის და ზოგადად, ქართული ღვინო, საქართველოში მომრავლდა და განახლდა მარნები, გაშენდა ვენახები, გამოჩნდა ბევრი ახალი კარგი ღვინო, აღდგა მივიწყებული ჯიშები... მაგრამ ქვეყნისათვის , რომელსაც ღვინის სამშობლოს სტატუსის პრეტენზია აქვს, ეს საკმარისი არაა. წარმოებული ღვინოების დიდი ნაწილი დაბალი ხარისხისაა, ღვინის მომხმარებელთა შორის დაბალია ცოდნა ღვინის შესახებ, ქართულ სუფრაზე, ბევრი ღვინის დალევის ,,ტრადიცია’’, განურჩევლად ხარისხისა, ღვინის კულტურის უპატივცემულობის გამოხატვად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების დაძლევა სწრაფად არა, მაგრამ მაინც შეიძლება. მთავარია, მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ სფეროში და მათი განათლების დონე ამაღლდეს. ამ საქმეში დიდი როლის შესრულება შეუძლია ფესტივლებს, რომლებიც მხოლოდ ერთხელ წელიწადში, მხოლოდ თბილისში კი არ უნდა ეწყობოდეს , არამედ ბევრჯერ და თანაც მხარეების, კუთხეების, რაიონების, მიკრო ზონების, სოფლების დონეზე. აქ სახელმწიფოს ბევრის გაკეთება შეუძლია.. დასახვეწია კანონებიც, რომელიც ფალსიფიკაციისაკენ აღარ უბიძგებს მეღვინეს.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

 – დამწყები მეღვინეები კითხულობენ - რითი დავიწყო? რა ჯდება ქვევრები, მარნის აშენება, მოწყობილობა? და ა.შ. მე მათ ვურჩევ: დაიწყეთ ვენახით, თქვენივე ხელით გაშენებული ვაზის სიყვარული ყველაფერს დანარჩენს შეგაძლებინებთ. ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით შრომას, მოთმინებას, შეგძენთ ახალ ცოდნასა და თვისებებს, რომელიც საჭიროა ამ საქმეში. დანარჩენი ყველაფერი ნელ-ნელა მოვა, მარანიც, ინვენტარიც და რათქმა უნდა, კარგი ღვინოც.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


მერაბ მირცხულავა, ალაფიანის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (8)

$
0
0

– როდისგადაწყვიტეთმარნისდაარსებადარაიყოამისმიზეზი?

- ღვინის დაყენება დავიწყე 1993 წლიდან. 1997 წელს კი გურჯაანის რ-ნის სოფ. ვაზისუბანში განვაახლეთ მეგობრის ძველი მარანი და აქედან მოყოლებული ვაყენებდით ქვევრის ღვინოს. ნაცნობ-მეგობრები ხშირად მირჩევდნენ საკუთარი მარნისა და მცირე საწარმოს დაარსებას. 2010 წელს კახეთსა და ქართლში მეგობრებმა შევიძინეთ პატარა ვენახები, მიმართულებად დავისახეთ ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა და ამ ფაქტორებმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ 2011 წელს დაგვეარსებინა მარანი. სწორედ ამ წლის საკუთარი მოსავალი დაბინავდა ჩვენს ქვევრებში პირველად. 2011 წელს კი შევქმენით შ.პ.ს. "ალაფიანი" ("ალაფიანი" ადგილია სოფ. ვაზისუბანში, ადგილწარმოშობის ორი განთქმული ზონის, "ვაზისუბნისა"

და "მუკუზნის" კვეთაში).

– ვაზისრომელიჯიშებიგაქვთგაშენებულიდაკიდევრომელჯიშებზეაპირებთყურადღებისგამახვილებას?

- ალაფიანის ვენახში გაშენებული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ასევე რამდენიმე ძირი ვარდისფერი რქაწითელი, რომლის 150-მდე ნერგი დავამატეთ 2015 წელს. სასინჯად გამეჩხერებული ვენახი შევავსეთ რამდენიმე ათეული ნერგი ხიხვით. ნამყენი ნერგები ჯიღაურადან წამოვიღეთ. 80%-მდე ახალნერგმა იხარა.

კასპის რ-ნის სოფ. ოკამში გაშენებულია თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური და მცირე რაოდენობით გორული მწვანე. სამწუხაროდ ვენახების არსებული ფართობი ახალშენების საშუალებას არ გვაძლევს, სხვა შემთხვევაში კი კახეთში აუცილებლად მოვსინჯავდით მცვივან კახურს, ვაზისუბნის თეთრს, ქისს და ხიხვს, წითლებიდან ჟღიას, წითელ ბუდეშურს, ვაზისუბნის წითელს. ქართლში კი თეთრ ბუდეშურს, მუხამწვანეს, წითლებიდან – დანახარულს. ესენი მეტად საინტერესო ჯიშებად მიმაჩნია. ამ და სხვა მრავალი უძველესი ენდემური, უნიკალური საღვინე ჯიშის მოშენებაზე ქართველმა მევენახეებმა ხელი აიღეს ბოლო ასწლეულში, რადგან ვაზის დაავადებების წინააღმდეგ მათ დაბალი მედეგობა გააჩნდათ და ასევე მოსავალსაც შედარებით ნაკლებს იძლეოდნენ.

– რაღვინოებსაწარმოებთდარითააგამორჩეულითქვენიღვინო?

- ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრში დაყენებულ და კლასიკურ რქაწითელს, საფერავს, კაბერნე სოვინიონს (კახეთიდან) და ქვევრის თავკვერს, შავკაპიტოს, ჩინურს და მათ სხვადასხვა ვარიაციებს (ვარდისფერი და სხვ.) ჩვენი ღვინო გამოირჩევა სწორედ ორგანული ღვინოებისთვის დამახასიათებელი ტიპურობით. მოგეხსენებათ ღვინო ვენახით იწყება, ჩვენს ვენახებში კი 2010 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ბიო სასუქი შეგვაქვს (ნაკელი, ორგანიკა). არ ვიყენებთ ჰერბიციდებს (ბალახი ითიბება და ვენახშივე რჩება), ვენახი არ ირწყვება, არ შედის ტრაქტორი (იხვნება ცხენის გუთნით), იწამლება ზურგის აპარატით. შესაწამლად ვსარგებლობთ მხოლოდ კონტაქტური ბიო პრეპარატებით. დუღილში არ გამოიყენება კულტურული საფუვრები. ღვინო არ იფილტრება. ჩვენი ღვინოების ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებსა და ავკარგიანობაზე კი სჯობს მომხმარებელმა და ჭეშმარიტი, მართალი ღვინის დამფასებლებმა ისაუბრონ. ასე აჯობებს ნამდვილად!

– გაიხსენეთსაქართველოშიღვინისგაყიდვისთქვენიპირველიგამოცდილება, რომელმაღაზიებთანგქონდათურთიერთობა?

- ჩვენი პროდუქცია მალევე გამოჩნდა ბაზარზე. ერთ–ერთი პირველი პარტნიორები იყვნენ ღვინის ბარები და მაღაზიები - "ღვინო ანდერგრაუნდი", "ჯი ვინო" "ვინომანია" და რამდენიმე სხვა, რომლებთანაც ახლაც სიამოვნებით ვპარტნიორობთ.

– გადისთუარათქვენიღვინოუცხოეთისბაზარზე?

- უკვე ორი წელია ჩვენი ღვინოები უცხოეთის ბაზარზეც გავიდა - იაპონია, აშშ, უკრაინა, რუსეთი.

– რასახისსირთულეებიშეგხვედრიათთქვენსსაქმიანობაში? რაუნდადაიხვეწოსყველაზემეტადღვინისსფეროში?

- რა სახის სირთულეები შეგვხვედრია ჩვენს საქმიანობაში? სირთულეები ძირითადად გლობალური ხასიათისაა. მევენახეობა-მეღვინეობა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებს უნდა წარმოადგენდეს და ყველა სირთულის დაძლევაში მევენახეებსა და მეწარმეებს სწორედ სახელმწიფოს მართებული, მოქნილი სტრატეგია დაეხმარება. ღვინის კულტურას უძველესი ფესვები უდგას ქართულ ცნობიერებაში, თუმცა გასული საუკუნის განმავლობაში ეს გამოცდილება თითქმის დავიწყებას მიეცა. კომუნისტურ ეპოქაში მასიური მოხმარების ქართული ღვინის ხარისხი დაეცა. ცნობადობა მინიმუმამდე დავიდა, თვით ქართველებში ღვინის სწორად მოხმარების კულტურაც კი დეგრადირდა!

– თქვენიაზრით,რაარისყველაზემნიშვნელოვანიფაქტორებითანამედროვექართულიღვინისკულტურისგანვითარებისთვის?

- საბედნიეროდ, ბოლო 2 ათწლეულში ამ დარგებში ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, შესანიშნავ სამუშაოებს ასრულებს "ღვინის კლუბი" მეღვინე-მევენახეებში და მოყვარულებში ღვინის კულტურის ასამაღლებლად. თავს არ ზოგავენ ცალკეული მეღვინე-მევენახეები, რათა ქართულ ღვინოს დაუბრუნდეს სახელი და დიდება და მან მსოფლიო მეღვინეობის რიგებში სათანადო, ღირსეული ნიშა დაიმკვიდროს და შელახული ავტორიტეტი აღიდგინოს. მოკლედ, "ველოსიპედის ხელმეორედ გამოგონება" გვიწევს, მაგრამ ეს ძალისხმევები უკვალოდ არ ჩაივლის, ღმერთი მოწყალეა და ღირსეულს მოგვაგებს!

– რასურჩევდითდამწყებმევენახემეღვინეებს?

- დამწყებ მევენახე-მეღვინეებს კი ვურჩევდით შეძლებისდაგვარად გაემახვილებინოთ ყურადღება სწორედ მცირედ გავრცელებული, უძველესი ქართული ჯიშების მოშენებაზე და მათგან უნიკალური, საუკეთესო თვისებების მქონე ნატურალური ღვინოების შექმნაზე. ნუ შეუშინდებიან ექსპერიმენტებსაც, მთავარია პატიოსნად და იდეურად მიუდგნენ საქმეს. ყველაზე "უბრალოდ" დაყენებული გლეხური ღვინოც პოეზიაა, და თუ მას ხელოვნების სიმაღლემდე ავიყვანთ, შედევრი გამოვა. დამწყებებისთვის მიმართვას დავამთავრებ შარლ დე გოლის ბრწყინვალე სიტყვებით - "იარე რთული გზით, ამ გზაზე შენ კონკურენტი არ გეყოლება". 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მამუკა წიკლაური, დო რე მი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (9)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– "დო რე მი"-ს მარანი დაარსდა 2014 წელს. სამმა მეგობარმა გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით და ქვევრში დაგვეყენებინა ნატურალური ღვინო (მანამდე, წლების მანძილზე, ჩვენ-ჩვენთვის ვაყენებდით ღვინოს, კასრებსა და ბოცებში). ამიტომ, მეგობრის სახლში, სოფ. გამარჯვებაში, განვაახლეთ და გავაფართოვეთ არსებული ძველი მარანი. დღესდღეობით მარანს შეუძლია მიიღოს და გადაამუშაოს 30 ტონამდე ყურძენი, რაშიც გვეხმარება და კონსულტაციას გვიწევს, ჩვენი მეგობარი, გიორგი ბარისაშვილი.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ვენახი გაშენებული გვაქვს ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ოდიშსა და ახალსოფელში, ოჯალეშის ვაზის ჯიში (10 ჰა).

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– საყოველთოდ ცნობილია, რომ ნატურალური ღვინის მისაღებად აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი. ამიტომაც, ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ მევენახეებთან, რომელთაც ან ბიო სერტიფიკატი გააჩნიათ, ან ჩვენი კონსულტაციითა და მენეჯმენტით ხელმძღვანელობენ. მომავალში ვგეგმავთ გავაშენოთ ძველი, მეგრული ჯიშები: ჭვიტილური და ჩეში.

დღესდღეობით დაყენებული გვაქვს 9 სახეობის ღვინო: საფერავი, ოჯალეში, ქისი, კახური მწვანე, ხიხვი, რქაწითელი, თავკვერი, ალადასტური და ჩინებული (ჩინური+გორული მწვანე). ფერმენტაციისას, ვცდილობთ ნაკლებად ჩავერიოთ პროცესში, ამიტომაც, ჩვენი ღვინოები, მაქსიმალურად გამოხატავენ თავიანთ თავს (ბუნებას), ხოლო, თუ რითია გამორჩეული, ეს დამგემოვნებელმა შეაფასოს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველი ბოთლი ჩვენი ღვინისა გაიყიდა ღვინის ბარ "ღvino underground"- ში. ზოგადად ვთანამშრომლობთ ნატურალური ღვინის ბარებთან, რესტორნებთან და მაღაზიებთან.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– რაც შეეხება ექსპორტს: "დო რე მი"-ს ღვინოები წარმოდგენილია ა.შ.შ.-ს, იაპონიის, დანიისა და ავსტრალიის ბაზრებზე. იგეგმება ექსპორტი გერმანიასა და საფრანგეთში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ვფიქრობთ, რაც უფრო მეტი მცირე და საოჯახო მარნები შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მეტად დაიხვეწება და ამაღლდება ღვინის კულტურა.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ სახელმწიფო ყურძნის ფასების სუბსიდირების ნაცვლად, ხელს შეუწყობს მევენახეებს თვითონ დააყენონ ღვინო, მოგებული დარჩება ორივე მხარე.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ახალ დაწყებ მეეღვინეებს კი წარმატებები გვინდა ვუსურვოთ, ასევე ვუსურვებთ თავიანთი ხელწერა და ნიში ეპოვოთ ღვინის სამყაროში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ნათენაძის მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (10)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის დაარსება და ღვინის წარმოება გოჩა ნათენაძის დიდი ხნის ოცნება და იდეა იყო. ამ იდეაში მამის მოწოდებით თანდათან მისი შვილი გიორგი ნათენაძე ჩაერთო და მათ ოჯახმა 2009 წელს პირველი მესხური ღვინოც ჩამოასხეს ნათენაძის მარანის სახელით. ღვინის წარმოების უპირველესი იდეა მესხური ვაზის ჯიშების მოძიება და აღდგენა იყო, რაც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. დაახლოებით 10 წელი დასჭირდა მესხური ვაზის ჯიშების ძიებას (და ეს პროცესი ახლაც გრძელდება) და აღმოჩენილი უიშვიათესი ჯიშებისგან ექსპერიმენტული და ექსკლუზიური ღვინოების წარმოებას. დღეს ნათენაძის მარანს გიორგი ნათენაძე მართავს და ყოველწლიურად ახალი აღმოჩენილი ჯიშებისგან მცირე რაოდენობით საექსპერიმენტო ღვინოს აყენებს. ნათენაძეების მარანი პირველი აღმოჩნდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ვინც მესხური ვაზის უიშვიათესი ჯიშები აღადგინა და პირველი მესხური ღვინო აწარმოა. მესხური ღვინისადმი ინტერესი უკვე საკმაოდ გაზრდილია და დღეს სხვადასხვა კომპანიები ცდილობენ მესხეთში მესხური ვაზის გაშენებას და ღვინის წარმოებას.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ჩვენ აღვადგინეთ მესხეთის ისტორიული ტერასები და აღდგენილ ისტორიულ ტერასებზე (ხიზაბავრის ტერასები), რომელიც 32 ჰა ფართობზეა გადაჭიმული, პარტნიორებთან ერთად გავაშენეთ მესხური ვაზის უიშვიათესი სახეობები:

მესხური მწვანე, მესხური ხარისთვალა თეთრი და წითელი, მესხური შავი, შავი ასპინძურა, კაპნის წითელი, მესხური საფერე, თამარის ვაზი, სამარიობო თეთრი, ცხენის ძუა შავი, ცხენის ძუძუ თეთრი, კლარჯული, საწური, ახალციხური თეთრი, ნათენაძის თეთრი, უდის თეთრი, ჩიტისთვალა თეთრი და შავი, ჩიტისკვერცხა თეთრი (მესხური ვაზის სხვა ჯიშები 2017 წელს კვლავ გაშენდება და ჯამში 24 დასახელებას შეადგენს).

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ჩვენ ვაწარმოებთ მესხურ ღვინოს მესხური ვაზის უიშვიათესი ჯიშებისგან: მესხური ცხენის ძუძუ თეთრი, სამარიობო, ახალციხური თეთრი, მესხური თეთრი, მესხური საფერე, მესხური შავი, შავი ასპინძურა, ახალციხის თეთრი, უდის თეთრი, ნათენაძის თეთრი, თამარის ვაზი და აგრეთვე საექსპერიმენტო მიზნით ყოველწლიურად იწარმოება ახლად აღმოჩენილი ჯიშების ღვინო.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველი მაღაზია სადაც მესხური ღვინო შევიტანე იყო „ღვინო ანდერგრაუნდი“ და შემდეგ „აზარფეშა“, გარდა ამისა ღვინოს საკუთარი მარანიდანაც ვყიდდით და საკუთარი ღვინის მაღაზიიდან (ქ. ახალციხე, ახალციხის ციხე „რაბათი“, მაღაზია „მესხური ბრენდი“).

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ღვინო გადის იაპონიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბაზარზე, აგრეთვე 2016 წელს ვემზადებით შვეიცარიის, შვედეთის, დანიის, ინგლისის  და ამერიკის ბაზარზე ღვინის შესატანად. 

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ღვინის სფერო, განსაკუთრებით კი ისეთ რეგიონებში, სადაც მეღვინეობა მივიწყებულია, უნდა წახალისდეს სახელმწიფო სუბსიდიებით/გრანტებით და სპეციალურად შექმნილი იაფი და შეღავათიანი საკრედიტო მომსახურებით.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ღვინის მწარმოებლებმა არ დაივიწყონ ქვევრში ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორია და თანამედროვე მეთოდებთან ერთად შენარჩუნდეს ქვევრის ღვინის მნიშვნელობა და არსი.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

ვურჩევდი ღვინის დაყენებამდე კარგად შეისწავლონ ვაზის მოვლა, ღვინის დაავადებები, ქვევრის მოვლა, მარანის გამართვა და სწორი განლაგება. აუცილებელი იქნება რეკომენდაციები უხუცეს მეღვინეებთან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

გურამ ავქოფაშვილი, ძმების მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (11)

$
0
0

- როდისგადაწყვიტეთმარნისდაარსებადარაიყოამისმიზეზი?

- მარნის დაარსება გადავწყვიტეთ 2014 წლის ახალი ღვინის ფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ, ამისათვის უღრმესი მადლობა მის ორგანიზატორებს და ღვინის კლუბს. ჩვენი პაპა, სიმონ ავქოფაშვილი, შემდეგ მამაჩვენი ვაჟა ავქოფაშვილი, 60 წლის განმავლობაში აყენებდნენ ოჯახურ ნატურალურ ღვინოს სოფელ რატევნის რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, კასრებში. მე და ჩემმა ძმამ, გიორგიმ გადავწყვიტეთ ეს ტრადიცია გაგვეგრძელებინა, ოღონდ ღვინის დაყენება გადავწყვიტეთ ქართული ტრადიციული წესით, ქვევრებში. 2015 წელს დავაფუძნეთ პატარა საოჯახო მარანი და ჩავდგით 1200 ლიტრიანი და 1500 ლიტრიანი ზურა კაპანაძის შექმნილი ქვევრები, რომელიც ზურაბ თოფურიძემ გვირჩია, მადლობა მას! 2016 წლის ექსპო–ჯორჯიას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე ამ ქვევრებში დაყენებულმა რქაწითელის ღვინომ პირველი ჯილდო, ვერცხლი მოიპოვა.

- ვაზისრომელიჯიშებიგაქვთგაშენებულიდაკიდევრომელჯიშებზეაპირებთყურადღებისგამახვილებას?

- ჩვენ გვაქვს პატარა ვენახი სოფ. რატევანში, ბოლნისის რაიონში. ვენახი განვაახლეთ, ჩავყარეთ ვაზი ჩინებული, იაგოს მივბაძეთ, ასევე გვაქვს ცოლიკოური. რატევნის ვენახი იქნება ბიო. გვაქვს ასევე პატარა ვენახი სოფ. ხატისოფელში, სადაც რქაწითელია გაშენებული. სოფ. რატევანი და სოფ. ხატისოფელი ტრადიციით, კლიმატური და ნიადაგური პირობებით, ბოლნისის რაიონის სხვა სოფლებთან ერთად (ტალავერი, არქევანი, რაჭისუბანი) ძალზე საინტერესო მიკროზონებია, რომელსაც სასურველია ოფიციალურადაც მიენიჭოს ადგილწარმოშობის სტატუსი. ვაპირებთ თავკვერის ჯიშის ვაზის გაშენებას რქაწითელთან ერთად. ბოლნური თავკვერის ღვინო საოცრება გამოდის.

- რაღვინოებსაწარმოებთდარითააგამორჩეულითქვენიღვინო?

- ძმების მარნის ქვევრის ღვინო რქაწითელი არის ხალისიანი, ჰარმონიული, იგრძნობა ვაშლისა და გარგრის ჩირის ტონები, ზომიერად ტანინიანია. ალკოჰოლის შემცველობა 12,5.

- გაიხსენეთსაქართველოშიღვინისგაყიდვისთქვენიპირველიგამოცდილება. რომელმაღაზიებთანგქონდათგქონდათურთიერთობა?

- ძმების მარნის ქვევრის ღვინო რქაწითელი პირველად 2016 წელს მოხვდა ღვინის

მაღაზიებში. ესენია: ვინომანია (თბილისი, ბათუმი), ღვინის ოთახი (თბილისი, ბათუმი), როიალ ვაინ, რესტორანი მაიდანი, გრინ ინვესტი, ბათუმი.

- გადისთუარათქვენიღვინოუცხოეთისბაზარზე?

- 2016 წელს ჩვენი მარანი გაიზარდა. უცხოეთის ბაზარზე ღვინის შეტანას ვგეგმავთ 2017 წლისთვის, გვექნება ქვევრის ბოლნური რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, როზე (რქაწითელი,თავკვერი).

- რასახისსირთულეებიშეგხვედრიათთქვენსსაქმიანობაში? რაუნდადაიხვეწოსყველაზემეტადღვინისსფეროში?

- არჩილ გუნიავას აზრს ვიზიარებთ, რომ გადაულახავი სირთულეები ამ დროისთვის არ ჩანს. ჩვენი რეგიონისთვის, კონკრეტულად კი ბოლნისის რაიონისთვის და ოჯახური მარნების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილწარმოშობის დასახელება გაჩნდეს ჩვენთან, რისი ყველა პირობაც არსებობს. ასევე აუცილებელია მკაცრად გაკონტროლდეს ღვინის ხარისხი. ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე საჭიროა ხელი შეეწყოს, წახალისდეს ოჯახური ქვევრის ღვინოების წარმოება, სადაც ამის პოტენციალია. ღვინის კლუბს უდიდესი წვლილი აქვს ამ დარგის განვითარებაში.

- თქვენიაზრით, რაარისყველაზემნიშვნელოვანიფაქტორებითანამედროვექართულიღვინისკულტურისგანვითარებისთვის?

- პირველ რიგში მნიშვნელოვანია ყველა ქართველმა მიირთვას, მოითხოვოს, შეიძინოს, დააყენოს ხარისხიანი ქართული ღვინო. დანარჩენს ყველაფერს მოევლება. საჭიროა მეტი ინფორმირებულობა.

- რასურჩევდითდამწყებმევენახე-მეღვინეებს?

- ჩვენც დამწყები მევენახე მეღვინეები ვართ. მთავარია მოთმინება, სწავლა, გამოცდილ მეღვინეებთან კონტაქტები, მათთვის რჩევების კითხვა, მათი გამოცდილების გაზიარება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ალექსანდრე კვერნაძე, Alexander Distilery - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (12)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ჩვენი მარანი სულ ახალია, ორი წელიც არ იქნება გასული მისი დაარსებიდან. თუმცა მანამდე ოჯახის პირობებში ღვინოს ყოველთვის ვაყენებდით. ღვინის დაყენების სფეროში საკუთარმა გამოცდილებამ და უნარებმა, ქვევრის ფენომენმა და ღვინის სიყვარულმა გამაბედინა უფრო მასშტაბურად შემეხედა ამ საქმისათვის და ორი წლის წინ პირველი ქვევრი ჩავრგე ჩვენს აგარაკზე, თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ალექსეევკაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. აქ ყურძენი ვერ მწიფდება და შესაბამისად ბარიდან გვიწევს ყურძნის ამოტანა და დაწურვა, ამას კი თავისი სპეციფიკა აქვს. პარალელურად, რადგან მაღალმთიანი რეგიონისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია არაყი (მარცვლეულის დისტილატი), დავიწყე ამ მიმართულებით ექსპერიმენტები. ხალხში გავრცელებული საარყე ქვაბები და საფერმენტაციო ჭურჭელი აბსოლუტურად მიუღებელია მაღალი ხარისხის მარცვლეულის დისტილატის მისაღებად. ჩემი ყურადღება ისევ ქვევრმა მიიპყრო - რატომ არ შეიძლება ქვევრის გამოყენება მარცვლეულის დურდოს მისაღებად და მისი ფერმენტაციისათვის? - რატომ არ შეიძლება იგივე ქვევრის გამოყენება დისტილაციისათვის? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად თითქმის ორი წელი ვატარებდი ექსპერიმენტებს მცირე ზომის მოდელებზე და შედეგი გასაოცარი იყო. ქვევრში გამოხდილი დისტილატი უფრო სუფთა და არომატული იყო, ვიდრე ჩვეულებრივ სახდელ მოწყობილობაში (მაგალითად კოლბაში) გამოხდილი. დღეს ჩვენს მარანის ექსპერიმენტულ საწარმოში - დისტილერიში ექვსი 100/120 ლიტრიანი ქვევრი გვაქვს დამონტაჟებული, მცირე საცდელ პარტიებად ვაწარმოებთ ქერისა და სიმინდის დისტილატს, მათი შერევით და შემდგომ მუხის კასრებში დავარგებით კი ვიღებთ ქართულ ვისკის.  ასე რომ, ჩვენი მარანი ორი მიმართულებით ვითარდება, ღვინო და დისტილატები.   

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

 როგორც გითხარით, ჩვენი მარანი განთავსებულია მაღალმთიან რეგიონში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე და აქ ყურძენი არ მწიფდება. წლების განმავლობაში ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა კონკრეტულ მევენახეებთან და მხოლოდ მათგან ვყიდულობთ ყურძენს. ასეთ პირობებში ჩვენ გვაქვს გარანტირებული ხარისხის იმედი, რადგან ამ მევენახეებთან პრაქტიკულად მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და შესაბამისად დაზღვეულიც ვართ უხარისხო ყურძნისა და უხარისხო შესაწამლი მასალისაგან. ბოლო ორი წელია ჩვენი ყურადღება მიიპყრო ჯიშმა „ასურეთული შავი“, რამაც საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი მოგვცა. ასევე წელს ვფიქრობთ ქართლის თეთრი ყურძენის (მწვანე ან ჩინური) ქვევრში დაყენებას, რისთვისაც სპეციალურად ორი ქვევრი შევიძინეთ. სხვათა შორის, ჩვენი ქვევრები ვაზისუბნელი მექვევრის, სანდრო ყარაულაშვილის ნახელავია, რომლებიც 70-იან 80-იან წლებშია დამზადებული და მართლაც ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ.     

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

 სტანდარტული რქაწითელი და საფერავი არის ის აუცილებელი მინიმუმი, რაც ყველა ქართულ მარანს უნდა ჰქონდეს. ჩემი აზრით, ამ ჯიშების ანალოგი მსოფლიოში არ არის. შარშან „ასურეთული შავი“ გავსინჯეთ და ძალიან მოგვეწონა. რა თქმა უნდა, ეს ღვინო ევროპულად დავაყენეთ. სპეციალურად ამ ღვინისთვის მოვიფიქრეთ საავტორო შეფუთვა კონცეფციით „ღვინო და ხელოვნება“ (Wine & Art). სულ 140 ბოთლი გამოგვივიდა. ხელნაკეთი ეტიკეტი გამოარჩევს ჩვენს ღვინოს, რომელსაც „ასურეთული“ დავარქვით. წელს უკეთესი ღვინო დადგა. შარშანდელი მცირე შეცდომები გამოვასწორეთ და წელს მართლაც საუცხოო ღვინო გამოგვივიდა. ეტიკეტის კონცეფცია ისეთივეა, როგორც 2014 წლის მოსავლის.

   ასორტიმენტში გვაქვს კიდევ ერთი ნიმუში, ე.წ. „შარბათი“. ეს არის არომატიზირებული ღვინო, რომლის საფუძველს წარმოადგენს ორი წლის დაძველების საფერავი, დამტკბარია ბადაგით და დამატებული  აქვს ჩვენივე მარცვლეულის სამნახადი დისტილატი ისე, რომ სიმაგრე 18% იყოს. „შარბათის“ არომატიზაციისათვის ვიყენებთ 8 დასახელების სანელებელს - მიხაკი, დარიჩინი და ა.შ. რეცეპტურა რაოდენობის და შემადგენლობის მიხედვით აღებულია მე-11 საუკუნის სამედიცნო წიგნიდან „უსწორო კარაბადინი“.  ასეთი სასმელი საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ძველ თბილისში მე-19 საუკუნეში. სწორედ ერთ-ერთი ტრადიციული თბილისური ოჯახის რეცეპტი გახდა ჩვენთვის ინსპირაციის წყარო. მუხის კასრში 6-თვიანმა დაყოვნებამ „შარბათს“ განსაკუთრებული არომატი შესძინა. ამ ღვინის ეტიკეტის კონცეფცია ასევე საავტოროა და გამოყენებულია ძველი თბილისის მოტივები, ელენე ახვლედიანის, ჯოვანი ვეფხვაძის და სხვა მხატვრების რეპროდუქციებით. თავად ღვინოს “TIFLIS SHARBAT” დავარქვით.        

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

 ფართო საზოგადოებას ჩვენი ღვინო 2012 წელს ბათუმში, ოჯახში დაყენებული ღვინის ფესტივალზე წარვუდგინეთ და ჩვენთვის მოულოდნელად საკმაო მოწონებაც დავიმსახურეთ. თუმცა მაშინდელი მარაგები არ გვაძლევდა ჩვენი, ჩვენი ახლობლებისა და მეგობრების მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას, გაყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. 2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარვდექით ჩვენი ახალი პროდუქტით, „ასურეთული“ და მივიპყრეთ ღვინის მაღაზიების ყურადღება. კარგი ურთიეთობა ჩამოგვიყალიბდა „ალკორუმთან“, რომელიც დღესაც ყიდის ჩვენს პროდუქციას. გვქონდა ურთიერთობა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებერე ღვინის მაღაზიებთანაც, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევითი ხალხია ჩაბმული ამ სექტორში, რაც საქმეს აშკარად ვნებს.     

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

 არა. ჩვენი ღვინო არ არის განკუთვნილი ექსპორტისათვის. ყოველ შემთხვევაში „ექსპორტის“ იმ გაგებით, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ექსკლუზიურ ღვინოს ვქმნით, რომელიც არ შეიძლება იყოს იაფი. უცხოელ დისტრიბუტორებს კი ბევრი და იაფი ღვინო უნდათ. ეს ჩვენი საქმე არ არის. 

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

 ღვინის სფეროში გასაკეთებელი ძალიან ბევრია. გამორიცხულია მეღვინეობის ინდუსტრიის აგება ისე, რომ არ გქონდეს საკუთარი მაღალხარისხიანი ბოთლის წარმოება, ეტიკეტის წარმოება და ა.შ. შესაფუთი მასალების მხრივ ღვინის სფეროსადმი შეთავაზება არის „ნული“. ამ პირობებში ყველაზე მეტად ზარალდებიან მცირე მარნები, რომლებსაც არ აქვთ საკმაო საბრუნავი საშუალებები. ჩვენ თავი მოგვწონს ქვევრით და მას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც მივანიჭეთ, მაგრამ ამის იქით ვეღარ წავედით. დიდი ხანია მიდის ლაპარაკი ქვევრის სტანდარტის შექმნაზე, ზომების, თიხის შემადგენლობის და სხვა პარამეტრების ოპტიმიზაცია-სტანდარტიზაციაზე, მაგრამ ამ მიმართულებითაც არაფერი არ კეთდება. საუცხოო საქმე კეთდება ალავერდში, მეუფე დავითის ინიციატივით ქვევრის სკოლის მშენებლობა, მაგრამ რითი უნდა ასწავლონ მსმენელებს, როცა ქვევრის აგების ერთი სახელმძღვანელოც არ არის. მარტო პრაქტიკით და „მიყურე-გაჩვენებით“ საქმე არ გაკეთდება. ამ მიმართულებით ღვინის სააგენტომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, მეცნიერებისა და პრაქტიკოსი მექვევრეების ჩართვით. კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია მარნის და კერძოდ ქვევრის ჰიგიენა. ამ მიმართულებითაც პრაქტიკულად არაფერი არ კეთდება. აბსოლუტურ ანაქრონიზმად მეჩვენება 21-ე საუკუნეში ქვევრის სარეცხად „კრაზანის სარცხისა“ და „ნაცარწყალის“ გამოყენება, მაგრამ მეორე მხრივ არც არავინ არ იკვლევს ამ საკითხს და არ სთავაზობს მეღვინეებს მისაღებ, მეცნიერულად აპრობირებულ ტექნოლოგიას. შედეგად ყველა მარტოა დარჩენილი და როგორი ფანტაზიაც აქვთ, ისე გადიან ფონს. არის კიდევ მრავალი სხვა მტკივნეული საკითხი, მაგრამ ამჟამად აქ შევჩერდები.       

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

 როდესაც ჩვენ დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულნი ვიყავით და ჩვენი პარტნიორები სსრკ-ს რესპუბლიკები იყვნენ, მაშინ საქართველო მოწინავე ქვეყანა იყო ღვინის კულტურის სფეროში. დღეს, როდესაც აღმოვჩნდით პირისპირ ღვინის ტრადიციული კულტურის ქვეყნების წინაშე, აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ყველაფერი რიგზე არ არის. ღვინო არის ქათული ტრადიციული ყოფის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. ქართულ ოჯახის ლხინისა თუ ჭირის სუფრაზე ღვინოს მთავარი ადგილი უჭირავს. ამას ვერ გავექცევით და ალბათ არც უნდა გავექცეთ, მაგრამ სუფრაზე მოტანილი ღვინის ხარისხზე კი ნაკლებად ვზრუნავთ. არ შეიძლება ღვინო იყოს„2 ლარიანი“. ვერ იქნება ასეთი ღვინო კარგი და აქ გაკეთებული „ეკონომია“ - ეკონომიური. ჩემი აზრით, ჩვენ გვაკლია ღვინის შეფასების ცოდნა და უნარები. არ აქვს მნიშვნელობა ბოთლის ღვინო იქნება თუ ჩამოსასხმელი - მომხმარებელმა სწორად უნდა შეაფასოს ღვინო და შესაბამისი ვერდიქტიც გამოიტანოს. თუ ფალსიფიკატორი ვერ გაასაღებს ღვინოს, ფალსიფიკაციაც შემცირდება. ფალსიფიკაცია კი ყველაზე დიდი მუხრუჭია ქართული ღვინის კულტურის განვითარებისათვის.        

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

 რა გითხრათ, მეც დამწყები ვარ და ჩემს თავსაც ვუსურვებ, რომ მომავალ წელს უკეთესი ღვინო დამეყენებინაოს ვიდრე წელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე

ნოდარ ბაღაშვილის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (13)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარნის რესტავრაცია ჩატარდა 1962 წელს, მარნის დაარსების ძირითადი მიზეზი გახდა ჩემი პროფესია. პროფესიით ვიყავი ღვინის ტექნოლოგი, გვქონდა საკარმიდამო ვენახი და აგრეთვე ოჯახის რელიქვია, უძველესი ქვევრები. ფაქტობრივად, პრაქტიკა გავიარე ჩვენს საოჯახო მარანში, რის შემდეგაც, 1963 წლიდან, გავაგრძელე მუშაობა პროფესიით „სამტრესტი“-ს წინანდლის, ტიბაანის და დედოფლისწყაროს ღვინის ქარხნებში მუშის პოზიციიდან გაერთიანების გენერალური დირექტორის თანამდებობამდე. მარანს ვიყენებდით მხოლოდ არაკომერციული ინტერესებისთვის. 2015 წელს მოვახდინეთ მარნის მოდერნიზაცია და საბოლოო რესტავრაცია და ამჟამად ვიყენებთ როგორც საოჯახო, აგრეთვე კომერციული ინტერესებისთვის.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს: რქაწითელის, საფერავის, ხიხვის, მწვანეს, თავკვერისა და ალექსანდრიული მუსკატის ვაზის ჯიშები. ყურადღების გამახვილებას ვაპირებთ კაბერნეზე.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ ქვევრის რქაწითელსა და საფერავს, ჩვენს საოჯახო მარანში წარმოებული ღვინოები გამოირჩევა თავისი სინაზითა და მაღალმჟავიანობით, რომელიც დავარგების შემდეგ კიდევ უკეთესი ხდება.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ამ ეტაპზე ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ ჩვენს ექსკლუზიურ პარტნიორ ღვინის მაღაზიასთან, „მარანი გრიბოედოვზე“, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში გრიბოედოვის ქუჩა 18-ში. ჩვენს მარანში წარმოებული საფერავის და რქაწითელის გაყიდვა დავიწყეთ 2015 წლიდან. ძირითადათ ვყიდით ჩამოსასხმელ ღვინოებს და ჩვენს მიერ გამოხდილ ჭაჭის არაყს.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე არ გადის.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

რაც შეეხება სირთულეებს, აღსანიშნავია ვაზის მოვლის საშუალებების, შესაწამლი ნივთიერებების და სასუქების დაბალი ხარისხი. სირთულეები შემხვედრია ამ მიმართულებით. წელს ვერანაირად ვერ ვუშველეთ ვაზის ჭრაქს და ნაცარს. ყოველთვის ვცდილობ ნაკლებად ვიხმარო შხამ–ქიმიკატი, რათა რამენაირად გადავიდე ბიო „რელსებზე“, მაგრამ ცოტა მიჭირს ამის გაკეთება. ვფიქრობ, საჭიროა ბიო–ღვინოების პოპულარიზაცია, მოვიდა დრო ვაწარმოოთ ბიო პროდუქცია, ღვინის კლუბი ეწევა ამის პოპულარიზაციას და შედეგიც დადგება ახლო მომავალში.

აგრეთვე მეტად მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის კონტროლი, რაც ბოლო პერიოდში გამკაცრდა და მისასალმებელია. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვინის ხარისხი. აგრეთვე საჭიროა მუშაობა საინფორმაციო კუთხით, ჩვენ გაგვაჩნია ღვინის წარმოების საუკონოვანი ტრადიციები და საჭიროა ისტორიული ფაქტების და ქართული ღვინის წარმოების კულტურის მეტი პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, რასაც ძალიან კარგად ართმევს თავს ღვინის კლუბი და ღვინის ეროვნული სააგენტო. მეტად აქტუალურია ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. ვინაიდან ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა მცირე მარნების აშენება და აგრეთვე ღვინოების დაყენება ქართული ტრადიციული მეთოდებით, საჭიროა მეტი ცოდნა ტექნოლოგიური პროცესების შესახებ, ღვინის კლუბის მეშვეობით საჭიროა მეტი ტრეინინგ-სემინარების ორგანიზება, სადაც მოხდება დამწყებთათვის ტექნოლოგიური და სხვა პროცესების სწავლება, რაც დადებითად აისახება ქართული ღვინის კულტურის განვითარებაზე.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდი გულით მოეკიდონ ამ მნიშვნელოვან საქმეს, მიუხედავად ამ სფეროში არსებული სიძნელეებისა, არ დაყარონ ფარ-ხმალი და კეთილსინდისიერად ემსახურონ ჩვენს ქვეყანას, პრიორეტეტად გაიხადონ ღვინის წარმოების ხარისხი, რაც მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი მაღალი კონკურენციის პირობებში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ლაშა ჯუღელი, იმერული ღვინის კომპანია - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (14)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ჩვენი ოჯახი ოდითგანვე აყენებდა ღვინოს... რაც გადმოცემით ვიცით, 6 თაობის წინაც ღვინოს აწარმოებდნენ ჩვენი წინაპრები. ის ადგილები სოფელ სვირში, სადაც ახლა ჩვენი ვენახებია გაშენებული, ჩვენს წინაპრებს ეკუთვნოდა და იმ დროს მათაც ვენახები ჰქონდათ. მამაჩემის (მურად ჯუღელი) სურვილი იყო წინაპრების საქმე გაეგრძელებინა ჩვენს კუთხეში, მეც მხარში ვუდგავარ და ვეხმარები შეძლებისდაგვარად ამ კეთილშობილ საქმეში. ასე დაარსდა "იმერული ღვინის კომპანია", ჩვენი პატარა ღვინის მარანი და წარმოება, 2007 წლიდან.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ვენახები „სვირის“ ადგილწარმოშობის ზონაშია (22 ჰექტარი) და შესაბამისად გვაქვს სვირის შემადგენელი ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა. იმერულებიდან გვაქვს ასევე ოცხანური საფერე, რომელიც ჩვენი ძირითადი წითელი ჯიშია. აგრეთვე გაშენებული გვაქვს სხვა ქართული ჯიშებიც (ოჯალეში, საფერავი, ჩხავერი, უსახელაური, ალექსანდროული-მუჯურეთული). მოგვყავს ასევე მცირე რაოდენობით კაბერნე სოვინიონი. სურვილი გვაქვს გავაშენოთ ჩექობალი, კარგი პოტენციალის ჯიშად მიგვაჩნია ჩვენი ზონის მიწისა და კლიმატისათვის. იმედია მომავალი წლისათვის შევძლებთ ამის განხორციელებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ამჟამად ვაწარმოებთ ჭურში დაყენებულ სვირს (ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა), ოცხანურ საფერეს, ციცქა–ცოლიკოურს, კრახუნას, ოჯალეშს, ალექსანდროულ-მუჯურეთულს და საფერავს. ასევე ევროპულად დაყენებულ ჯიშურ ღვინოებს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ჩვენი ღვინო გამოჩნდა ღვინის მაღაზიებში „ღვინის სამყარო“ (ოპერასთან) და „ვინოთეკა“ (ლესელიძეზე). ამჟამად, საქართველოს მასშტაბით ჩვენი ღვინის გაყიდვა ბევრგან ხდება, მათ შორის ჰიპერმარკეტ კარფურის ქსელშიც ვართ წარმოდგენილნი, ღვინო იყიდება ჩვენი მარნიდანაც.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– უკვე 3 წელია რაც ჩვენი ღვინო უცხოეთშიც გავიდა (სინგაპური, იაპონია, უკრაინა, საფრანგეთი).

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– სირთულეები ბევრია, მითუმეტეს, როდესაც  ეს დაკავშირებულია მცირე წარმოებასთან და თან რეგიონში, ცენტრისაგან შორს. ამ კუთხით სირთულეები საერთო ხასიათს ატარებს, ეს არის მევენახეობაში და მეღვინეობაში ცოდნის ამაღლების საჭიროება. ასევე, ცნობადობის არასაკმარისი დონე მომხმარებელში, ისევე როგორც ღვინის სწორად მოხმარების მასიური არცოდნა. სია შეიძლება საკმაოდ გრძელი იყოს, მაგრამ სირთულეებს არ უნდა შევუშინდეთ და პატიოსანი შრომით და მიზანდასახულობით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საერთო ძალისხმევის გამოჩენა სახელმწიფო (ღვინის სააგენტო, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს), პროფესიული ორგანიზაციები (ამ მხრივ ღვინის კლუბის ღვაწლი ძალიან დიდია), მეღვინეები და მარნები, ყველა უნდა იღწვოდეს იმისათვის, რომ ჩვენი, ქართული მართალი ღვინო დავამკვიდროთ მსოფლიო ბაზრებზე და სახელი არ გავუფუჭოთ, ისე როგორც ეს საუბედუროდ საბჭოთა ეპოქაში დაგვემართა და ახლაც სირთულეებს გვიქმნის ერთხელ გაფუჭებული სახელი.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ვურჩევდი არ შეწყვიტონ სწავლა, ახლის შეცნობა და განვითარება, ვინაიდან მხოლოდ ასეა შესაძლებელი გავუმჯობესდეთ ჩვენს საქმეში და შევქმნათ ნამდვილი, მართალი ღვინო. ვურჩევდი დიდი ყურადღება დაუთმონ ვენახის მოვლას, რადგან მეტწილად აქ იმალება კარგი ღვინის გასაღები. ასევე ვურჩევდი იშვიათ ჯიშებს დაუთმონ მეტი ყურადღება. ჯიშური მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა და ასევე კონკურენტული უპირატესობა საერთაშორისო დონეზე და ამას სწორი, პატიოსანი და ჭკვიანური კამოყენება უნდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

გოგი დვალიშვილის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (15)

$
0
0

ნასტია ნაუმოვას ფოტოები

როდისგადაწყვიტეთმარნისდაარსებადარაიყოამისმიზეზი?

მარანი და ვენახი მამისგან მემკვიდრეობით მივიღე. მარანი აშენდა 1973 წელს. მშენებლობაში და ქვევრების ჩაყრაში შეძლებისდაგვარად ვიღებდი მონაწილეობას. ყველაფერი ჩემს თვალწინ გაკეთდა. მამა ბავშვობიდან მასწავლიდა ვაზის გასხვლას და ღვინის დაყენებას. ვიღებდი მონაწილეობას ყურძნის წურვაში. ასაკთან ერთად მარანში საქმეც მემატებოდა. ჯერ მორბედი ვიყავი, მერე მემარნე დამარქვეს. ყოველ წელს ვცდილობ მარანს რამე ახალი შევმატო, გავაუმჯობესო და გავაფართოვო. ჩართული ვარ ღვინის ტურიზმში. ტურისტები მსტუმრობენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. შემოსვლისთანავე ემოციებს ვერ მალავენ. მოსწონთ ჩემი მარანი და ჩემი საქმიანობა, რაც მაძლევს სტიმულს  და მახალისებს.

ვაზისრომელიჯიშებიგაქვთგაშენებულიდაკიდევრომელჯიშებზეაპირებთყურადღებისგამახვილებას?

   ვენახში გაშენებული ვაზის საშუალო ასაკი 35-40 წელია. მაქვს ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე, მცირე რაოდენობით ალიგოტე და რქაწითელი. ჩემს ბავშვობაში ბუდეშურიც იყო, მაგრამ რატომღაც გაქრა ეს ჯიში. მარტო ჩემს ვენახში კი არა, სხვა ვენახებშიც, მისგან გამორჩეულად კარგი ღვინო დგებოდა. გაქრობის მიზეზად მისი მოვლის უცოდინარობას, უყურადღებობას მივიჩნევ. გადავწყვიტე ახლიდან დამერგო რამდენიმე ძირი და მერმის ალბათ მოსავალიც იქნება. მისი აღდგენა გულითადად მწადია ჩემს ვენახში.

კვიცი გვარზე ხტისო ამბობენ. ჩემმა შვილმაც გააშენა 0,5 ჰექტარი ვენახი უკვე 2 წელია და მერმის პირველ მოსავალსაც ელოდება, მცირეს, მაგრამ საინტერესოს. გაშენებული აქვს ჩინური 30%, თავკვერი 20%, გორული მწვანე 20%, შავკაპიტო 10%, ბუდეშური 10%, შავი ჩინური 10%, რომელიც ძალზე საინტერესოა, სულ 1700 ძირი. ვნახოთ რა ღვინოს დააყენებს, ახალი ღვინის ფესტივალზე გამოჩნდება.

რაღვინოებსაწარმოებთდარითააგამორჩეულითქვენიღვინო?

   ღვინოს ვაწარმოებ როგორც ტრადიციულად ქვევრებში, ისე ევროპულად. 3 წელია რაც ვენახში ვიყენებთ ბიო პრეპარატებს, ვცდილობთ რომ ორგანული ღვინო დავაყენოთ. ვაწარმოებთ 5 სახის ღვინოს:

                  1 ატენური ქვევრის

                   2 ატენური ევროპული

                   3 ხიდისთაური ქვევრის

                   4 თავკვერი ევროპული

                   5 თავკვერი ქვევრის

     ამ ღვინოებიდან გამოირჩევა ,,ხიდისთაური“ (თეთრი ჯიშების, ჩინურისა და გორული მწვანეს წვენი დადუღებულია თავკვერის ჭაჭაზე) და თავკვერი ტრადიციულად ქვევრშია დაყენებული. თავკვერი წითელი ვაზის ჯიშია, რომელსაც ღვინოში თეთრი ღვინის თვისებები აქვს, რაც მას განასხვავებს სხვა წითელი ყურძნის ჯიშებისგან.

გაიხსენეთსაქართველოშიღვინისგაყიდვისთქვენიპირველიგამოცდილება, რომელმაღაზიებთანგქონდათურთიერთობა?

     2012 წლის ახალი ღვინის ფესტივალის შემდეგ ღვინის რეალიზაცია შემომთავაზა ღვინის ცენტრმა. შემდეგი რეალიზაცია იყო  g.vino-ში და ვინომანიაში.

გადისთუარათქვენიღვინოუცხოეთისბაზარზე?

     ჩემი ღვინო უცხოეთის ბაზარზე არ გადის, თუ არ ჩავთვლი სტუმრებს უცხოეთიდან, რომლებსაც თან მიაქვთ სუვენირად 1 ან 2 ბოთლი, რომელი ღვინოც მოეწონებათ.

რასახისსირთულეებიშეგხვედრიათთქვენსსაქმიანობაში? რაუნდადაიხვეწოსყველაზემეტადღვინისსფეროში?

 მეღვინეობა-მევენახეობა სირთულეებითაა სავსე, პირველი ჩემი სირთულეა უცოდინარობა, ვაზის სოკოვანი დაავადებისა, მათი ინკუბაციის პერიოდისა და სხვა მავნებლების შესახებ. ინფორმაცია მწირია ღვინოში სხვადასხვა ბაქტერიებს რა აჩენს, ან ცხოველურ ტონებს. ეს მევენახეობა-მეღვინეობის სირთულეებია და ვცდილობ, რომ ამ სირთულეებს თავი გავართვა. ლიტერატურა დასახვეწია, სადაც ყველაფერი გასაგებად იქნება აღწერილი მოყვარული მეღვინეებისთვის, ფოტო ილუსტრაციებით.

თქვენიაზრით,რაარისყველაზემნიშვნელოვანიფაქტორებითანამედროვექართულიღვინისკულტურისგანვითარებისთვის?

   საქართველოში ღვინის დაყენების და მისი მოხმარების კულტურა 8000 წელს ითვლის. გასულ საუკუნეში ბევრი ცუდი რამ დაემართა ჩვენს ვაზს და ღვინოს, მაგრამ წინა საუკუნესაც გადავხედოთ და ტრადიციებსაც. ღვინის როგორი სიყვარული იყო, როგორი მარნები და საღვინე ჭურჭელი, სასმისები, დღესაც ვამაყობთ დიდი წინაპრების მარნებით, მუზეუმებად გვინდა ვაქციოთ. ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ძველი ტრადიციები, ღვინის დაფასება. ზოგჯერ ისეთ სუფრაზედ მოხვდება კაცი, რომ მაგიდა სავსეა ხორაგით, აქაურით თუ შემოტანილით და ღვინო არ მოგეწონება. არადა სუფრასთან ღვინოა პირველი. ამის მიზეზია ღვინის დაბალი ცნობადობა, ბოლო წლებში გამოსწორებისკენ მიდის, რაც მისასალმებელია.

რასურჩევდითდამწყებმევენახემეღვინეებს?

  დამწყებ მევენახე-მეღვინეებს, ჩემი შვილის ჩათვლით, ვურჩევ სანამ ვაზს დარგავენ და ღვინოს დააყენებენ, წიგნები შეიძინონ მევენახეების და მეღვინეობის შესახებ. ისწავლონ თეორია და პრაქტიკაში განახორციელონ. ნუ ჰგონიათ, რომ ეს ადვილი საქმეა. ექნებათ სიძნელეები, წარუმატებლობაც და წარმატებაც. ეს მარტო მათზე არ არის დამოკიდებული, ბუნებასაც დიდი როლი მიუძღვის ღვინის შექმნაში. ყველა მევენახეს და მეღვინეს ვუსურვებ წარმატებებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

იოსებ ვანიშვილი, შატო ატენი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (16)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

ატენში ვენახი გავაშენეთ 2010 წელს, 1 ჰექტრამდე. 2015 წელს პირველი, ბარაქიანი რთველი გვქონდა. 10 ტონამდე ყურძენი დავკრიფეთ. მარნის დაარსება  უკვე აუცილებელი გახდა, თან ატენის ხეობა ყოველთვის იყო ტურისტებით დატვირთული. 2015 წლის დეკემბერში დავიწყეთ მარნის მოწყობა და დავასრულეთ 2016 წლის ივლისის ბოლოსკენ.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გვაქვს გორული მწვანე, ჩინური და თავკვერის ჯიშის ვაზი. გაზაფხულზე ვაპირებთ დავამატოთ თეთრი ბუდეშურის ჯიშის ვაზი.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ ატენურს და თავკვერს. წელს დავაყენეთ ჩინური და ხიდისთაური. ატენის მიკროზონა გამორჩეულია მაღალი ხარისხის, მდიდარი არომატებისა და მსუბუქი, ხალასი ღვინით.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

პირველი ბოთლი აგვისტოს პირველ რიცხვებში გაიყიდა, აბრების დაყენების დღეს ორი ტურისტული ჯგუფი გვეწვია. დღეს ჩვენი ღვინო იყიდება კოტე აფხაზის (ძველი ლესელიძის) ქუჩაზე შვიდ ღვინის მაღაზიაში.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ღვინის ნიმუშები გვთხოვეს და გაგზავნილი გვაქვს ამერიკაში, იტალიაში და რუსეთში. ძალიან მოეწონათ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს დეტალებზე.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულე მრავალი შეგვხვდა: ტექნიკის არ არსებობა, ძირითადად ხელით გვიწევს ყველანაირი სამუშაოს წარმოება; მუშახელის არაკვალიფიციურობა; ღვინის ფალსიფიცირება, რაც სტიმულს უკარგავს გლეხს აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია. ვფიქრობ, დასახვეწია კონტროლი ღვინის ხარისხზე. აგრეთვე თანასწორად მიეწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია ყველა რეგიონში წარმოებულ ღვინოებზე და პატარა მარნებზე. ჩვენთან მოსულ ტურისტებს ხშირად უთქვამთ, ჩვენ ღვინო მხოლოდ კახეთში გვეგონაო და გაოცებულები დარჩენილან ქართლის მსუბუქი და არომატული ღვინოებით.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ჩემი აზრით ღვინის კულტურის განვითარებისათვის აუცილებელია ამ მიმართულებით განათლების გაღრმავება, თაობის დაინტერესება მევენახეობა-მეღვინეობით.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევ სწორად შეარჩიონ ვენახის გასაშენებელი ადგილი და ვაზის ჯიშები. პირადად მიიღონ ყველა ოპერაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ისე არავინ გააკეთებს საქმეს როგორც თვითონ მევენახე (ეს მე საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც უყურადღებოდ დატოვებულმა მუშამ, უვიცობის გამო გამინადგურა სამერმისო ვაზის რქები). უდიდესი ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას მეღვინეობაში. და დაუღალავი შრომის შემდეგ, შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ქართლის ღვინო - 2016 წლის მოსავალი

ზურა მღვდლიაშვილი, ნიკალას მარანი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (17)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- ნიკალას მარანი აშენებულია ჩვენი წინაპრის, ნიკალა მღვდლიაშვილის მიერ 1928 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში. მარანი აღვადგინეთ 2005 წელს და ამავე წელს განვაახლეთ ნიკალა პაპას ქვევრებში ღვინის დაყენება. 2006 წელს შევიძინეთ პირველი ვენახი. მომდევნო წლებში ახალი ვენახებიც გავაშენეთ. ღვინის დაყენება დავიწყეთ ჩვენი ოჯახისთვის კარგი ღვინის დაყენების სურვილით. ღვინის ბოთლში ჩამოსხმა პირველად 2013 წელს დავიწყეთ, ამავე წელს მოხდა კომპანიის ნიკალას მარანი) დაფუძნებაც.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– ვენახები მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში, წარაფებში, ახოებსა და მოწყობილში. ასევე ვენახი გვაქვს სოფელ მანავში. ამ დროისთვის გვაქვს რქაწითელი, საფერავი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. ახლო მომავალში ახალი ჯიშების გაშენებას არ ვგეგმავთ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– კარდანახი ერთ ერთი საუკეთესო ადგილია რქაწითელისა და საფერავის ჯიშის  ყურძნისათვის. სხვადასხვა ჯიშებს განსხვავებულად ვაყენებთ, გვაქვს როგორც კახური წესით ჭაჭაზე დადუღებული, ასევე ჭაჭის გარეშე. ღვინო გამოირჩევა ამ ადგილისთვის დამახასიათებელი მაღალი სხეულითა და ალკოჰოლის შემცველობით.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ღვინო 2013 წელს, ღVino Underground ში შევიტანეთ. მაშინ ეს იყო პირველი და ერთადერთი ნატურალური ღვინის ბარი საქართველოში. მოგვიანებით ჩვენი ღვინით ღვინის ბარი g.VINO დაინტერესდა და მასთან დღესაც წარმატებით ვთანამშრობლობთ. 

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო გასულია იაპონიისა და ამერიკის ბაზარზე.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა  ყველაზე მეტად რა უნდა დაიხვეწოს ღვინის სფეროში?

– მთავარი სირთულე ალბათ მაინც ვენახი და ვაზის დაავადებებია, რომელთანაც ბრძოლა ერთ–ერთი ძირითადი პრობლემაა. ასევე ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა ხანგრძლივი ნალექი, სეტყვა და გვალვა. მათთვის, ვინც ქვევრში ღვინოს აყენებს, დიდ სირთულეს წარმოადგენს ხარისხიანი ქვევრების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვევრს გაცილებით მეტი მექვევრე ამზადებს, ხშირია პრობლემები ქვევრის ხარისხთან დაკავშირებით. ვისურვებდი მექვერვეებს უკეთესი პირობები, საშუალებები და სურვილი ქონდეთ კარგი ქვევრების დასამზადებლად.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ სწრაფად იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ღვინოს. კარგი იქნება თუ უფრო მეტი ადამიანი გასინჯავს ნატურალურ ღვინოს, რაც საშუალებას მისცემს მომხარებელს დაინახოს სხვაობა კონვენციურ და ნატურალურ ღვინოს შორის. ეს მეტ სტიმულს მისცემს მცირე მარნებს გამრავლდნენ, შექმნან უფრო მრავალფეროვანი გარემო ღვინის სამყაროში.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებ მეღვინეებს ვურჩევ იქონიონ საკუთარი ვენახები, გააშენონ იშვიათი ჯიშები, ამით ისინი შეძლებენ მათთვის სასურველი ხარისხის ყურძენი მოიყვანონ, რაც პირდაპირ აისახება ღვინოზე. დააყენონ ღვინო მინიმალური ჩარევით, საფუარებისა და სხვა დანამატების გარეშე. ტრადიციული წესით ღვინის დაყენებასთან ერთად არ შეუშინდნენ სიახლეებს, არ მოექცნენ ჩარჩოებში და დააყენონ განსხვავებული, ახალი გემოს ღვინოები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

დათო ჩაკვეტაძე, V&D უსახელოურის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (18)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

რატომღაც ბავშვობიდან მქონდა სურვილი ხელი მომეკიდა მევენახეობა-მეღვინეობისათვის, რეალურად კი 2000 წლიდან დავიწყე მიწის ნაკვეთების შესყიდვა დ ვენახების გაშენება.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ამჟამად გაშენებული მაქვს უსახელოურის და ცოლიკოურის ჯიშის ვენახები. მსურს კიდევ გავაშენო ადგილობრივი (ლეჩხუმური) სხვა ჯიშები. ვენახის ადგილმდებარეობაზე ცოტა რთულადაა საქმე, ამ ადგილისათვის სულ ჩხუბი იყო ზუბსა და ოყურეშს შორის. კოლმეურნეობის  ნახაზებით ოყურეშს ეკუთვნის (თავმჯდომარე ოყურეშელი ყოფილა), რეალურად კი ზუბს (ნაბაგუნების გორაა ერთი, სადაც ზუბელებს უბაგუნებიათ ოყურეშლებისთვის 905-ში ალბათ). და კიდევ ერთი საიდუმლო: მალე ამ ადგილებს უსახელოური დაერქმევა.  

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებ უსახელოურის და ცოლიკოურის ჯიშის ღვინოებს. გამორჩეული რითაა ნამდვილად არ ვიცი, ყველა საავტორო ღვინო რითაცაა გამორჩეული ალბათ.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

ღვინის გაყიდვა საქართველოში 2011 წლიდან დავიწყე. პირველი ურთიერთობა ღვინის მაღაზია „ვინოთეკა“-სთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთნ გვქონდა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

უცხოეთის ბაზარზე მცირე პირადი შეკვეთებით გადის.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

საქმიანობის დროს წარმოშობილ სირთულეებს რა ჩამოთვლის, სირთულე ძალიან ბევრი იყო. პირველი ალბათ მაინც სანერგე მეურნეობების არაპატიოსნება თუ უცოდინრობაა (მე თვითონ უნდა დავიწყო ნერგის გამოყვანა). მისახედია გეოგრაფიული ადგილწარმოშობის საკითხი და ასევე კონტროლი ღვინის წარმოებაზე. ბევრ ქართულ ჯიშს სჭირდება გეოგრაფიული ადგილწარმოშობის სტატუსის მინიჭება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მევენახეობა-მეღვინეობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, მეღვინის მხრიდან რაც შეიძლება კარგი ღვინის წარმოება და ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

მოთმინებას, შრომას და საქმის სიყვარულს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ერეკლე ლოლაძე, Georgian Brothers' Winery - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (19)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

-  2012 წლის შემოდგომაზე, 16 წლის ასაკში, გადავწყვიტე, თბილისში, ოჯახის ავტოფარეხში დამეწურა რამდენიმე ჯიშის ყურძენი. ეს იყო ღვინის დაყენების ჩემი პირველი დამოუკიდებელი მცდელობა. მოვიძიე ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა შემხვედროდა ამ საქმიანობაში, კონსულტაციები გავიარე კვალიფიციურ მეღვინეებთან. ჩემთვის, როგორც დილეტანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო კომპეტენტური ხალხის შენიშვნები. მუდმივად ვიყავი ინფორმაციისა და სიახლეების ძიებაში. ერთ დღეს სოციალური ქსელის საშუალებით შევიტყვე, რომ 2013 წლის გაზაფხულზე ტარდებოდა თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი, სადაც საოჯახო მარნის მფლობელებს ეძლეოდათ მონაწილეობის შესაძლებლობა. შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ გავხდი ფესტივალის მონაწილე და აქედან დაიწყო ჩვენი წარმატება. ფესტივალზევე გამოჩნდა რამდენიმე მაღაზია, რომელიც დაინტერესდა ჩვენი ღვინით და დავდექით ახალი გამოწვევის წინაშე - ღვინისთვის მიგვეცა კონკურენტუნარიანი სარეალიზაციო სახე. პირველი წლის ჩამოსხმა შეადგენდა დაახლოებით 100 ბოთლს. თუ იქამდე ოჯახის წევრები სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს წამოწყებას, შემდეგი წლისთვის უკვე აქტიურად დამიდგნენ მხარში და დავიწყეთ წარმოების გაფართოება.  

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

-ჯერჯერობით არ გაგვაჩნია საკუთარი ვენახები. თუმცა ვთანამშრომლობთ მევენახეებთან და მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით ჩაუტარდეს ვაზს შესაბამისი ოპერაციები ვეგეტაციის პერიოდში. ამ დროისთვის გვაქვს მხოლოდ ცარიელი მიწის რესურსი სოფელ კარდანახში, წარაფის მიკროზონაში, სადაც 2017-2018  წლისთვის ვგეგმავთ ვენახების გაშენებას .

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ყოველთვის ვცდილობ არ ვისაუბრო საკუთარ ღვინოზე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლის შეფასება. ამ ეტაპზე ღვინოს ვაწარმოებთ კახეთის რამდენიმე გამორჩეული მიკროზონის ყურძნისგან: სოფ. მუკუზნის საფერავი, ხაშმის საფერავი, კახური მწვანე (მანავის მიკროზონა) და რქაწითელი (წარაფის მიკროზონა).

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

-რაოდენობის სიმცირის გამო პირველი მოსავლის ღვინო, თბილისის მხოლოდ ორ ღვინის მაღაზიაში იყიდებოდა. შემდეგ წლებში პროდუქციის რაოდენობასთან ერთად ნელ-ნელა გაიზარდა მაღაზიების რიცხვიც.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

-ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ღვინის რეალიზაცია მიჩენს ამბიციას კიდევ უფრო დავხვეწო პროდუქციის ხარისხი და სტანდარტები, უცხოური ბაზრის შესაბამისად, რის შემდეგაც უკვე დავიწყებთ ამ ბაზრის მოძიებას.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

-როგორც ყველა საქმიანობაში, მეღვინეობაშიც მრავალმხრივი სირთულეები არსებობს. მიუხედავად პრაქტიკული გამოცდილებისა, ბევრჯერ დავდექი თეორიული ცოდნის საჭიროების წინაშე, ამიტომაც გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა მეღვინეობის მიმართულებით და დღეს ვარ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტი. მინდა აღვნიშნო, რომ აქ სწავლა არის საუკეთესო შესაძლებლობა, მიიღო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სრულყოფილი განათლება.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

-საქართველოში ყოველწლიურად დგას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა, მევენახეების უმრავლესობა ვერ ახერხებს მოწეული მოსავლის რეალიზაციას. ჩემი აზრით, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია გაიზარდოს საოჯახო მარნის კულტურა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მევენახეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია, აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

-მე ვფიქრობ ჩემი გამოცდილება ჯერ არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მივცე ვინმეს რაიმე რჩევა, თუმცა სიყვარულით და დიდი ძალისხმევით გაკეთებული ყოველი საქმე წარმატებულია.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ზურაბ თოფურიძე, იბერიელი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (20)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

2004 – 2010 წლებში ვენახები გავაშენეთ დიდ მასშტაბებზე და იქამდე უკვე არსებული მარანი გავაფართოვეთ. "იბერიელი" ზურაბ თოფურიძის ოჯახური მარანია. ვფლობთ 10ჰა ვენახს გურიაში და 5ჰა-ს კახეთში. სახელი „იბერიელი“ ჩემმა შვილებმა შეარჩიეს, ეს ეხება იმ ხალხს, რომელიც რამდენიმე ათასწლეულის წინ ღვინოს აყენებდა კავკასიაში, შემდგომ კი მათ ქართველები ეწოდათ. ჩვენი ოჯახის მიზანია ავაღორძინოთ და განვავითაროთ ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციები, ვაწარმოოთ უნიკალური ადგილობრივი ყურძნისგან დამზადებული ბუნებრივი (ნატურალური) ღვინოები და ამ სფეროში გავხდეთ მისაბაძი, როგორც კოლეგებისთვის ასევე მეგობრებისთვის.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

კახეთში გაშენებული გვაქვს შემდეგი ჯიშები: საფერავი, კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი, ხიხვი. მომავალში ვაპირებთ გავაშენოთ კახური მცვივანი და ვარდისფერი რქაწითელი. ხოლო გურიაში გაშენებული გვაქვს: ჩხავერი, ჯანი, სხილათუბანი, მტევანდიდი, საკმიელა, თეთრი კამური, ჭუმუტა, ორონა, ალადასტური. ამას გარდა, გურიის ვენახში გვაქვს როგორც მეგრული ჯიშები: ოჯალეში, ჩეში, ჭვიტილური, გოდაათური, ასევე აჭარული ჯიშები: - კლარჯული, ბროლა და ა.შ.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

შპს იბერიელი აწარმოებს ვარდისფერსა და ქარვისფერ ჩხავერს გურიის ვენახებიდან და ასევე საფერავს კახეთის (წინანდლის თელიანის) ვენახებიდან. ეს ღვინოები გამოირჩევა ნატურალურობით (ბუნებრივობით): ნიადაგის და ვენახის მოვლა ხდება მხოლოდ ორგანული (ბიო) მევენახეობაში დაშვებული ბუნებრივი პრეპარატებით, ყურძენი არ შეიცავს ქიმიკატებს. ხოლო რაც შეეხება ღვინოს, ის ქვევრში დგება და დაყენების პროცესში არ ხდება ჩარევა ქიმიური თუ ბიოლოგიური ზემოქმედებით (ანუ ფერმენტაცია მიმდინარეობს ბუნებრივად).

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

2011 წლის ივლისიდან დავიწყეთ იბერიელის გაყიდვები. სხვადასხვა მაღაზიებთან გვქონდა ურთიერთობა. დღეს კი ვთანამშრომლობთ შემდეგ კოპანიებთან: ღVINO Underground, Gvino, ბარბარესთან, სტამპესო, აზარფეშა, ვინოთეკა , Le Montrachet და ა.შ.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

კომპანიის ღვინოები გადის საერთაშორისო ბაზარზე და ესენია: იტალია, იაპონია, საფრანგეთი, ინგლისი, შეერთებული შტატები, ავსტრალია.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ჯიშის სისუფთავე არის პრობლემა. მქონდა შემთხვევა, როცა თვით გამოცდილი ამპელოგრაფებისა და მევენახეების შეცდომის შედეგად 3 ჰა ვენახის ახლიდან გადამყნობა-დარგვა მომიხდა. საზოგადოებამ მეტი უნდა შეიტყოს ნატურალური მეღვინეობის შესახებ, ინფორმაციის ნაკლებობაა ბაზარზე. სომელიეები ნატურალურ ღვინოს ინდუსტრიული ღვინისგან გამიჯნულად უნდა აფასებდნენ.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია:

  1. განათლება ტრადიციულ-ბუნებრივ მევენახეობასა და მეღვინეობაში.
  2. ვაზისა და ღვინის სიყვარული.
  3. ვაზისა და ღვინის ქრისტიანული მისტიკის ცოდნა.
  4. კერძებისა და ღვინოების შეხამების ცოდნა.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყები მევენახე-მეღვინეები ნუ გადაყვებიან კომერციულ პროექტებს, დაიწყონ სწავლა და პრაქტიკა თუნდაც სულ 10-20 ძირი ვენახით და ერთი პატარა ჭურით, ასევე გაითვალისწინონ ის ფაქტორები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინო – დიდი ენციკლოპედია

$
0
0

რედაქტორის ბოლოსიტყვაობა

ასეთი მასშტაბის ღვინის ენციკლოპედიური გამოცემა ქართულ ენაზე პირველად გამოდის. Le Grand Larousse du vin ის წიგნია, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ღვინის სამშობლოს წოდების მატარებელ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქსელურ სამყაროში ღვინის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება, ძალზე რთულია მათი გაანალიზება და დალაგება, სასურველი და საჭირო თემის გამორჩევა. განსაკუთრებით რთულდება საქმე, როდესაც მევენახეობის ან მეღვინეობის საკითხების რკვევას ვიწყებთ, ვცდილობთ გავიგოთ ამ სფეროს თანამედროვე მდგომარეობა. ამ დროს მართლაც ძნელია ხოლმე ინტერნეტში ერთიანი, ცხადად ჩამოყალიბებული ტექსტების პოვნა. ამგვარი გამოცემების როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მიაწოდოს მკითხველს ამომწურავი ინფორმაცია თითქმის ყველაფერზე, რაც ღვინოს შეეხება: მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის კანონმდებლობა, ღვინის ისტორია, ღვინის ატრიბუტები, ვაჭრობა, შერჩევა, შეძენა, შენახვა, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება, ღვინისა და კერძის შეხამება და მრავალი სხვა. გარდა ამისა, ამ წიგნში თქვენ მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონს გაეცნობით, ლეგენდარულ ღვინოებს და ახალ ვარსკვლავებს,  ძველ და ახალ სამყაროს. წიგნში არაერთი საცნობარო ჩანართია, თავი რომ დავანებოთ უმდიდრეს საილუსტრაციო მასალას, ლექსიკონებსა და საძიებლებს.

გარდა ამისა, ფრანგულს წიგნს წიგნს კიდევ 25 გვერდი დავუმატეთ, სადაც ქართულ ღვინოზე ვისაუბრეთ: ისტორიაზე, ჯიშებზე, მეთოდებზე, რეგიონებზე, თანამედროვე მდგომარეობაზე, ყველაზე ცნობილ ღვინოებზე.

ამ წიგნზე მუშაობა ურთულესი საქმე იყო, რადგან აუარება ტერმინი ხელახლა უნდა მოგვეფიქრებინა, გადასამოწმებელი იყო ასეულობით დასახელება. წარმოიდგინეთ, რამდენი ვიდეო ვნახეთ ამათუიმ სახელის პრონონსის, გამოთქმის საბოლოოდ გადასამოწმებლად, ზოგიერთი ცნების დაზუსტება კი იმის (ტექნოლოგიის, ხერხის და ა.შ.) დეტალურ ცოდნას მოითხოვდა, რაც ამ ცნების მიღმა იდგა. სხვანაირად შეუძლებელია საცნობარო, ენციკლოპედიურ წიგნზე მუშაობა.

ვიცით, რომ შეცდომებისგან არც ეს წიგნი იქნება დაზღვეული, ისიც გვესმის, რომ ზოგიერთი ცნება ვიღაცამ შესაძლოა სხვანაირად გადმოაქართულოს, სხვა ვერსია უფრო მოსწონდეს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ გვაქვს გამოცემა, სადაც თითქმის ყველაფრის მოძიება და დაზუსტება შეიძლება.

დღეს საქართველოში, შეიძლება ითქვას, ღვინის ბუმია. ასპარეზზე გამოდიან ახალი მარნები, ახალი ჯიშები, ახალი ღვინოები, ბევრი დაუბრუნდა ტრადიციულ, ქვევრის მეღვინეობას, გაიზარდა ცნობისწადილი. ამ ცნობისწადილის დასაკმაყოფილებლად კი ძნელია იპოვო ასეთ გამოცემაზე უფრო მოსახერხებელი და ამომწურავი წყარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინით სიამოვნებას, ღვინის ცოდნაც ახლდეს თან. ჩვენს ქვეყანაში ასეთი ცოდნის მოპოვებას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მალხაზ ხარბედია

საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი

წიგნის რედაქტორ–კონსულტანტი

ზურაბ ღვალაძის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (21)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი დაარსდა ჩემი ბაბუის, გრიგოლ ღვალაძის მიერ 50-იან წლებში, მისი მამის ალექსანდრე ღვალაძის მარნის საფუძველზე, რომელიც 1900 წელს იყო აგებული. ბაბუას შემდგომ, მარანს მამაჩემი, ბონდო ღვალაძე უძღვება. ხოლო ძველი მარნის „ახალი ძველით“ განახლების სტიმული ღვინის კლუბთან 2011 წლიდან ურთიერთობის შემდგომ მომეცა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს ცოლოკოური და ციცქა, ვფიქრობთ კრახუნასა და მცირე რაოდენობით ოცხანური საფერეს გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

გვაქვს ცოლიკოური და ციცქა-ცოლიკოურის ღვინოები, რომლებიც გამორჩეულია თავისებური არომატებით. ობჩური ცოლიკოურის შესახებ ბევრგანაა აღნიშნული. ღვინოს ჩვენი ვენახებიდან დაკრეფილი ყურძნით ვწურავ და ზუსტად ვიცი, როგორაა მოვლილი. ერთი ნაჭერი ვენახი დაახლოებით 45 წელზე მეტი ხნისაა. ამიტომ შედეგიც კარგი დგება. ჩვენი ციცქა-ცოლიკოური სასიამოვნო არომატებითა და ხალისიანობით ხასიათდება. ღვინოში იგრძნობა კომშის, თეთრი ბლის, ციტრუსების სასიამოვნო არომატები. ღვინო მოწონებას იმსახურებს ყველგან, გერმანიაში, დიუსელდროფში 2016 წლის ივნისში ოქროს მედალიც ავიღეთ.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

თავდაპირველად ჩვენი ღვინო სარეალიზაციოდ ჩამოისხა „ღვინის კერის“ მიერ, 2011 წელს, რომლის შემდეგაც გაგვიჩნდა სურვილი, ღვინო ჩამოგვესხა ბოთლებში სარეალიზაციოდ. ამჟამად ჩვენი ღვინოები წარმოდგენილია ,,ვინომანიაში’’, ღვინის მაღაზია ,,დიონისეში’’, რესტორანში „ბარბარესთან“.

– არის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

უცხოურ ბაზარზე სარეალიზაციოდ არ გავსულვართ, ნიმუშები წარდგენილი გვქონდა დიუსელდორფში, გერმანიაში, ფესტივალზე სადაც აიღო ოქროს მედალი (ციცქა-ცოლიკოურმა).

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

სირთულეები მდგომარეობს შხამქიმიკატების უხარისხობაში, რომლებიც მოქმედებს ყურძნის ხარისხზე. პრობლემაა ასევე დაყენებული ღვინის რეალიზაცია, ჩემთვის, როგორც ფერმერისთვის, ძნელია იმაზე ვიზრუნო, როგორ გავზარდო მაღაზიაში ღვინოების გაყიდვები.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ყურადღება უნდა მიექცეს შხამქიმიკატების ხარისხსა და აგრეთვე ნატურალური პროდუქციის პროპაგანდას. საჭიროა, რომ სწორი ხაზი შეიქმნას მეღვინესა და მყიდველს შორის და გაიზარდოს ღვინის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზეც.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევ სიყვარულით მიუდგნენ დაწყებულ საქმეს და გულს ნუ გაიტეხენ, რადგან საქართველოში ხარისხიან ღვინოს მეტი ყურადღება მიექცევა და შრომა დაუფასდებათ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

გიორგი გიორგაძე, მეღვინეობა საზანო - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (22)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მდინარე ძუსას ხეობა, სადაც ჩვენი მარანი და ვენახები მდებარეობს, ერთ-ერთ გამორჩეულ საღვინე ზონად ითვლება, სადაც ოდითგანვე მევენახეობა-მეღვინეობა სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგი იყო, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენები და ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადასვლა, განსაკუთრებით მძიმედ, იმერულ მეღვინეობაზე აისახა: გაიჩეხა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა საქარის უნიკალური საკოლექციო ნაკვეთი, დაინგრა და ჯართად გაიყიდა ღვინის ქარხნების უმრავლესობა. ბავშვობიდან, ვაზთან შეზრდილი ადამიანებისთვის სასიამოვნო საყურებელი არ იყო იმერული მეღვინეობის მდგომარეობა. მე და ჩემ მეგობრებს, 90-იანი წლების ბოლოს გაგვიჩნდა საკუთარი მცირე მარნების დაარსების იდეა, მაგრამ გავიდა წლები და ვერცერთმა განვახორციელეთ, ფინანსური პრობლემების გამო. საბედნიეროდ, ბოლო წლებში, ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა მცირე მარნების და საოჯახო მეღვინეობისთვის. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მეღვინე ელოდება, „ღვინის კლუბის“ ინიციატივით დაარსებულ „ ახალი ღვინის ფესტივალს“ და ღვინის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებს. ამ ფონზე, ჩვენც გაგვიახლდა საკუთარი მარნის დაარსების სურვილი და საბედნიეროდ, სულზე მოგვისწრო 2012 წლის ზაფხულზე, ევროკავშირის „ენპარდის“ პროექტით დაფინანსებულმა და ჩეხური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის პატრონაჟით განხორციელებულმა საგრანტო კონკურსმა. მეგობრებთან, გივი ჩუბინიძესთან და გელა გამეზარდაშვილთან ერთად, დავაფუძნეთ კოოპერატივ „მეღვინეობა საზანოს“ საინიციატივო ჯგუფი და დავწერეთ ბიზნეს–გეგმა. კონკურსში გამარჯვების შედეგად, გრანტის სახით გადმოგვეცა ღვინის საწარმოო ინვენტარი, ღვინის შესანახი რეზერვუარები და სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. ჩვენი მხრიდან ავაშენეთ და გავარემონტეთ მარნისთვის საჭირო შენობები. შევიძინეთ ქვევრები და 2015 წელს, პირველი ღვინოც ჩამოვასხით.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
ამ ეტაპზე, ძირითადი საწარმოო ჯიში არის ციცქა, მცირე რაოდენობით გვაქვს ცოლიკოური და ოცხანური საფერე. წელს გავაშენეთ კრახუნას, ოცხანური საფერეს და ციცქას ვენახები, მთლიანობაში 3000 ძირამდე. ასევე წელს გამოვიყვანეთ ერთ-ერთი იშვიათი და მაღალხარისხოვანი იმერული საღვინე ვაზის ჯიშის, თეთრი კაპისტონის ნერგი, რომელიც მომავალ წელს გაშენდება, დაახლოებით 500-600 ძირამდე. მომავალი წლების გეგმაში გვაქვს, ცოლიკოურის და კრახუნას ვენახების გაშენება. აგრეთვე ვაპირებთ, რაჭა-ლეჩხუმის გამორჩეული ჯიშების: მუჯურეთული და უსახელოურის გაშენებას, რომლებიც თავის დროზე გამოცდილი იყო იმერეთში მდებარე საქარის საცდელ სადგურზე, სადაც ძალიან მაღალი მაღალი პოტენციალი გამოავლინეს, სუფრის წითელი მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინის წარმოებისთვის.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
ამ ეტაპზე, ბიოსერთიფიკატი არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ბიოწარმოების სტანდარტებს: არ ვიყენებთ სისტემურ პრეპარატებს და ქიმიურ, სინთეზურ სასუქებს. გვაქვს ციცქას, ცოლიკოურის და ოცხანური საფერეს ღვინოები. თეთრ ღვინოებს ძირითადად ევროპული წესით ვაყენებთ. ასევე ვცდილობთ, ტრადიციული, იმერული წესით (ქვევრში, მცირე მოცულობის, კლერტგაცლილ ჭაჭაზე) ღვინის დაყენების ტექნოლოგიის აღდგენას. პირველი მცდელობა, სამწუხაროდ, ქვევრის ხარვეზის გამო, ცუდი შედეგით დასრულდა. „ოცხანური საფერე“- ს ქვევრში ვადუღებთ, სრულ ჭაჭაზე, 5-10 დღის განმავლობაში. წელს დიდი სიუპრიზი იყო და ძალიან გაგვეხარდა, სპეციალურმა ჟიურიმ რომ ჩვენი ოცხანური საფერე შეარჩია „ახალი ღვინის ფესტივალის“ გახსნის ცერემონიისთვის.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველი პარტია, რამდენიმე ათეული ბოთლი ოცხანური საფერე გავყიდეთ - დაწურვისთანავე შეგვიკვეთა, ჩვენმა გულშემატკივარმა და აწ უკვე ჩვენმა ახლო მეგობარმა, მალხაზ ნეფარიძემ. იგი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში დაგვიდგა გვერდით, სრულიად უანგაროდ, თითქმის უცნობ ადამიანებს. ამჟამად ღვინო იყიდება, თბილისში, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია „ელკანას“ მაღაზიაში. გვაქვს ურთიერთობა თბილისში ღვინის მაღაზია „იორვაინთან“, ღვინის სარდაფ „ვინოგრაუნდთან“. „ვინომანიას“ მაღაზიების ქსელთან, თბილისსა და ბათუმში. ასევე ქუთაისში, რამდენიმე პრესტიჟულ სასტუმროში შესაძლებელია ჩვენი ღვინის შეძენა. ადგილზეც, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში მდებარე მარანში, ხშირად გვაკითხავენ ტურისტული ჯგუფები და ღვინის მოყვარულები ღვინის შესაძენად, სადაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, ღვინის საკუთარი ხელით ჩამოსხმა, დაბეჭდვა და ეტიკეტირება.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ ჩეხურ კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია, საქართველოდან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების იმპორტირებით.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ძირითადი სირთულე, ჩვენს მაგალითზე, სავენახე მიწების შეძენას უკავშირდება. მცირემიწიან იმერეთში, ძალიან რთული და ძვირი სიამოვნებაა, სასურველ ადგილზე სავენახედ ვარგისი მიწის შეძენა. დიდი პრობლემებია მევენახეობა-მეღვინეობაში განათლების კუთხით - წელს იმერეთში  მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა სოკოვანი დაავადებებისგან, ძირითადად ჭრაქისგან, რაც არასწორი და არადროული წამლობების გამო მოხდა.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
ერთი შეხედვით, ვაზისა და ღვინის სამშობლოში, ამ ღვთაებრივ სითხეს განსაკუთრებული პოპულარიზაცია არ უნდა ჭირდებოდეს, მაგრამ ისტორიულმა ძნელბედობამ მძიმე დაღი დაასვა ქართული ღვინის განვითარების და მოხმარების კულტურას. სამწუხაროდ, დღეს ქართულ სოფელში, მევენახე-მეღვინეებშიც კი იშვიათად შეხვდებით ღვინის სათანადოდ დამფასებელ ადამიანებს. დღემდე აქტუალურია შუასაუკუნეების ირანიდად შემოსული ლოთობა-ღრეობის კულტი, რამაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაში. ჩემი აზრით, აუცილებელია რეგიონებში სათანადო განათლების შეტანა, ვიცი, რომ ღვინის კლუბი ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით, მაგრამ მხოლოდ კლუბები და სკოლა-სტუდიები, მთავრობის თანადგომის გარეშე ვერ გაწვდება ამ საქმეს. ალბათ საჭიროა მეტი ფესტივალები და გამოფენები მეღვინეობის რეგიონების მიხედვით. დღევანდელი მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში შეუძლებელია, ღვინომცოდნეობის ანბანის ათვისება, თბილისში ჩამოსვლა და სპეციალური კურსების გავლა კი, ძვირი სიამოვნებაა მსურველებისთვის.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
თუ ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობა სულიერ სიამოვნებას განიჭებთ, მაშინ ეს საქმე თქვენთვისაა და შედეგებიც შესაბამისი გექნებათ. კარგი შედეგები კი კარგი ბიზნესის დასაწყისია - წარმატებებს ვუსურვებ ყველა დამწყებ მეღვინეს!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ალექსანდრე სარდანაშვილი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (23)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

 საოჯახო მარანი დიდი ხანია რაც გვქონდა, უბრალოდ ბოლო წლებში ახალი სახე მივეცით. ათვლის წერტილი 2012 წელია, როცა პირველად მივიგეთ მონაწილეობა ახალი ღვინის ფესტივალში. მიზეზი და მოტივაცია არის ამ სფეროს განვითარება, თანამედროვე საოჯახო მარნის მოწყობა და ნატურალური ღვინის ჩამოსხმა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

 ამ ეტაპზე გაშენებული გვაქვს ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშები, ცოლიკოური.  ვაპირებთ გავაშენოთ მეტი ცოლიკოური და წულუკიძის (რაჭული) თეთრა.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ხვანჭკარას და ცოლიკოურს. ჩვენი ღვინო გამოირჩევა ნატურალური გემოთი და ბუნებრივი არომატებით (ყოველგვარი დანამატების გარეშე).

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

მაღაზიებში ჩვენი ღვინო არ იყიდება. ამ ეტაპზე ღვინო გათვლილია ადგილზე მოსულ დამსვენებლებზე და ამ ღვინით დაინტერესებულ პირებზე.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ძირითადი სირთულე ხარისხიანი ნერგების მოძებნა და ასევე ხარისხიანი პრეპარატების მოპოვებაა (საკმაოდ პრობლემატურია).  ამ სფეროში სხვა პრობლემებიც საკმაოდ ბევრია, მითუმეტეს ჩვენს რეგიონში. აუცილებლად უნდა განვითარდეს საოჯახო მარნები, საჭიროა დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ ყველა ინფორმაცია იმ ფონდების და პროგრამების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ საქმიანობას.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

 საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი განათლება, ინფორმირება და ჩართულობა, მეტი საინფორმაციო დაფების დაყენება.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

დამწყებ მეგვინეებს ვურჩევდი დიდ მოთმინებას, ბევრ შრომას და ულევ მოტივაციას,  დანარჩენი უბრალოდ დროის საქმეა.

    © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

Viewing all 457 articles
Browse latest View live