Quantcast
Channel: "მარანი" - ღვინის პორტრეტები
Viewing all 457 articles
Browse latest View live

„ღვინის დღიურები“ - „მარანის“ ახალი პროექტი

$
0
0

ფოტო: ქეთევან ადეიშვილი

მცირე საზაფხულო შესვენების შემდეგ, საქართველოს ღვინის კლუბი და ღვინის საინფორმაციო ცენტრიერთგულ მკითხველებს საინტერესო სიახლეებს ჰპირდება.  

ახალი სეზონიდან მარანი წარმოგიდგენთ პროექტსღვინის დღიურები. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, განსხვავებული პროფესიებითა და დამოკიდებულებებით, რომელთა ცხოვრებასა და საქმიანობას ერთი მოვლენა - ქართული ღვინო - აერთიანებს. 

პროექტის მონაწილეები - მევენახეები, მეღვინეები, ღვინის გიდები, კრიტიკოსები, აკადემიური თუ სერვისის სფეროს წარმომადგენლები და სხვანი,  აწარმოებენ ერთკვირიან დღიურებს, სადაც ისინი აღწერენ თავიანთ საქმიანობას, ყოფას, ყოველდღიურობას. მარანის მკითხველს შესაძლებლობა ექნება, თვალი მიადევნოს პროფესიონალთა საქმიანობისა და ყოფის აქამდე უცნობ დეტალებს, გაეცნოს მათს თვალსაზრისებს და გაიზიაროს საინტერესო გამოცდილებები. 

გარდა იმისა, რომ დღიურები მიმზიდველი და სასიამოვნო საკითხავი ტექსტების სახით იქნება წარმოდგენილი, ის წარმოჭრის საკითხებს, რაც ღვინის სამყაროს მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზის საინტერესო პრეცედენტსაც შექმნის.  

პროექტი 26 აგვისტოდან დაიწყება. აგვისტო-სექტემბრის თვეებში შემოგთავაზებთ ღვინის ექსპერტისა და გიდის, მაკა თარაშვილის, რეჟისორ - ემილი რეილსბეკის (აშშ), ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის - გიორგი სამანიშვილის, აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელის - ანა გოდაბრელიძისა და სხვათა - დღიურებს.  

©  საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი


ღვინის დღიურები. მაკა თარაშვილი - ტურისტული გიდი, ღვინის ექსპერტი

$
0
0

17 აგვისტო

თვალები რომ გავახილე, უკვე დიდი დილემის წინშე ვიდექი: 

ყავა თუ ღვინო?

ცოტა ხანს დავფიქრდი და გამახსენდა, სიზმარში დიდი ყანწი მომაწოდეს... ყავა უკვე შემოეტანა დედას. facebook გავხსენი და პირველივე პოსტი, ორი წლის წინ გაზიარებული საუკუნის წინანდელი გაზეთის ფურცელი დამხვდა.

ალბათ, კვირაზე მეტი იქნება, რესტორნებსა თუ კაფეებში მომსახურების ხარისხი საოცრად დაეცა (ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაინც). ალბათ სიცხის ბრალია. სამაგიეროდ, საოჯახო მარნებსა და მათ მეპატრონეებს ვერც სიცხე და ვერც დიდი სტუმრიანობა აკლებს რაიმეს. 

გუშინ ცოტა უცნაური ტური მქონდა, ორი ახალგაზრდა იაპონელი წყვილი სამი მცირეწლოვანი ბავშვით. თბილისი-მცხეთის ტურის შემდეგ სტუმრებს მცხეთაში უნდა დავმშვიდობებოდი თვითონ კი ყაზბეგში აპირებდნენ წასვლას. ასეთი იყო მოთხოვნა.

დილით შომ მორიდებულად მთხოვა, იქნებ, ღვინო გავსინჯოთ და ვიყიდოთ, თუ ძალიან არ შეგაწუხებთო, პროგრამა დატვირთული იყო. მოგვიანებით ისევ შემახსენა და ხინკალი დაამატა თავის მოთხოვნას. დეტალები აინტერესებდა – დროის ფაქტორიდან დაწყებული, ღვინით დამთავრებული. შო უკვე მეოთხედ სტუმრობდა საქართველოს, რითი უნდა გამეოცებინა ამ რამდენიმე საათში? ჰოდა, ღვინომ მიშველა! 

ჩემი გაჭირვების ტალ-კვესი - იაგო!!! 

მოკლედ, დავემშვიდობე სტუმრებს მცხეთაში და გავუყენე გზას ჩარდახისკენ. ვიცოდი, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. 

ქართლის სოფლის სახლი მაღლარი და დაბლარი ვაზებით, ხეხილის ბაღით, მარნით, თონით თუ არყის სახდელით, აი ეზოში თუ ქათამმაც გაირბინა, უკვე სოფლის სრული იდილია იქმნება. ჰო, კინაღამ, ძაღლი დამავიწყდა... იაგოს დიდი ძაღლი...

საღამოს შო რეკავს: „მაკა-ჩან, დიდი მადლობა, ლანჩზე რომ გაგვიწიე რეკომენდაცია, ფანტასტიური იყო: ქართული ოჯახი, მარანი ქვევრებით, ქართული საჭმელი და მასპინძელი იაგო თავისი ღვინით!!! დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, აუცილებლად ვიმეგობროთ, ფოტოებს გადმოგიგზავნით მაკა ჩან.”

ესეც ასე! მისია შესრულებულია, მე ბედნიერი ჩამოვქოთქოთდი თელავში. 

 

18 აგვისტო

09:00 საათზე გამსვლელი მანქანები იქოქება. უფრო სწორედ, ცხრა საათსა და აღარ დავაკონკრეტებ, ზუსტად... „ჯორჯიან მეი ბი თაიმით“ (GMT). 

დაიქოქა ჯიპები და გავუყევით გზას - ბათუმიდან მესტიისკენ. Gგზად დადიანების მუზეუმს უნდა ვესტუმროთ ზუგდიდში. Mმიყვარს ამ მუზეუმში თავმოყრილი ექსპონატები, თავისი ისტორიებით.

მე რომ დღიურების საწერად მცალია ხომ მაგარია? ისევ ერთით მეტი ტურისტი ვარ.

რესტორან „მენძელში“ გემრიელად სადილობის შემდეგ ვესტუმრეთ დადიანების სასახლეს. ჯგუფი განწყობას არ უჩივის. Y

ყველა წესის დაცვით, წყნარად და მშვიდად შევედით მუზეუმში. უცებ, მეორე სართულძე ასვლისას, ჩვენს დანახვაზე აყვირდა მუზეუმის გიდი: 

-    ესენი ვინ არიან? ვინ შემოუშვა? 
-    ხელს მიშლიან! გაიყვანეთ აქედან! 
-    დაცვა სადაა?! 

თან მთელი ძალით იქნევდა მარაოს. მისი ქართველი ვიზიტორები გაოცებულები შეჰყურებდნენ. (აბა, რამდენად იმსახურებს ეს გიდი დადიანების მუზეუმში მუშაობას?!) სასწრაფოდ შევიყვანე ჯგუფი პირველ დარბაზში და ძალიან საინტერესო ფილმივით გაირბინა თვალწინ XIX საუკუნის ორი ოჯახის დიდმა ისტორიამ – ჭავჭავაძეებისა და დადიანების.

საიდან გამახსენდა, თვალითაც არ მინახავს - „საქანელა-საკოცნელა“. ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომ ნიღაბზეც დამისვეს შეკითხვა, ეს საიდან მოხვდა საქართველოშიო. მე კი XIX საუკუნის ქართველი დიდგვაროვნების საყვარელ გასართობსა და ეკატერინეს ერთ-ერთ სანუკვარ ნივთზე ვფიქრობდი. 

„საქანელა-საკოცნელა“ - ადგილი, სადაც ეკატერინეს და ტატოს ერთმანეთი გაუცნიათ – წერს ერთ-ერთი სტატიის ავტორი  დადიანების თბილისური გამოფენის სტუმრობის შემდეგ. 

თურმე საქანელაზე წყვილ-წყვილად დაკიდებულ სხვადასხვა ფერის ჭიქებში ღვინოს ასხამდნენ, შემდეგ დაატრიალებდნენ და ვისაც ერთნაირი ფერის ჭიქები შეხვდებოდა, ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. ერთ-ერთი ასეთი გართობის დროს თურმე ბარათაშვილსაც გაუმართლა. საკითხავია, გაუმართლა თუ არა ტატოს... აი ეკატერინეს კი მას შემდეგ ეს ნივთი აღარ მოუშორებიაო, ამბობენ. 

ნეტავ, ღვინის ერთყლუპიანი ჭიქები რაზე მიგვანიშნებს? ნუთუ ქართველი დიდგვაროვნები დათრობას ერიდებოდნენ ნადიმობისას? არადა, ცნობილი ფაქტია, რომ დადიანების სალხინოს სასახლე 300 კოკიანი ქვევრით იყო განთქმული და ქვევრის სასახლესაც უწოდებდნენ თურმე... 

ჰოდა, ასე: 

მდინარე ტეხურის ხეობაში, სოფელ სალხინოში, სამეგრელოს მთავარმა დადიანმა შექმნა ოჯალეშის სპეციალური ვენახები, რომლებიც, როგორც ცნობილია, მოგვიანებით მისმა სიძემ, აშილ მიურატმა გააფართოვა. მათი წყალობით ოჯალეშის ღვინო უცხოეთშიც იგზავნებოდა. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, „ოჯალეში“ ხეზე ასაშვები ვაზის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება ყოფილა. მიურატს კი ოჯალეშის მაღლარი ვაზი, რომელიც, თურმე, მხოლოდ თხემლას და ხურმის ხეებზე ყოფილა გაშვებული, სულ დაბლარზე მიუშვია. ვენახები ტერასებად ყოფილა განლაგებული. 

ოჯალეშს მეორე სახელიც აქვს - „შონური“, ანუ სვანური. ეს სახელი გავრცელებული იყო მდ. ტეხურისა და აბაშის ხეობებში. სავენახე ადგილები მზეს ყოფილა მიფიცხებული. ალბათ, ამიტომ ვარაუდობდა ერთ-ერთი მკვლევარი, რომ „ოჯალეში“ ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვიდან - „ბჟა“ (მზე) წარმოიშვა – „ობჟალეში“, ანუ სამზეური ადგილმდებარეობა. 

ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქართველმა კაცმა, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, გასამრავლებლად ოჯალეში შეარჩია და მაღლარად და ოლიხნარად გააშენა, რის გამოც ვაზის ჯიშს ოჯალეში დაარქვა. 

სხვები ვარაუდობდნენ, თითქოს, ოჯალეშს „შონურს“ მისი მაღალალკოჰოლურობის გამო უწოდებდნენ, ანუ, სვანის სიძლიერესა და ღონეს ადარებდნენ. 

ჩემი მეგობარი, ზაზა გაგუა, თავის მეგობრებთან ერთად, რამდენიმე წელია, ცდილობს მეგრული მშრალი ოჯალეშის, ბაბუას ტრადიციის, ბავშვობის გემოების გაცოცხლებას... ამ საქმეს სულ ახალახანს მიჰყო ხელი, მაგრამ შარშან მისი მშრალი ოჯალეში უკვე ლონდონში გავიდა ექსპორტზე, ცნობილი იმპორტიორის, ერიკ ნარიოოს ძალისხმევით. 

ეს გემო არასოდეს დამვიწყებიაო, ხშირად ამბობს ხოლმე. არ ვიცი, ზაზას რა გემო ახსოვს, აი მე კი მწარედ მახსოვს სტუდენტობის დროს ჩალის ფასად ნაყიდი ოჯალეში, ქინძმარაული თუ ხვანჭკარა, რომლებსაც ერთნაირი, ძალიან ტკბილი გემო ჰქონდა, ეტიკეტები კი - სხვადასხვა. 

 

19 აგვისტო

თბილისი-ბათუმის ღამის რეისით კურიოზული მგზავრობის შემდეგ ჩემზე მძიმე ჩემოდანი სასტუმროში მივარახრახე და ახლადგაღვიძებული ძველი ბათუმის ქუჩებს გავუყევი. 

ჯგუფი სამ საათზე ჩამოდის. მე რამ ჩამომაქანა ასე დილაადრიან, ვიცოდე ნეტა?!

ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც მხიბლავს თავისი ნიუანსებით. 

ბათუმის „პატარა გუბურა“... მის ნაპირზე ჩრდილს შეფარებულ დამსვენებლებს შორის მეთევზეებიც შევნიშე, სულ მაინტერესებს, რა სიამოვნებას იღებენ ანკესით თევზაობისას, ამიტომ მეც მოვკალათდი მათ შორის და მივეფიცხე მზეს. აშკარად, კარგ ადგილას ვარ წამოსკუპებული და მეთევზის ადგილს ვაცდენ. ჩემგან მარჯვნივ მოხუცი ჩამომჯდარა დასაკეც სკამზე, ანკესით ხელში და ჩაფიქრებული გასცქერის წყალს. ნეტა, რაზე ფიქრობს... 

ვცადე ავყოლოდი მოხუცის ფიქრებს, მაგრამ ერთ მხარეს ბაყაყები აყიყინდნენ, მეორე მხარეს კი დელფინარიუმის ზღვის ლომმა აიკლო იქურობა ყივილით. დელფინების შოუ ნამდვილად არის ჩემი საყვარელი გასართობი ბათუმში...

უკვე აეროპორტში ვარ. მძღოლი ფორმაშია, მაგრამ აი გიდები... ზოგი ისეთია, გამარჯობა კი არა, ღიმილიც არ ემეტება. აეროპორტი სავსეა წამსვლელით თუ მომსვლელით, საქართველო კი - ტურისტებით. ამ საკითხზე გამუდმებული ჩივილის პათოსს ვერ გავიზიარებდი.  

მე და ქეთუსია მხიარულად ვიტანთ ლოდინს და, აი, როგორც იქნა! გამოდიან! წარმოდგენა არ აქვთ, რომელი კომპანიიდან არიან, ან ვინ ჰყავთ გიდი, ტურლიდერი... ჩემები, როგორც ყოველთვის, ყველაზე ბოლოს გამოლაგდნენ, თუმცა, ორგანიზებულად, ერთად და მშვიდად. ტურლიდერად თეთრ- გრძელულვაშიანი პუტკუნა კაცი მოუძღოდათ წინ. არც კი გამიღიმა (უჟმური!) და ის გიდი მოიკითხა, რომელთანაც წინა ტურზე ემუშვა. ალილო და ხვალეო, ვნახოთ, რა ჩიტი აღმოჩნდება.

სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Super! 

რესტორანი „მაჭახელა“ – „აი, დარდი!“ - რესტორანი (უფრო მკვახედაც შეიძლებოდა მათზე, თავს შევიკავებ). საშველი არ იქნება, ალბათ, არასოდეს. მით უმეტეს, აქ, ბათუმში. 

არადა, რა გემრიელია აჭარული კერძები - აჭარული ხაჭაპური, რომელსაც თითქოს მზე ჩაუკრავს გულში; აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, ბორანო, მალახტო, იახნი, აჩმა, სინორი და თურქების გავლენით აჭარულ ტკბილეულად ცნობილი ბაქლავა. აი, თევზეული მრავალფეროვნებაში ცოტა მოიკოჭლებს, რატომღაც. აჭარულ კერძებში, რა თქმა უნდა, იგრძნობა ოსმალეთის კულინარიის გავლენაც. 

ჩვენამდე მოღწეული ვარდისფერი აჭარული ჩხავერი კი იმდენად კეკლუცია, რომ გურულები და აჭარლები დღემდე დაობენ, სადაურია ვაზის ეს ჯიში. 

ეს საკითხი ამპელოგრაფებისთვის მიმინდვია. ჩხავერის დაჭაშნიკების მსურველი აუცილებლად უნდა ეწვიოს თოფურიძეს გურიაში. მე კი დავამატებდი, რომ ბათუმში უაზროდ ხეტიალს სჯობს მაღალმთიანი აჭარისკენ გამგზავრება, სოფლებში ხალხთან სტუმრობა, თუნდაც შერვაშიძეებთან, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულები ტურიზმში „ღვინის გზის“ პროექტის წყალობით და საკუთარი ძალისხმევით. ბათუმიდან სოფლამდე მისასვლელი გზა, მარანი, ვენახი, ქართული სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობა აქ სასიამოვნოდ გაგაოცებთ, მერწმუნეთ.

 

20 აგვისტო

დღე ყავით და facebook-ით დაიწყო, როგორც ყოველთვის.

პირველივე პოსტი - „ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა იწყება“... სუნთქვა შემეკრა. როგორც იქნა, გადაწყვიტეს. მხოლოდ მე არ გამხარებია ეს ამბავი, აქ ერთი გრძელი ჯაჭვია იმ ადამიანებისა, ვისაც ჩემზე კარგად ესმის ამ ტერასების მნიშვნელობა.   

როგორც ვიცი, ადრეც იყო ამ ტერასების აღდგენის მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. მახსოვს, მესხეთის განვითარების პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სავარაუდო პროექტი რომ მაჩვენა, კითხვა დამისვა, რამე ხომ არ გამოგვრჩა, რას დაამატებდიო. როგორც მივხვდი, ამ პროექტის პრიორიტეტი ერდო გვირგვინიანი ბანიანი სახლის რეაბილიტაცია იყო, მაგრამ ჩემთვის უპირველესად პრიორიტეტული ეს ტერასები გახლდათ, რომლისთვისაც, რატომღაც, ყურდღება არ მიექციათ. ასევე, პრიორიტეტულად მივიჩნევდი, გოგირდის ბუნებრივად თბილ წყლებს, რომლებსაც ადგილობრივებმა დააშენეს უცნაური აბანოები. ამის შესახებ, ალბათ, ბევრმა დაინტერესებულმა ადამიანმა არ იცის, თუმცა, რაც მთავარია, წყალკანალისა თუ საგადასახადოს თანამშრომლები აქ სისტემატურად ჩნდებიან, ანუ, საქმის კურსში არიან. 

ამ ტერასებს ჩემთვის კიდევ უფრო მეტად სინტერესო გაგრძელება (თუ დასაწყისი) აქვს.

2013 წლის აპრილში ჩემს „წითელქუდასთან“ (ნათია ხიდაშელთან) ერთად ინფოტურზე მუშობის პატივი მქონდა. ჰოდა, ახალციხეში ღვინის მაღაზიაში ღვინის დაჭაშნიკება შემოგვთავაზეს. დავთანხმდი... თუ რაიმე განსხვავებულს გამასინჯებდნენ... და ჰოი, საოცრებავ წითელი ღვინის ბოთლის ეტიკეტზე „მესხური“ ეწერა. ღვინის ფერი, სუნი, გემო ისეთ ბალანსში იყო ერთმანეთთან და ისეთი ემოცია მოიტანა, რისთვის დაგვებრალებინა თვითონ ღვინისთვის თუ აპრილისთვის, არ ვიცოდით!  

სულ რამდენიმე დღე დამჭირდა მისი შემქმნელის მოსაძებნად და მასვე, ანუ გიორგი ნათენაძეს, უნდა ვუმადლოდე საქართველოში ყველზე ასაკოვანი ვაზების და ქვის საწნახელების შესახებ ინფორმაციას. 

გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და წლებიც კი, და ამ ვაზებისა და საწნახელების ნახვა ოცნებად მექცა. სამგიეროდ, მოვიძიე საკმაოდ საინტერესო მასალები, პირველი ფოტოები კი ჩემმა პოლონელმა მეგობარმა ვოიტეკ ბოსაკმა გადმომიგზავნა, (სამწუხაროდ, უჩემოდ მოუწია მათი ხილვა ქეთუსიასთან ერთად), აი ივლისში კი მეც მეღირსა მათთან სტუმრობა.

ჩემი და ვაზის განივი პარამეტრები შედარებას ნამდვილად იმსახურებს smiley

ეს ყველაფერი ერთად ვარძიის თავში, სოფელ ჭაჭკარშია თავმოყრილ-შემონახული. ეს არის სოფელი, სადაც, თურმე, ვარძიის მშენებლებისთვის სადილ-ვახშამი მზადდებოდა. 

სრულად თუ ნახევრად მიწაში შედგმული ერდო-გვირგვინიანი დარბაზული საცხოვრებელი სახლები, მასიური ქვით ნაგები, დაბალი შესასვლელებით, რომლებიც თავდაცვით ფუნქციასაც ითავსებდა შემოსევების დროს. ასეთი სახლები დარანებით (მიწიქვეშა გვირაბებით) უკავშირდებოდა ერთმნეთს და მათი საშუალებით, როდესაც ოჯახის მამაკაცები მტერს ებრძოდნენ, ოჯახის დანარჩენი წევრები უსაფრთხო ადგილას იხიზნებოდნენ. აქვე ჰქონიათ ვენახები და ქვაში ნაკვეთი საწნახელები, რომელთგანაც მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. ამ სამოსახლოსა და ნავენახარში სალოცავიც გადარჩენილა სასწაულებრივად, რამდენიმესაუკუნოვან ვაზთან, საწნახელთან თუ მესხურ სახლთან ერთად... 

ფიქრი ფიქრს ემატება. 

და მაინც, რა მაგარი, კომპლექსურად შეკრული ადგილია ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისათვის? ან, იქნებ, უმჯობესია ინდუსტრიული დატვირთვის გარეშე ვცადოთ ამ სოფლის აღდგენა, გადარჩენა თუ შენარჩუნება? 

 

21 აგვისტო

ხვალიდან ისევ ჩემოდანაკიდებულმა უნდა მოვიარო, სავარაუდოდ, ნახევარი საქართველო. ვუყურებ ჩემს ოთახს და როგორ მეზარება ჩაბარგება!.. მკლავს ეს პროცესი. დედაც აქ არის. რამე არ დამრჩეს... შესაფერისი ტანსაცმელი ეკლესიისთვის, ვაი თუ გაწვიმდეს, საღამოს რომ ციოდეს?! ფეხსაცმელი უშგულისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მგონი უშგულელებმა დაიწყეს ზრუნვა „ქუჩების“ სისუფთავეზე... 

ყველგან ჩემი ტანსაცმელი და წიგნებია. წიგნები, პუბლიკაციები, მასალები საქართველოს ისტორიიდან, სარეკლამო ბროშურები მუზეუმებიდან, სასტუმროებიდან, რესტორნებიდან, მეღვინეობებიდან და ამ არეულობაში მაინც ღვინო დომინირებს. 

ესეც ჩემი საგანძურის ღირსეული ნაწილი.

სხვათა შორის, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, (მალხაზ ხარბედია) თვით ავტორის წარწერითაა დამშვენებული. მოვა დრო, ამ წიგნს აუქციონზე დიდი ფასი ექნება.

და მაინც, წიგნებმა გადამძალა. მივატოვე ჩაბარგების პროცესი. თავში ისევ XIX საუკუნის საქართველო მიტრიალებს... 

ერთი საინტერესო ისტორია გამახსენდა...

XIX საუკუნის მიწურულს თბილისში ძალიან მდიდარი კაცი – ალექსანდრე მელიქ აზარიანცი გამოჩნდა, რომელმაც, ზემელზე სახლის აშენება გადაწყვიტა. ყველამ იცით ეს სახლი, ძლივს რომ გადაურჩა განადგურებას გასულ წელს. იმ პერიოდში მხოლოდ მას ჰქონია საკუთარი წყლის სისტემა თბილისში და შესაბამის გადასახადსაც იხდიდა, თურმე. შენობა დასრულებული არ ყოფილა, როდესაც მთავრობას გადასახადი გაუძვირებია მისთვის, მაგრამ, როგორც გადმოცემითაა ცნობილი, აზარიანცს წყალზე საერთოდ უარი უთქვამს, გლეხებისაგან დიდი რაოდენობით ღვინო შეუსყიდია და სახლი, საბოლოოდ, ღვინით აუშენებია. რა თქმა უნდა, ამ ამბავში ბევრია მითიური, თუმცა, უდაოდ, საინტერესო მითია.

საქართველოში ირანის კონსულის, მირზა რეზა ხანის „ალმასის სასახლის“ (ასე უწოდებდნენ თანამედროვენი ჭონქაძის 11-ში მდგარ მის სახლს) ოფიციალურ გახსნაზე, მისი ბრძანებით, მარმარილოს აუზის შადრევანი ისე მოუწყიათ, რომ იქიდან წყლის ნაცვლად კახური წითელი ღვინო მოედინებოდა და სტუმრები ღვინოს პირდაპირ აუზიდან მიირთმევდნენ. ამისათვის აუზის ოთხსავე მხრეს, თურმე, აკაციის ყვავილის ფორმის ხის ბრჯენები დაამაგრეს. ზედ უზარმაზარი გოვზა მოათავსეს, რომელშიც, როგორც ცნობილია, ოთხიათსამდე ბოთლი ღვინო ეტეოდა. გოვზა კაუჩუკის მილით უერთდებოდა, აუზს და ონკანის გახსნისთანავე აუზი ღვინით ივსებოდა. ჰაერში დაკიდებული, ასობით ჩინური და იაპონური ფრანი კი აუზსა და მასში წითლად მოლივლივე ღვინოს ანთებდაო, ვკითხულობთ, თვით, მირზა რეზა ხანის ჩანაწერებში.

ივანე მუხრან-ბატონის ყოფილი მოურავის გადმოცემით, მუხრანის სასახლის წინ აგებული შადრევნიდან, სარდაფიდან გვირაბით ღვინო გადმოდიოდა.

მეფე აიეტის სასახლის ეზოშიც ხომ ოთხი შადრევანიდან ორში ღვინო მოედინებოდა – წითელი და თეთრი...

ისე, რომ დაფიქრდეს კაცი, რამდენსაუკუნიანი სამზადისი დაგვჭირდა ღვინის ტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბებისთვის?! არადა, თუნდაც, მედიცინაშიც ხომ ფართოდ გამოიყენებოდა ღვინო?! დროა, თავიდან გადავქექო საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საკითხები...

მაგრამ ვინ დაგაცლის ან ფიქრს ან საქმეს? ისევ ტელეფონი... 

გამახსენდა! არც კი მისაუზმია.

დედას ტოლმა ბულგარულ წიწაკაში – აი, გამოწვევა ახალგაზრდა, დამშეული გოგოსთვის! მაგრამ მერე ერთი ამბავი გამახსენდა - ორი დღის წინ ქუჩაში ქალბატონმა თამარ მელიქიშვილმა მიამბო: კაცი მთხოულობდა და რა კაციო!.. მაგრამ ერთხელ, ჩემი თანდასწრებით, ოცი ტოლმა შეჭამა და მეც ბეჭედი უკან მივუბრუნეო... მომერიდა!

ისევ საქმე...

-    გამარჯობა, ბატონი გიორგი ბრძანდებით? თქვენ ატენში გაქვთ მარანი, არა?
-    კი. – მოკლე და თავდაჯერებული პასუხი. 
-    ატენური, ხომ?
-    არა.
-    რა ჰქვია თქვენს მარანს? - სიტყვებს ძალით ვგლეჯ, ფაქტობრივად. გასაოცარია.
-    არაფერი არ ჰქვია. თქვენ ვინა ხართ?
-    მე გიდი. სტუმრებს იღებთმ, ხომ?
-    არა. 
-    კარგით, დიდი მადლობა.
-    ღვინოს ექსპორტზე ვყიდი. კიდევ, აქაურ მაღაზიებში იყიდება. თუ იცით, ღvino underground. ტაბიძეზე. ვინც იყიდის და გასინჯავს, ხო მოეწონება? შემიკვეთოს და მივიღებ. ისე ტურისტებს არ ვიღებ.

მოვიდა ლაპარაკის მადაზე.  

მოკლედ, გავიცანი ბატონი გიორგი, საკმაოდ სიტყვაძუნწი და ექსპორტისადმი მკვეთრად გამოხატული ინტერესის მქონე მოქალაქე. 

 

22 აგვისტო

ღამის საშინელი ღვარცოფის შემდეგ მშვენივრად კაშკაშებს დღეს მზე. 

უშგულში მივდივართ.

ვზივარ მანქანაში და კადრი კადრს ენაცვლება. გასაკვირია, ტურლიდერმა ტურისტებს საქართველოს უდიდესი საუნჯე – მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არ დაათვალიერებინა, კოშკებთან ახლოც კი არ მისულა, არცერთ ეკლესიაში არ შესულან. 

ამასობაში, ვენახი მომკითხეს. სულ რაღაც, 3000 მეტრ სიმაღლეზე, ზღვის დონიდან. ალბათ, ქრთული ღვინის გასინჯვა უნდათ. არადა, სად გინდა, რომ აქ გაასინჯო... უშგულის კაფეში რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ღვინის ბოთლებს ჰყიდიან. 

დასანანია. ძალიან ხშირად თხოულობენ ღვინოს უშგულში, და საბოლოოდ, ლუდს მიირთმევენ. მესტიაში ნორმალური სიტუაციაა ამ მხრივ - შატო მუხრანი, თელიანი ველი, მარანი, და თუ არ ვცდები თბილვინოსაც მოვკარი თვალი. მილდიანსც გაუხსნია ღვინის მაღაზია. 

ზოგადად, თვალი რომ გადავავლოთ, დიდი მეღვინეობებიდან, ღვინის გარდა ტურისტებს განსაკუთრებით რა მოსწონთ:

შატო მუხრანი – პირველ რიგში, ისტორია, შემდეგ - აღდგენილი მარანი, ულამაზესი კარ-მიდამო, საჯინიბო და ორი ცქრიალა გიდი. 

მეღვინეობა ხარება – გვირაბები.

ბადაგონი – სადეგუსტციო ოთახი თავისი მაგიდით, ბადაგონის ქანდკება.

შუმი – მუზეუმი, ეზო და მხიარული გიდები.

შუხმან ვაინს ჯორჯია – სრულყოფილი კომპლექსი ულამაზესი ხედით, საიდანაც წამოსვლა ყველა ტურისტს ეძნელება.

ვინივერია – გემოვნებით შექმნილი პატარა, კომფორტული სამყარო.

მარანი – კომპლექსურად შეკრული მეღვინეობა.

კორპორაცია ქინძმარაული – ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მშვენივრად აწყობილი ტურისტული მომსხურება.

თბილვინო – დიდი ინდუსტრია.

ბაგრატიონი 1882 – შენობიდან დაწყებული, მასპინძლით დაამთავრებული (თავისი დიდებულებით).

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ პატარა ქვეყანაში საოჯახო მარნებიდან დიდ მეღვინეობებამდე ღვინის ტურიზმის მშვენიერი ბაზები გვაქვს, ამას დამატებული, შატოები თუ ქვევრის ოსტატები, რესტორნები თუ ღვინის ბარები და მაღაზიები, საერთო ჯამში, ყველა სახის მომხმარებელს აკმაყოფილებს. შემიძლია, ძალიან ბევრი ვწერო საოჯახო მარნებზე, რომლებიც დიდ კომპანიებს, არათუ ჩამოუვარდებიან, ხშირად უფრო მეტი სიმპატიითაც სარგებლობენ, თუმცა, ამაზე წერისთვის დრო არასოდეს მეყოფა.

მეძახიან. უნდა წავიდე.

 

23 აგვისტო

გუშინ უფლისციხეში სადილი ოჯახურ გარემოში გვქონდა. ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია აქამდეც მქონდა, მაგრამ ამ გაგანია ტურისტულ სეზონზე ჩემს ნებაზე ვერ დავსეირნობ. ჰოდა, გუშინ გეგმიურად მოვხვდი ბაქარ ზაალიშვილის ოჯახში. 

მიუხედავად საშინელი წვიმისა, მასპინძელი გარეთ დამხვდა, გზა არ აერიოსო. ძალიან არტისტულად გამოიყურებოდა თავისი ჩაცმულობით და დახვეწილი მანერებით. სტუმრებიც სათითაოდ მეკითხებოდნენ მსახიობია, მხატვარი თუ მუსიკოსიო. 

ეზოში მაყალი უკვე მზად იყო თევზის შესაწვავად. მაღლარი ვაზის ხეივანს ხეხილის ბაღი და ბოსტანი აგრძელებდა, ეზოში ჭაც იდგა. თითქოს ბერიკაცი ჩამომჯდარიყო მყუდროზე. სუფრა მეორე სართულის აივანზე იყო გაშლილი და ოჯახის წევრები ღიმილით გვემსახურებოდნენ. ჩემი სტუმრები კმაყოფილი სახეებით ილუკმებოდნენ. მალე აღარავის ახსოვდა წვიმა და სიცივე, ბედნიერები გაიშალნენ ეზოში, რომ თავისი თვალით ენახათ ბოსტანში მოწეული კიტრი თუ პამიდორი. ძლივს ჩავსხი მანქანებში, წამოსვლა აღარ უნდოდათ. მათ დევნაში ღვინო დამრჩა დასაგემოვნებელი, როგორ დამემართა, არ ვიცი. აი, ზაალიშვილებში დაბრუნების ერთი დიდი მიზეზი. 

საღამოს ვახშამი თბილისში გვქონდა, რესტორანში, ქართული ცეკვების თანხლებით. რა დიდებული სანახავია ქართული ცეკვები, უყურებ, სხვა როგორ ცეკვავს და შენც გეცეკვება, სწავლაც არ გჭირდება. თუ ერთი-ორი ჭიქა ღვინო გაქვს დალეული ხომ თამამად უერთდები მოცეკვავეებს. ცეკვას სიმღერა ცვლის, სიმღერას ცეკვა, ღვინის ჭიქებში კი საფერავი მოელის შემსმელს.  

ხვალ გოდერძის უღელტეხილით გადავივლი მაღალმთიან აჭარას და ქართული ტრადიციული სუფრით დავასრულებთ ერთკვირიან ქართულ ვოიაჟს.

© მაკა თარაშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ღვინის დღიურები. ემილი რეილსბეკი - რეჟისორი, დოკუმენტალისტი

$
0
0

Monday

August 24, 2015

I’m sitting in the middle of a pile of receipts, trying to calculate our film’s spending for the past week and a half. We spent a few days in Racha, filming Mariam Iosebidze, a new winemaker who is hoping to revitalize her family’s land. She took us to visit other producers in the area who make great wines, yet don’t bottle for sale (something unheard of in the American market).

It’s been two months living in Tbilisi, traveling like this. A day in Kakheti, a day in Guria, then Batumi, then Akhaltsikhe, and home. A whirlwind to say the least. The weather is just one of the many things that affects our plans. This week the hail in Kakheti and a broken part on the equipment used to install qvevri into the ground halted our plans. 

Despite the ups and downs of not knowing when we can film, something spontaneous always comes up. Tomorrow we film the qvevri-maker Zaliko in Imereti. I’m very excited to spend a day with him as he molds new qvevri. 

It’s an early start tomorrow, so off to finish these receipt reconciliations. 

 

Tuesday

August 25, 2015

We packed up our rental car with film gear and picked up our new friend Johnny, a film student at the University here. We drove to Imereti to meet with Zaliko, the famous qvevri-maker. It was a beautiful day. The air was clean after the rain, and the sky was clear.

We arrived at Zaliko’s ready to film. Of course we couldn’t get started until after Zaliko and his sons tried to coerce us into drinking wine and whiskey for breakfast. We were hoping to film Zaliko work clay with his hands, but their task for the day was to move 3 large qvevri from his studio space to the kiln to prepare for the fire. After an hour or two one qvevri was moved. Sometimes filming can become very mundane. We wanted to wait for something more cinematic to happen, but also didn’t want to disturb their work. We took a lunch break and returned by the time they finished the third qvevri. Zaliko then agreed to mold clay into qvevri for us. And man! What an amazing experience. His feet shuffle in a rhythm like the sound of a ticking clock. In 10 minutes he finished one small qvevri. I was blown away by the perfect symmetrical shape he creates, and it’s all done by hand. 

When you’re around Zaliko, you can sense his intuition and sensibility. He feels things. When he looks in your eye, he perceives more than most people’s gaze. It was an incredible day to spend with such a man. 

Zaliko Bojadze, qvevri-maker

 

Wednesday

August 26, 2015

After a long day of filming yesterday, I got back to our Tbilisi apartment to upload footage, took a nap for a few hours, and woke up at 3 AM to pick up our dear friends who were also our wine colleagues back in Chicago. We prepared late-night/early-morning Khinkali for them and shared delicious Georgian wines with them until 8 in the morning. It was so exciting to share new tastes with them. We started with Vincent’s sparkling wine, then Zaza Gagua’s Ojaleshi rosé, Zurab’s chkhaveri rosé, Zaza D’s Khikhvi, Kakha Berishvili’s saperavi, and Pheasant’s Tear’s chacha. 

We slept for a few hours, then took them around the town. I left my film equipment at home today. I wanted to enjoy the city without lugging around gear. It’s often a hard decision to know when to bring the camera and audio equipment with us. Sometimes moments come up and we don’t have sound equipment, and miss something important. That is always a risk with documentary. But today was a day of rest for us. Resting turned into a late night dance party at Vino Underground. A favorite spot of ours and an instantly favorite spot of our friend’s. 

 

Thursday

August 27, 2015

Today we showed our friends Kakheti. They are here to learn about wine, and we needed to get some filming done as well. We started the morning at one of my favorite saperavi-maker’s, Kakha Berishvili in Artana. The bee hives, the hippie-like commune feel to his yard, the vines, his delicious wines. It was great. 

Kakha sits and shares food and his wines from Artana

We rushed to the next appointment, since we had a late departure that morning. (Too much dancing). We stopped at Soliko’s to taste his “Our Wine” rkatsiteli. This was my first visit to Soliko ’s. From what I hear, he’s the ‘sensei’ to other natural winemakers here. He practices biodynamics, and guides other winemakers to find more natural methods when working in the vines. 

Soliko sharing a glass with us

We ended the night with John Wurdeman at Pheasant’s Tears. The restaurant was closed, but he graciously invited us for a meal cooked by him and his wife, Ketevan. We tasted through bottles and bottles of Pheasant’s Tears wines, including a vertical tasting of rkatsiteli. It was unforgettable.

We all passed out in the car ride home. 

 

Friday

August 28, 2015

Another early morning start. We hoped to visit Saguramo, but it was closed. So we continued onto Ateni to visit with Nika Vacheishvili. His wife, Diana, prepared an amazing meal. We drank his beautifully nuanced wines: chinuri, goruli mtsvane, and his khidistauri—the wine that he and Jeremy made last year for the first time. 

The view from Nika's marani

Nika's newly built marani

Ateni gives you a spirit of adventure. We decided to walk barefoot across the river to the car. I slipped on a rock while carrying the gear. It was so stupid. I should’ve passed off the gear. I got a few cuts on my feet, but immediately rushed to the other side of the river to open up the gear bags and make sure all the footage and equipment was okay. It was. 

So we made our way to Akhaltsikhe, where we met with Giorgi Natenadze who will be our host for the next two days. We settled into our guest house, then shared his wines. We visited him 3 weeks earlier, but felt we needed to come back again. Giorgi is the Indiana Jones of the wine world. 

 

Saturday 

August 29, 2015

We visited Giorgi’s ancient terraces. A place we were all excited to see. Our friends had traveled to Portugal, Germany, France, Italy, to visit vines. This land was exciting. This was ancient, without any vines on them currently. Giorgi is planning to plant native varietals to Meskheti on these terraces this fall. And we hope to be back again to visit them. 

Giorgi and Jeremy discuss the new terrace project that Giorgi plans to start this fall

We went to the Vardzia caves to film the qvevri rooms, which of course is beautiful. But Chachkari is what peaked my interest. This is the small village just below Vardzia which supplied the elite with wine and food. This village has a sadness to it; a leftover feeling of the class system which is still occurring. Just around the corner tourists are coming to Vardzia, yet Chachkari with its many wine presses and caves is quickly being destroyed. People are coming in with a tractor and cutting down their trees, offering to pay 200 lari for a huge tree. This village still has one of Giorgi’s 400 year old vines which climbs a large tree. The tractor has destroyed ancient terraces which rest here, as well as the road throughout the village. For me, this has been the hardest place to see. There are so many positive things about our travels and explorations. We see that the village life is dying, as people flee to the cities to work. This strong eco-system will soon be gone if people sell all their trees. 

It is Giorgi’s dream to revitalize this village, and make it a place that tourists would want to visit. My favorite thing about being around Giorgi is his huge ideas. He sees the troubles and hardships around him, and yet his dreams are bigger. He sees solutions to the problems. 

Giorgi Natenadze and a mini version of a pot still used for eau de vie

 

Sunday

August 30, 2015

We stayed at the Vardzia Resort Hotel in a large room that housed all five of us. We enjoyed a leisurely morning before getting on the road to see more sights of Meskheti. We filmed the ancient remnants of the castle at Saro, which dates back to the pyramids in Egypt. We then stopped for a lunch at Giorgi’s house in Akhaltsikhe. He knew we loved the famous Meskhetian dish that his mother made us last time, so he arranged for me to film his mother, wife and sister-in-law as they prepared fresh pasta by hand. 

After a great few days with Giorgi, we were back on the road. 5 hours in traffic to make it back to Tbilisi. Our friends leave in the morning. They wanted their last night to be spent at Vino Underground, so of course we obliged.  

Our American wine friends, Jeremy, myself & Giorgi Natenadze

© ემილი რეილსბეკი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ღვინის დღიურები. გიორგი სამანიშვილი - ენოლოგი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

$
0
0

ორშაბათი, 31 აგვისტო

დღეს ორშაბათია - აგვისტოს ბოლო დღე. ვარ თელავში, „რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბში და ვემზადები რთველის დაწყებისთვის. რთველის შტაბი 25 აგვისტოს გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები რთველის დაწყებამდე აკვირდებიან ყურძნის დამწიფების პროცესს და სწავლობენ მოთხოვნას ყურძენზე. ჩვენი ამოცანაა ზუსტად აღვრიცხოთ გადამუშავებული ყურძენი შემდგომი მონიტორინგის და სერტიფიცირების მიზნით. თუმცა შტაბის მუშაობას პოლიტიკური ელფერიც გაკრავს - ხალხი თვლის, რომ რთველის შტაბმა უნდა „ჩაიბაროს“ ან „ჩააბარებინოს“ ყურძენი „გლეხებს“ „ქარხნებში“...

„გლეხის ყურძენი“, „ქარხანა“, „ჩაბარება“ ანდა კიდევ „ზონის ყურძენი“ და ა. შ. ეს ის ჟარგონებია, რომლებსაც წლებია ვებრძვი მეც, და ჩემი ბევრი მეგობარიც, მაგრამ ვატყობ, რომ უკვე მე თვითონაც ხშირად ვიყენებ და ეს ძალიან არ მსიამოვნებს.

ყველაზე რთული კითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად მისვამენ - „როდის დაიწყება რთველი ოფიციალურად?“. როდის დაიწყება რთველი, ვიცი - მას შემდეგ რაც ყურძენი დამწიფდება. ოფიციალურად კი.... ალბათ იგულისხმება - ზარ-ზეიმით, რეპორტაჟებით კახეთიდან, პირდაპირი ჩართვებით, დიდ მანქანებზე დამაგრებული აკიდოებით...

დღეს, როდესაც ეს კითხვა დამისვეს, მივხვდი რა რთული იქნება რთველზე საუბარი მედიასთან.

ყოველ შემთხვევაში, ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა. მღელვარება და ნერვიულობა მატულობს, მაგრამ ვცდილობთ რთველთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია გვქონდეს დროულად და დროულად გავავრცელოთ ხალხში. 

რთველის შტაბის ძირითადი სამუშაო, ფაქტობრივად, რაიონებში სიარული და მოსახლეობისთვის რთველის კონიუქტურის კარგად ახსნაა, რაც ძალიან გვიჭირს, რადგან ბოლო დაახლოებით 10 წელია რთველი ძალიან პოლიტიკურ პროცესად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც 2006 წელს რუსეთის ბაზარი დაიკეტა ქართული ღვინისათვის. მაშინ პირველად ვიგრძენით ჭარბი ყურძნის პრობლემა. დასაწყისში ჭარბი ყურძნის პრობლემა მარნებზე თხოვნით, ხანდახან მსუბუქი ზეწოლითაც გვარდებოდა. იყო წლები, როდესაც ყურძენი არაღვინის კომპანიებმაც შეიძინეს და თანამშრომლებს დაურიგეს ხან ყურძნად და ხან ღვინოდ. იყო უფრო უსიამოვნო ფორმით ჩარევებიც. მსხვილი მევენახეების ე. წ. „ფაშისტებად“ მოხსენიებაც და ა. შ. ის, რისი გახსენებაც არ გვინდა და რასაც არამც და არამც არ გავიმეორებთ. 

ბოლო წლებში, თანდათან დაიხვეწა ყურძნის ფასის სუბსიდირების და სახელმწიფოს მიერ ჭარბი ყურძნის შესყიდვის მეთოდები. დაიხვეწა იმდენად, რომ პოლიტიკური ბრძოლოს იარაღადაც კი იქცა, რამაც გამოიწვია ბოლო წლებში ყურძნის ფასის ხელოვნური მატება, იმდენად, რომ ეს ბევრისთვის კარგ ბიზნესადაც იქნა. ყურძენი იყიდებოდა ერთნაირად მაღალ ფასად, მიუხედავად ხარისხისა. მევენახეები მიეჩვივნენ ისეთ მეთოდებს, რაც ხარისხს ძალიან აზარალებს. მაგალითად ყურძნის მორწყვა დაკრეფის წინ, რათა ყურძენი დამძიმდეს წყლის ხარჯზე (ეს დაახლოებით იგივეა, ღვინოს რომ წყალი დავასხათ).

ხელოვნურად გაზრდილი ფასის გამო გაიზარდა ღვინის ფასიც, რაც ხელს უშლის ღვინის გაყიდვებს ექსპორტზეც და განსაკუთრებით ადგილზე, საქართველოში. საქართველოში გვიჭირს ღვინოში ძვირი ფასის გადახდა. 

ამას ემატება კიდევ ერთი ნეგატიური მოვლენა. ყველა მევენახე ცდილობს ყურძენი სრულად მიჰყიდოს კერძო მარანს თუ სახელმწიფოს და სახლში ღვინოს აღარც კი წურავს. ერთი მხრივ სახელმწიფო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს რთველზე, მეორე მხრივ, დარგი, ანუ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ძალიან ზარალდება.ზედმეტი ჩარევა ბაზარზე, ყოველთვის უარყოფით შედეგებს იძლევა.

2015 წელს კი ბოლოს და ბოლოს გადაწყდა, რომ სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს თავისუფალი ბაზრის განვითარებას და ზოგადად დარგი უნდა გაძლიერდეს, თუნდა ეს არ იყოს პოლიტიკურად მომგებიანი. 

სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა :

-    ხარისხიანი ყურძენი არ დარჩეს გაუწურავი;

-    ყურძნის ფასზე მოილაპარაკონ ყურძნის გამყიდველმა და მყიდველმა. ამ შემთხვევაში კარგ ყურძენს მეტი ფასი ექნება ვიდრე ნაკლებად კარგს, და ამას ყველაზე კარგად გამყიდველი და მყიდველი დაარეგულირებენ;

-    ის მევენახეები, რომლებსაც ფასი არ დააკმაყოფილებს საკუთარ ყურძენს ბაზარში გაყიდიან ან სახლში დაწურავენ;

-    ხოლო ის მევენახეები, რომლებიც ვერც დაწურავენ და ვერ გაყიდიან ყურძენს, ჩააბარებენ სახელმწიფოს, გარკვეულ (თუმცა ყურძნის მოყვანის ფასზე მაღალ) ფასად. სახელმწიფო ამ ყურძენს იბარებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მევენახე ზარალზე არ წავიდეს, ვენახი არ გაჩეხოს და გაისად უკეთესი ყურძენი მოიწიოს.

ვთვლი, რომ წელს ძალიან არაპოპულარული, მაგრამ მევენახეობა-მეღვინეობისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღეს. საუბარში თითქოს ყველა გვეთანხმება, მაგრამ თითქმის ყველა უკმაყოფილოა. დიდი იმედი მაქვს გავუძლებთ ზეწოლას და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება რაიმე სხვა - პოპულისტური გადაწყვეტილებით. 

ჯერ ყურძენი არც დამწიფებულა.  რთველი დაახლოებით 10-15 დღეში გაჩაღდება.

კინაღამ დამავიწყდა მთავარი აღმენიშნა : წელს, 2015 წელს ძალიან კარგ მოსავალს ველოდებით არა მარტო რაოდენების მხრივ, არამედ ხარისხობრივად. აგვისტოს ბოლოს წვიმები, გრილი ღამეები და მზიანი დღეები.... ყურძენი კარგად მწიფდება და თუ მშვიდობა იქნა 2015 წლის ღვინოები გამორჩეული იქნება.

 

სამშაბათი, 1 სექტემბერი

გასულ კვირაში დედოფლისწყაროში და სიღნაღში გვქონდა შეხვედრები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მათ წარმომადგენლებთან სოფლებში (ადრე რაიონის გამგებელი და სოფლის რწმუნებული ერქვათ, ახლებურად ცოტა მიჭირს სწორად მოხსენიება :) ). დღეს გურჯაანის რაიონში შევიკრიბეთ. 

გურჯაანი მეღვინეობის კუთხით, განსაკუთრებული რაიონია. აქ ყველაზე ბევრი ყურძენი მოდის, თუმცა ყურძნის მყიდველი ყველაზე ნაკლებია. თელავსა და ყვარელში ბევრი ახალი მარანი აშენდა, ახალი ვენახები გაშენდა. გურჯაანშიც არის თანამედროვე მარნები, მაგრამ მეტია ძველებური „ქარხანა“, სადაც კარგი ღვინის დაყენება რთულია. ასეა თუ ისე, გურჯაანის რაიონში ყურძნის გაყიდვა საკმაოდ გაძნელებულია და აქ წელს ბევრ უკმაყოფილებას ველით.

სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო პროცესია. ერთი მხრივ ყველას ესმის შექმნილი მდგომარეობა. კარგად ხვდებიან, რომ ხელოვნურად მაღალი ფასი ყოველ წელს ვერ იქნება და იმასაც ხვდებიან რომ არ არის სწორი სახელმწიფო ბიუჯეტის ზედმეტი ხარჯვა. ამის მიუხედავად, ყველა მათგანი პირდაპირ, ან მინიშნებით ითხოვს, სახელმწიფომ „რამენაირად ასწიოს ყურძნის ფასი“. ყველა რწმუნებულს აქვს საკუთარი ყურძენი გასაყიდი და ამაზეც დარდობენ. თუმცა ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობენ, თანასოფლელებს როგორ აუხსნან, რომ ყურძნის ფასი შესაძლოა შარშანდელზე ნაკლები იყოს. ის, რომ ფასი შარშანდელზე დაბალი იქნება, ცალსახად ჩანს მოთხოვნისა და მიწოდების შედარებით. რამდენად მოიკლებს ფასები - პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია.  

კარგი ამბავი არ მოგიტანიათო, გვითხრეს, მაგრამ სადილზე მაინც დაგვპატიჟეს. რა თქმა უნდა ვერ წავყევით, მაგრამ გამოსვლისას „არაოფიციალურად“ ბევრი ვისაუბრეთ. ყველა ნერვიულობს, როგორ დააბინავებენ მოსავალს, რა შემოსავალს მიიღებენ. დარგის ზოგადი მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ექსპორტის კლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ზრდილობიანად გვეთანხმებიან, მაგრამ არც ეს არ სჯერათ. 

შეხვედრის შემდეგ ვესტუმრე გურჯაანის ტელევიზიას და განახლებულ სტუდიაში, პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ კარზე მომდგარი რთველის შესახებ. ძალიან სიმპატიური სტუდია და გარემო დამხვდა, სადაც ღიმილით და მეგობრულად ვისაუბრეთ კახეთისათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე - რთველზე. საღამოს, შტაბში დაბრუნებულმა ჩანაწერს ვუყურე და კმაყოფილი დავრჩი გადაცემით - ჩემი აზრით მოვახერხე ყველა საკითზე მესაუბრა და ჩემი აზრი სრულად გამოვხატე. 

საუბარი დავასრულეთ სურვილით, რომ კახეთში, კახელი მევენახე დაუბრუნდეს ქვევრს, ქვევრის ღვინის წარმოებას, რაშიც უფრო კარგ შემოსავალსაც ნახავს და ეს უძველესი ტრადიციაც შენარჩუნდება.

ღამით გურჯაანიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გადაცემამ ხალხი გააღიზიანა და უკმაყოფილოები არიანო. გულის სიღრმეში მჯერა, რომ ეს ასე არ არის.

 

პარასკევი, 4 სექტემბერი

დღეს 4 სექტემბერია. რთველი ისევ არ დაწყებულა. რამდენიმე მარანი საკუთარ ყურძენს კრეფს (კახეთში უცხოური ჯიშები გაშენდა, რომლებიც  არ არის აქაურ კლიმატს მორგებული და ადრე მწიფდება). ხალხი უკვე აქტიურად რეკავს ცხელ ხაზზე - როგორ ჩააბაროს ყურძენი, სად იბარებენ...

ამ დღეებში კახეთის ყველა რაიონში ვიყავით. ყველგან მსგავსი მდგომარეობაა, ყველა რთველის მოლოდინში ვართ. ყველაზე რთული დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ნაწილობრივ გურჯაანის რაიონებია. ერთი მხრივ ყურძნის მყიდველი არ ჩანს. ვინც მოსალაპარაკებლად ჩავიდა - ჯერჯერობით ფასზე ვერ შეთანხმდა ადგილობრივებთან.

ჩვენთან, რთველის შტაბში 40-მდე ღვინის კომპანია დარეგისტრირდა, თუმცა ჯერ ყურძენს არ ყიდულობენ, დამწიფებას ელოდებიან. ეს ყოველთვის ასეა - მევენახეები ცდილობენ რაც შეიძლება ადრე დაკრიფონ ყურძენი. მარნები პირიქით - რაც უფრო კარგად დამწიფდება ყურძენი, მით უფრო კარგი ღვინო დგება.

ღვინის კომპანიებთან საუბრისას იკვეთება, რომ მარნები იმაზე მეტ ყურძენს მიიღებენ, ვიდრე ველოდით. ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ-საიტზე ქვევრები ისევ ცარიელია (ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას რეალურ დროში ვდებთ ჯიშებისა და რაიონების მიხედვით. ამ ციფრებს გრაფიკების ნაცვლად ქვევრებით გამოვსახავთ. ქვევრში ჩასხმული ღვინის შეხედვით ყველას შეუძლია შეაფასოს რთველის მიმდინარეობა).

 

შაბათი, 5 სექტემბერი

რთველი ისევ არ „გახურებულა“. კვლავ მედიასთან და მევენახეებთან შეხვედრებზე ვართ გადართული. დღეს ახმეტის რაიონში ვიყავით. ადგილობრივებმა, ფაქტობრივად, ჩვენი სათქმელი აქეთ გვითხრეს. სუბსიდია და ხელოვნურად მაღალი ფასები რომ ხელს უშლის ღვინის ბიზნესის განვითარებას, არც კი ვკამათობდით. ის, რომ ოჯახის და ქვევრის ღვინის წარმოება უნდა წავახალისოთ - არც ამაზე. თანაც 7-8 სექტემბერს ახმეტის რაიონში, ალავერდში ქვევრის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი იხსნება. 

ახმეტის რაიონში ყურძენი ყველაზე გვიან მწიფდება, თან კარგად მწიფდება. აქაური თეთრი ყურძენი გამორჩეულად კარგია. ახმეტაში ჯერ არ ნერვიულობენ, ელოდებიან, რომ როგორც დანარჩენ კახეთში, აქაც ისევე მოხდება ყველაფერი.

ახმეტიდან მეც დამშვიდებული წამოვედი. 

ინტერნეტში ორი სტატია ვნახე რთველის თემაზე - მეღვინის, დავით თამარაშვილის სტატია, ზოგადად, რთველზეა და ძალიან მომეწონა. ამ თემებზე მსჯელობა რთველის დამთავრებისთანავე უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, დათოც ჩაერთვება. მეორე,  სალომე ზურაბიშვილის სტატია წავიკითხე facebook-ზე. ასევე ძალიან სწორად და მოკლედ შეფასებული რთველი და სახელმწიფოს როლი. მაშინვე „მოვიწონე“ შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით.

ყურძნის კრეფა დღესაც არ დაწყებულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. ჩვენს ინტერნეტ საიტზე (rtveli2015.gov.ge) ქვევრები ჯერ კიდევ ცარიელია. 

ფოტოები მოგვაწოდა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ

© გიორგი სამანიშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
 
პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ წიგნს კარლა კაპალბო 2016 წლის დასაწყისში დაასრულებს

$
0
0

ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფი, მოგზაური, ღვინისა და გასტრონომიის მწერალი, კარლა კაპალბოსაქართველოში მოგზაურობს. საქართველოში ის  პირველად 2013 წელს მოხვდა, სადაც მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ქართულმა ღვინომ, კულინარიამ და ადამიანების ყოფამ საქართველოს პროვინციულ სოფლებში. ის თვლის, რომ „ჭეშმარიტი საქართველო“ - სწორედ, აქაა და საკუთარი ფოტოობიექტივისა და თხრობის ფოკუსი ამჟამადაც სოფლის ყოფის, ადგილობრივი ბუნებრივი და სოციალური გარემოს თითოეულ დეტალზე აქვს მომართული. 

კარლა კაპალბოს დიდი ხანია, განზრახული ჰქონდა საქართველოს შესახებ წიგნის დაწერა. ჯონ ვურდემანის ძალისხმევითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება და კაპალბომ საკუთარი მესამე ვიზიტი უკვე საქართველოს შესახებ წიგნზე მუშაობას დაუთმო. 

კარლა კაპალბომ იმოგზაურა კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. მოინახულა როგორც ადგილობრივი ვენახები და მარნები, ასევე, ყველის საწარმოები; მონაწილეობა მიიღო რთველში, გაეცნო კულინარიის ადგილობრივ ოსტატებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, დააგემოვნა მათი კერძები. უახლოესი ორი კვირის მანძილზე ის ეწვევა სვანეთს, რაჭას, ქართლსა და ხევს. 5 ოქტომბერს კარლა კაპალბო საქართველოს დატოვებს. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი უსაუბრა კარლა კაპალბოს, რომელმაც „მარანის“ მკითხველს საგანგებოდ მიმართა:  „მივესალმები თქვენს მკითხველს. მესამე კვირაა, საქართველოში ვარ. თქვენს ქვეყანაში ვმოგზაურობ და ნამდვილ საქართველოს ვეძებ. ვპოულობ კიდეც - ბრწყინვალე კერძებსა და ღვინოში, საოცარ სტუმართმოყვარეობაში, მშვენიერ ბუნებაში. ამჟამად ახალ წიგნზე ვმუშაობ, საქართველოს შესახებ, რომელსაც ვფიქრობ, რომ 2016 წლის დასაწყისში დავასრულებ. აქ შეკრებილი იქნება იმ ადამიანების ამბები და ფოტოები, ვინც ამზადებენ ადგილობრივ კერძებს და აწარმოებენ ქართულ ღვინოს. ვფიქრობ, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის“.  

კარლა კაპალბო თხუთმეტამდე წიგნის ავტორია. მას მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა იტალიაში „საუკეთესო წიგნი ღვინის შესახებ“ (2009), ლუიჯი ვერონელის ჯილდო, როგორც ღვინისა და კულინარიის საუკეთესო უცხოენოვან მწერალს იტალიაში. ის არის დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოქროს მედალოსანი, ბრიტანეთის ღვინის მწერალთა გილდიის, ღვინის მწერალთა წრისა და ნელი კვების გაერთიანების - წევრი. კაპალბო საერთაშორისო გამოცემის - Cook it Raw - ერთ-ერთი დამფუძნებელია. Cook it Raw  საკუთარ მკითხველს აცნობს მსოფლიოს სხვადასხვა შეფ-მზარეულებს, უნიკალური კულტურებით და ახალი გამოცდილებებით. 

წარმოშობით იტალიელი კაპალბო სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მილანში, ნიუ-იორკსა და ბორდოში. ამჟამად ის ლონდონის მკვიდრია და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებში მოგზაურობის პარალელურად რეგულარულად წერს გავლენიანი გამოცემებისთვის - Decanter, Zester Dailly და სხვ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

 

ღვინის დღიურები. ანა გოდაბრელიძე. აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი

$
0
0

14 სექტემბერი, ორშაბათი

დღეს სწავლა დაიწყო. 

მინდა, ყველა სტუდენტს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო, განსაკუთრებით, ჩვენი - აგრარული  და თავისუფალი უნივერსიტეტების - სტუდენტებს. მიხარია და ვამაყობ, რომ წელს ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელმაც ყველა ვაკანსია შეავსო.

ძალიან სასიამოვნო სანახავია სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტი.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში რაღაც ყოველთვის ხდება, ზაფხულის პერიოდი მაინც უღიმღამო, ცარიელი მეჩვენა. საოცარი მიჩვევა იცის სტუდენტებთან ურთიერთობამ. 

დილით მეც მივიჩქაროდი ლექციაზე, ნახევარი საათით ადრე მივედი. გამახარა მათთან შეხვედრამ. მეამაყებიან. ეს პირველი ნაკადია, რაც მევენახობა-მეღვინეობის პროგრამა აღვადგინეთ, ამიტომაც ესენი განსაკუთრებით მიყვარს. მინდა, რომ კარგად გაიაზრონ მათი ახლანდელი მოვალეობა და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, ისწავლონ და იყვნენ საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები. 

მოკლედ, ზაფხულის არდადეგების შემდეგ პირველად შევხვდით ერთმანეთს და ისე მოხდა, რომ აღვნიშნეთ ეს ამბავი, ანუ - დეგუსტაცია გვქონდა. უფრო გაზრდილები მეჩვენენ; თითქოს,უფრო დასერიოზულებულებიც. დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან რთველის ჩასატარებლად და ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის მარანში ღვინის დასაყენებლად. გადავწყვიტეთ, მარანში მოტანილი აღჭურვილობა ამ კვირაში დავამონტაჟოთ. ვფიქრობთ, მომავალ კვირაში ყურძენი უკვე დასაკრეფი იქნება. 

დღეს კიდევ ერთხელ დავათვალიერე ჩვენი მარნის აღჭურვილობა. მგონი, დასაწყისისთვის ყველაფერია. მერე ნელ-ნელა შევავსებთ. ყოველ შემთხვევაში, სტუდენტებს ყველაფერი ექნებათ ღვინის დასაყენებლად. მომავალ წელს ახალ ქვევრებს ჩავყრით ქვევრის მარანში  და საშუალება ექნებათ, კახური ტრადიციული ღვინოც დააყენონ. ქვევრის მარანი ძველია, ძალიან მომწონს. ცოტა ხელის შევლება სჭირდება. კარგი, პატარა ენოთეკის გაკეთებაც შეიძლება.დეგუსტაციის ჩატარებაც რომ იქვე იყოს შესაძლებელი. მომავალ წელს აუცილებლად უნდა დავტვირთოთ ფუნქციურად.

სამმა ლექციამ როგორ ჩაიარა, ვერც გავიგე. მონატრებული ვარ ბავშვებთან ურთიერთობას. მერე ადმინისტრაციულად მოსაგვარებელ საკითხებს მივხედე. დღის ბოლოს კი თავს უფლება მივეცი, ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით მესარგებლა. 3-4 დღის წინ ვნახე, მანამდე არ მქონდა ნანახი. ვიცოდი, რომ კეთდებოდა, პროექტსაც ვიცნობდი და მომწონდა, თუმცა, ვერ მოვიცალე, რომ დასრულებული მენახა. ერთ საათზე მეტ ხანს ვარჯიში ვერ შევძელი, თუმცა, იმედი მაქვს, სისტემატური სიარულით ვარჯიშის დროს გავზრდი. 

 

15 სექტემბერი, სამშაბათი

როგორც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, დღესაც ღვინის ეროვნულ სააგენტოში დეგუსტაცია ჩავატარეთ. საკმაოდ ბევრი ღვინო იყო. მიხარია. საათნახევარში დავამთავრეთ. მინდა, დეგუსტაციაზე უკეთესი ხარისხის ღვინოები შემოდიოდეს. იმედია, მალე ეგ დროც დადგება.

დეგუსტატორების გადამზადებაზე ვმსჯელობდით. წელს, სავარაუდოდ, ამას ჩვენი ძალებით მოვახერხებთ. მომავალ წელს გვინდა, უცხოელი ექსპერტი ჩამოვიყვანოთ. კარგი იქნება - თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. წლინახევრის წინ ბორდოში გავეცანი დეგუსტატორების გადამზადების სისტემას, რომლის ფარგლებშიც ბორდოს რეგიონის 250-ზე მეტმა დეგუსტატორმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ალბათ, გარკვეულწილად ღირს მათ გამოცდილებაზეც დაფიქრება. ახალი თაობაც მოდის. სასურველია, უფრო მეტად ჩავრთოთ ისინი.

ამ დროს რთველი გაჩაღებული უნდა იყოს, მაგრამ წელს გვიან დაიწყო. სეტყვამ ძალიან დააზარალა ყვარლის რაიონი, ზოგს 100%-ით დაესეტყვა. რთულია, ამდენი შრომა, მოლოდინი...

 

16 სექტემბერი, ოთხშაბათი

დღეს 3 დეგუსტაცია-პრაქტიკა მქონდა. 2 ჯგუფი მეღვინეების მყავს, 3 - მაინორების. მეოთხეკურსელები არიან. ამ სემესტრში ვუკითხავ კურსს - „მეღვინეობის რეგიონები და დეგუსტაცია“. თითქმის, ყველა ქართული ღვინო ვიყიდეთ. უცხოურ ღვინოებზე მეფიქრება, დიდი არჩევანი არ გვაქვს საქართველოში. ზოგი ჩამოვიტანეთ. იმედია, აქაც მოვახერხებთ  ყიდვას. 300 ბოთლზე მეტი დაგვჭირდება ამ სემესტრში. კარგი პრაქტიკა გამოუვათ ბავშვებს და მონდომებულებიც არიან. 

დღეს გადავხედე პირველი და მეორეკურსელების რაოდენობას, რომლებსაც მეღვინეობა აქვთ არჩეული, დაახლოებით 80 ბავშვია თითო კურსზე, მობილობით გადმოსულებს თუ არ ჩავთვლით. ბევრია. დარგსაც არ სჭირდება ყოველ წელს ამდენი კადრი. ისევ ძალიან პოპულარული გახდა ეს პროგრამა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წელს აღვადგინეთ მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა (ფაკულტეტი), ბევრი შრომა დაგვჭირდა მე და დათოს ამისთვის. შედეგი, ასეთ მოკლე პერიოდში, ცუდი არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება მიზნის მისაღწევად. გვინდა, ისეთი ცოდნა მივცეთ ჩვენი ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, რომ საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლა არ გაუჭირდეთ. ძალიან ხშირად ხდება ასე.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი

დღეს მესამეკურსელები გადავამოწმე. მათ ამ შემოდგომაზე სასწავლო პრაქტიკა აქვთ, რაც გულისხმობს საწარმოში რთველის პერიოდში სტაჟირებას. ბევრ საწარმოს ჯერ კიდევ არ დაუწყია რთველი, ბავშვები ცოტას ნერვიულობენ, რამდენად მოვასწრებთ მთელ ციკლში მონაწილეობის მიღებასო. მახარებს მათი მონდომება. ძალიან მინდოდა ეს საწარმოო პრაქტიკა გვქონოდა, ამიტომ ჩავსვით სასწავლო პროგრამაში და გაამართლა, პირველი ნაკადი შარშან გავუშვით, საწარმოების უმეტესობა დაგვეხმარა, წაიყვანეს ჩვენი სტუდენტები დაძალიან კმაყოფილები დარჩნენ მათი ცოდნით და მონდომებით. მათი დასაქმებაც კი შემოგვთავაზეს. იმედი მაქვს, წელსაც ასეთი შედეგი გვექნება. რაც მთავარია, ამან სტუდენტების მოტივაციაზე ძალიან იმოქმედა. რთველიდან დაბრუნებულები ლექციებს აღარ აცდენდნენ და აღარ ზარმაცობდნენ. სწორედ ამიტომ მინდოდა მათი რთველში მონაწილეობა, რათა თავიანთი თვალით ენახათ და ეგრძნოთ, რა არჩევანი გააკეთეს. არ მინდა პროფესია ისე აირჩიონ, რომ არ იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ მომავალში. ღვინის დაყენებას ამ საქმის სიყვარული და კარგი ინტუიცია სჭირდება. 

გაიზენჰაიმთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დავდეთ. ორი წლის განმავლობაში ექვსი სტუდენტი წავა მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ბიზნესის პროგრამებზე სასწავლად.

კონკურსი ჩავატარეთ და წელს ორი მეოთხეკურსელი შეირჩა ღვინის ბიზნესის პროგრამისთვის. ბავშვებმა დღეს ყველა საჭირო დოკუმენტი შეავსეს, რომლებიც მეორე მხარეს გავუგზავნეთ.12 ოქტომბერს სწავლა ეწყებათ და ყველაფრის გაკეთება უნდა მოასწრონ.

დღესვე გავაგზავნე წერილი ახალი პროექტის დასაწყებად. ვფიქრობ, მომავალ წელსაც ასეთსავე ხელშეკრულებას დავდებთ მონპელიეს სუპაგროსთან და სტუდენტებს მაგისტრატურზე სასწავლებლად გავგზავნით. 

ცოტა გრძელი და დატვირთული დღე იყო. 

 

17 სექტემბერი, ხუთშაბათი

დეგუსტაცია ჩავატარეთ. არცთუ დიდი ხანია, რაც ახალ შენობაში გადმოვედით. ღვინის ეროვნული სააგენტოს დიდი ნაწილი წლის დასაწყისში გადმოვიდა, ჩვენ კი - სექტემბერში.

დეგუსტატორებს მოსწონთ ჩვენი ახალი სადეგუსტაციო დარბაზი. გარკვეული სამუშაოები დასამთავრებელია. საბოლოოდ, მართლაც, კარგი გამოვა. შევადგინე მათი გადამზადების გეგმა. სამუშაო ფურცლის ეს ვარიანტი ძველისგან განსხვავდება. უფრო დეტალურია, საკონკურსო ფურცლის ტიპის. ამ მიმართულებით მოგვიწევს დეგუსტატორებთან ერთად მუშაობა. 

საღამოს მიშამ დაგვპატიჟა. ფრანგი კოლეგა ჰყავდა სტუმრად. სასიამოვნო საღამო გამოვიდა, ბიჭებმა იმღერეს და მოილხინეს. გვიან დავბრუნდით სახლში. სანამ მანქანას ვაყენებდი ილიკომ დრო იხელთა და ბავშვი გააღვიძა, სახლში რომ შევედი ერთი იატაკზე იჯდა და მეორე პიჟამათი დარბოდა. დაიწყო ჩემი უძილო ღამე...

 

18 სექტემბერი, პარასკევი

დღეს ჯგუფი შეივსო. 28 სექტემბერს „საქართველოს ღვინის სკოლა“ ახალ ნაკადთან იწყებს დეგუსტაციის შემსწავლელ კურსს. კიდევ ერთხელ გადავხედე ლექციების ჩამონათვალს, ვფიქრობ არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, თუმცა თვითონ ლექციებში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ, მასალას გავზრდით. 

ზაფხულის ჯგუფთან გამოცდა მაქვს ჩასატარებელი, საგამოცდო კითხვები მოვამზადე. მომავალ ჯგუფთან უფრო მომთხოვნები ვიქნებით და გამოცდას პრაქტიკაშიც გავაკეთებთ. მინდა აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია ჩავრთო, კერძის და ღვინის შეხამების ლექციისთვის საუკეთესო გარემო იქნება. 

ჯგუფში საინტერესო ხალხია. გასახარია, ამდენი მსურველი რომ არის. სასურველია, ზოგადად, მომხმარებელმა ღვინის შეფასების, დაგემოვნების კულტურა გამოიმუშაოს. 

 

19 სექტემბერი, შაბათი

მიყვარს შაბათი, ოჯახში ვარ და შემიძლია ჩემი დრო ჩემებს დავუთმო. ცოტა მეცინება, ამას რომ ვწერ. ადრე ვამბობდი, არ ველოდები პარასკევს და არ მწყინს ორშაბათის დადგომა, ისე მიყვარს ჩემი საქმე-მეთქი.

ახლაც ვიმეორებ, რომ მიყვარს ჩემი საქმე და ნამდვილად გამიმართლა იმაშიც, რომ მიყვარს ის ხალხიცვისთან ერთადაც ვმუშაობ, მაგრამ სახლში მიმეჩქარება უკვე, მარიამი და ილიკო მელოდებიან. დილას ჩემი საქმეები მოვითავე, ილიკომ მარიამი წაიყვანა სასეირნოდ პლეხანოვზე. იქ გაიზარდა და სულ იქით მიუწევს გული. შუადღეზე მეც შევუერთდი და მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის ტაძარში მივედით, დღეს მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა, მიყვარს ეს ტაძარი. 

მარიამი ძალიან მოძრავია. ფეხი ახლა აიდგა, დარბის და ჩვენც დაგვარბენინებს. ადამიანის ცხოვრება გარკვეულწილად იცვლება, როცა რაღაც მატება აქვს - სახლს, მანქანას ან რაიმე საჭიროს ან მნიშვნელოვანს ყიდულობს და მითუმეტეს, როცა ახალი წევრი ემატება ოჯახს, თავისი ხასიათით, მოთხოვნებით. ასე ვართ მე და ილიკო, შეიცვალა ჩვენი  ცხოვრება, ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ დიდია ეს სიახლე და მასთან დაკავშირებული გრძნობა.

საღამოს წინანდლის ღვინის სკოლისახალი ბროშურის მონახაზი და ლექციების ჩამონათვალი გავაკეთე, კალენდარი შევადგინე. წელს მინდა, შაბათობით ჩავატაროთ წინანდალში ლექციები. შარშანდელი წელი შედეგიანი იყო. ბავშვებმა გამოცდებში მაღალი შეფასებები მიიღეს, დასწრებაც კარგი იყო. მინდა ახალსა და ძველ ნაკადებს შორის მეტი კონტაქტი იყოს, გაიცნონ ერთმანეთი, ამიტომ ვგეგმავთ ერთი დიდი დეგუსტაციის ჩატარებას. ერთად იმსჯელებენ ღვინოებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. შარშანდელი ბავშვებიდან ბევრმა ჩააბარა მეღვინეობაზე, თუმცა ეს არ არის ჩვენი სკოლის მიზანი. მთავარია, ამ დარგის ისტორია, გეოგრაფია, ღვინის მოხმარების კულტურა ისწავლონ. ღვინო მათთვის უფრო მეტი იყოს, ვიდრე თრობის საშუალება. 

წინანდლის ღვინის სკოლის მოსწავლეები

ოქტომბერში თელავის, ყვარლის, გურჯაანის რაიონების სკოლებში ჩავალთ და ბავშვებს გავაცნობთ ამ პროგრამას. ჩვენთან, ძირითადად, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დადიან, თუმცა არა მარტო ისინი, მოყვარულებიც. სკოლა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზეა. ძალიან კარგი გარემოა. ყოველწლიურად ერთ სტუდენტს, რომელიც მეღვინეობის პროგრამაზე ჩააბარებს და ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებს, მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში სტიპენდიას ვუნიშნავთ. ეს ფაქტიც, გარკვეულწილად, ზრდის მათ მოტივაციას.

დღესაც ვფიქრობდი, მიხარია რომ საგანმანათლებლო მიმართულებაში ჩავერთე. ყოველთვის ვგრძნობდი რომ მინდოდა ამ სფეროში მეცადა თავი. მარტივი არ არის, პასუხისმგებლობა დიდია, თუმცა ძალიან საინტერესო და საჭირო დარგია.

საღამოს ვახშამი მოვამზადეთ და რაგბის ვუყურეთ. დიდი სიხარული მოგვიტანა ბორჯღალოსნების გამარჯვებამ! ძალიან კარგი თამაში აჩვენეს ბიჭებმა! მოგვიანებით სამხრეთ აფრიკელების და იაპონელების თამაში იყო. იაპონელებმა სასწაული ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და შედეგიც აჩვენეს! ასეა, არასდროს  უნდა დაკარგო გამარჯვების იმედი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს!

 

20 სექტემბერი, კვირა

დილას ადრე ავდექით. ილიკოს საქმე ჰქონდა და ჩვენც გაგვიყოლა. იქიდან მარიამი ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში წავიყვანეთ, კარგად გაერთო. ისე იხალისა, ლამის ჩვენც საქანელებს მივუსხედით. მერე ჩემებს გავუარეთ. დედაჩემი და ჩემი ძმა სახლში გველოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კვირის განმავლობაში სულ იქ არის მარიამი, მაინც მის მოლოდინში იყვნენ. ჩემი ძმა ამ კვირას მივლინებაში იყო, ხაშმის საფერავს იკვლევენ. დღეს ღვინო მომცა დასაგემოვნებლად, ორშაბათს გავსინჯავ ბიჭებთან ერთად. აინტერესებს როგორი იქნება ჩვენი შეფასება. თვითონ ძალიან მოსწონს, ვნახოთ როგორი იქნება. 

მოგვიანებით მარიამი ცოტა ჭირვეულობდა, სასეირნოდ ჩავიყვანეთ მე და დედაჩემმა. კბილები ამოსდის და აწუხებს, ალბათ. მთელი ეზო აიკლო, ხმამაღლა ლაპარაკობდა, თავის ენაზე. საღამოს მე და ილიკო სავახშმოდ წავედით, მობრუნებულებს უკვე დაძინებული დაგვხვდა. დედაჩემი გავაცილეთ. 

ამ კვირამ კარგად ჩაიარა, მომავალი კვირა უფრო დატვირთული იქნება, მეოთხე კურსის სტუდენტები რთველს იწყებენ აკადემიაში!

© ანა გოდაბრელიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

p.s. ანამ, ასევე, მოგვაწოდა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის პროგრამის სტუდენტების რთველის ფოტოები საუნივერსიტეტო ვენახსა და მარანში.

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ღვინის დღიურები. გოგი დვალიშვილი. ოჯახური ღვინის მწარმოებელი ხიდისთავიდან

$
0
0

21 სექტემბერი, ორშაბათი

ახალი კვირა დაიწყო. სართვლო სამზადისი მაქვს. რთველს ქვევრებისა და საწნახელის რეცხვით ვიწყებ. დილით ღვია მოვიტანე ქვევრების გასარეცხად და შევკარი.

რა სასიამოვნო სურნელი აქვს, განსაკუთრებით რომლებსაც ნაყოფი აქვს, იმათ. 

ვენახის დასათვალიერებლად წავედი.  ვენახში მაქვს თავკვერის, ჩინურისა და გორული მწვანის ჯიშები. თავკვერი ერთსქესიანია და საჭიროებს ჯვარედინ დამტვერვას. ვაზის ყვავილობისას ვენახში ჩავიტანე ორი სკა დამტვერვის გასაუმჯობესებად. შედეგი კარგია, ვნახოთ ღვინო როგორი იქნება.  

მე მოყვარული მეღვინე ვარ. მეფუტკრის ცოდნა და გამოცდილება ღვინოსთან საერთო ენის გამონახვაშიც ძალიან მეხმარება. მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, დაკვირვება. ჩემს ჩატარებულ ექსპერიმენტებს ტურისტებს ვაცნობ. მაინტერესებს მათი აზრი. მოსწონთ. 

მეც მომწონს ჩემი საქმიანობა, როგორც ვენახში და საფუტკრეში, ისე - მარანში და მაგიდასთან ღვინის და თაფლის გასინჯვა. სასიამოვნოა ტურისტების შეფასებებიც. გართობასთან ერთად, შემოსავლის წყაროც გაჩნდა. ყურძნის გაყიდვის პრობლემა მქონდა ყოველთვის, ახლა კი ღვინოს ვუფრთხილდები,  დიდი რაოდენობით აღარ ვყიდი, ახალ  მოსავლამდე რომ მიმყვეს.

ვენახის მოვლა შრომატევადია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს,. ვადებში უნდა ჩაეტიო, რომ ხარისხიანი მოსავალი მიიღო. ვენახის მოვლისას მამის ანდერძს ვასრულებ. მთხოვა რომ მისი ნაშრომი და მისი მოვლილი ვენახი არ გამეფუჭებინა.

 

22 სექტემბერი, სამშაბათი

ვემზადები რთველისათვის. 

დღეს ღვინო ჩამოვასხი ბოთლებში. ბოლო ორი კვირაა, ტურისტების ტალღა წამოვიდა და ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გამომელია. მარანს ცარიელი ბალონები არ უხდება და მეც ნელ–ნელა ვასხამ ღვინოს ბოთლებში. ტურისტებს ქვევრის ღვინო უფრო მოსწონთ.

ჩემი მარანი

შარშან ქვევრები ახლიდან გავსანთლე და ადვილი მოსავლელი გახდა.  ფუტკარი თაფლს ასხამს სანთლისგან გაკეთებულ ფიჭაში, ხოლო მეღვინე და მექვევრე ქვევრს სანთლავს რაც ბუნებრივი და მარტივია.

ქვევრის გასანთლვის პროცესი

მაქვს უჟანგავი ფოლადის ცისტერნაც პნევმატური ხუფით და გადავწყვიტე მისი გასანთვლა. ჩავატარე ცდა. ხუფი გავაცხელე გაზქურაზე და წავუსვი სანთელი,  კარგად მიიღო. ახლა ცისტერნასაც გავსანთლავ, რათა ღვინო ლითონს არ ეხებოდეს და ისიც ბუნებრივად სანთელში შევინახო. 

ბუნებაში ასეთი რამ ხდება: როდესაც ყვავილები ნექტარს გამოყოფს დიდი რაოდენობით, ასეთი ამინდი ვაზის ჭრაქს და ნაცარს უწყობს ხელს და წამლობის ვადა უნდა შემცირდეს 5-7 დღის ინტერვალით. ხოლო როდესაც უღალო წელიწადია, იმ წლის მოსავლით საუკეთესო ღვინო დგება.

 

23 სექტემბერი, ოთხშაბათი 

დღეს თაფლის არაყი გამოვხადე. ტურისტებს მოსწონთ, ესეთი რამე ცხოვრებაში არ დაგვილევიაო. 

შუადღისას ისრაელიდან მოვიდნენ სტუმრები, ექიმები იყვნენ. ფუტკრის რძე გავასინჯე. მითხრეს, ფუტკრის რძეზე დამზადებულ პრეპარატებს ვიყენებთ, მაგრამ ფუტკრის რძე არასდროს გაგვისინჯავსო. 

საინტერესო და ხალისიანი  დეგუსტაცია გვქონდა. ერთმანეთს დიდი ხნის მეგობრებივით დავცილდით. 

 

24 სექტემბერი, ხუთშაბათი

ვენახს ვამზადებ სართვლოდ. მიჯნები და გზა გავასუფთავე, სასიარულოდ რომ ადვილი იყოს. ვენახში რამდენიმე დიდი ხნის ხე იდგა და მოვჭერი. ახლა თვალი კაკალს დავადგი, ვენახს ჩრდილავს.  ნამყენები გამოვიყვანე,  გაზაფხულზე მინდა დავრგო და ვენახი გავაფართოო. ორი წლის წინ თავკვერის წიპწა დავთესე. რამდენიმე ძირს კარგი ნაზარდი აქვს. ველოდები, რომ მოისხამს, რა გამოვა. ვნახოთ. თავკვერი ერთსქესიანია და სხვა მცენარეებისგან დამტვერვას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, მისი წიპწა ბუნებრივად არის სელექციისათვის საყურადღებო. თანაც, წიპწიდან გამოსული ვაზის ფესვი ბუნებრივია და ძლიერი. 

ჩიტის ბუდე თავკვერის ვაზზე

შუადღისას ტურისტები მესტუმრნენ სამხრეთ აფრიკიდან და ლატვიიდან. ლატვიელი ქალბატონი თარჯიმნობას სწევდა. ექსპერიმენტული ღვინო გავასინჯე. მოეწონათ. მე მგონი ექსპერიმენტი გამოვიდა. ღვინოში სხვადასხვა დოზით გავურიე თაფლი და დავხუფე, ერთი თვის მერე მივიღე ცქრიალა ღვინო მშრალი და ნახევრად ტკბილი. საინტერესო ცდაა, კიდევ ვაგრძელებ. 

ჩემი მარნის სტუმრები სამხრეთ აფრიკიდან და ლატვიიდან

როგორც წესი, ჩემს სტუმრებს მათთვის უჩვეულო გარემო მოსწონთ - მარანი და ღვინით სავსე ბალონები, ძველი ღვინის ბოთლები, კედელზე ნახატები და ბარელიეფები. ბევრს არ სჯერა, როგორ ვახერხებ ქვევრში ღვინის ჩასხმას. შემდეგ ნახულობენ მარანში გამოკრულ ფოტოებს და იჯერებენ. მოსწონთ ოჯახის ყველი, წალამზე შემწვარი მწვადი. ვცდილობ, ყველაფერი ნატურალური შევთავაზო, მაქვს 5 სახეობის ღვინო.  3 - ქვევრში დაყენებული და 2 - ევროპულად. განსაკუთრებით მოსწონთ ჭაჭაზე დაყენებული თავკვერი. 

ჩემი მარანი

პირველად სტუმრები „ღვინის გზის“ ნიშნულის დაყენებიდან სამი თვის მერე მოვიდნენ. ესტონეთიდან იყვნენ. მივიღე, როგორც ჩემი მეგობრები და ახლობლები. საინტერესო დეგუსტაცია და საუბარი გვქონდა. კმაყოფილები წავიდნენ. შემდეგ მოსვლაზე გიდმა მითხრა, მთელი საქართველო შემოვატარე და აეროპორტში რომ ვაცილებდი მაშინაც შენზე მელაპარეკებოდნენო.

 

25 სექტემბერი, პარასკევი

დღეს დილით ღვინის ბოთლებს ეტიკეტები და ჩაჩი გავუკეთე. თაროებზე დავალაგე, სტუმრები ყოველთვის შუადღის მერე მსტუმრობენ და ვცდილობ, სახლში ვიყო ამ დროს.

საღამოს ორი იაპონელი ქალბატონი მესტუმრა გიდთან ერთად. მარანში შემოსული სტუმრების ,,ვაუ’’ ძალიან მსიამოვნებს. ბევრჯერ უთქვამთ, ასეთი რამ ვერც წარმოგვიდგენიაო. ამ საქმეში ჩემი და ჩემი მამა–პაპის დამსახურებასთან ერთად, ღვინის კლუბის დიდი წვლილიცაა შეტანილი.

იაპონელ სტუმრებთან ერთად

ტურისტები ბევრად ადრეც მსტუმრობდნენ ფუტკრის პროდუქტების შესაძენად. პირველად ტაივანიდან იყვნენ, დიდი ჯგუფი იყო. ჯერ ორი კაცი მოვიდა დინდგელის საყიდლად. საფუტკრე ვაჩვენე და თაფლი გავასინჯე, ერთი მათგანი წავიდა და მთელი ჯგუფი მოიყვანა. მარნის კარები რომ გავაღე, მთელი ჯგუფი მარანში როგორ არმოჩნდა, ვერც კი მივხვდი. გაოცდნენ ქვევრებით და შინ დაწურული ღვინის რაოდენობით. 

მას მერე სტუმრები უცხოეთიდან არ გამოლეულან ჩემს მარანში. კაცი სწავლას, შრომას და გარჯას თუ არ დაიზარებს, ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოუვა. გული არაფერზე არ უნდა გაიტეხო.

 

26 სექტემბერი, შაბათი

დილით მე და თენგომ ვენახში ვიმუშავეთ. შუაღით ვაზებში ცხელა და მუშაობა ძნელია. ყურძნის დასამწიფებლად კარგი ამინდებია. კარგი ყურძენია, ნელ–ნელა ბიოს ვუახლოვდებით, მერმის, ალბათ, მარტო ბორდოს და გოგირდს გამოვიყენებთ. 

დღის მეორე ნახევარში სამი ტურისტი გვესტუმრა ტაქსით. მეღვინეობის მოყვარულები იყვნენ. ღვინოსთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა ჰქონდათ. თაფლის არაყი აოცებთ. ესეთი რამ არ დაგვილევიაო. იდეა მომივიდა - თაფლის არაყის ბრენდი დავაყენო, 50-70 ლიტრი მაინც.

მე და ჩემი სტუმრები

ტურისტებთან ურთიერთობამ კარგი გამოცდილება მომცა. ჩემს სტუმრებს, ქართულ სამზარეულოსთან და სასმელებთან ერთად, განსაკუთრებით ხიბლავთ ტრადიციები. ერთხელ ერთმა ჰოლანდიელმა ახალგაზრდა კაცმა ცრემლები ჩამოყარა, მე პაპაჩემის სახელიც კი არ ვიცი და ტრადიციების რაღა მეცოდინებაო. რომ დავბრუნდები ჰოლანდიაში, ყველაფერი უნდა მოვიძიოო.

 

27 სექტემბერი, კვირა

დილით ვენახს ვასუფთავებთ მე და თენგო (თენგო ჩემი შვილია). ახალ გეგმებს ვსახავთ ვენახის გაფართოებისათვის.  ზედმეტად დაბერებული ხეხილის ადგილას ვაზის გაშენება გვინდა. ნამყენი უკვე გამოვიყვანეთ, თუ არ გვეყოფა, წიდნებს გავაკეთებთ გამართული ვაზიდან. 

თენგომ ნახევარი ჰექტარი ვენახი გააშენა, ბიო ღვინის დაყენება აქვს გადაწყვეტილი. მეღვინეობასაც სწავლობს ნელ–ნელა. ამბობს გენებით მეღვინე ვარო. ვნახოთ, რა ღვინოს დააყენებს. ქართლის საუკეთესო ჯიშები გააშენა: თავკვერი, ბუდეშური, გორული მწვანე და ჩინური.

გორული მწვანე

მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ, რაც ძალიან კარგია. ზოგი ვაზს აშენებს, ზოგიც მეღვინეობით დაინტერესდა. ჩემთან მოდიან და რჩევებს მთხოვენ. წიგნებს ვაძლევ, რომ ისწავლონ და თვითონ გადაწყვიტონ, რა როგორ გააკეთონ.

მეღვინეობის სწავლას დიდი დრო და მოთმინება შევწირე. დღემდე ვსწავლობ. ვნახოთ, მომავალში რა გამომივა. მთელი ძალით გამიტაცა ამ ხელობამ. 

© გოგი დვალიშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

გოგი დვალიშვილის მარანი facebook-ზე.

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ღვინის დღიურები. მალხაზ ჯაყელი. მეღვინე, „ჯაყელების ორგანული ვენახისა და ღვინოების“ დამფუძნებელი

$
0
0

ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2015

ზუსტად ერთი კვირის წინ, 1 სექტემბერს ჩამოვედი ნიუ იორკში, ჩემს ცოლ-შვილთან. ალა უკვე 5 წელია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს, მახო ორწელიწადნახევარია. ადრე დილიდან გაიკრიფენ სამსახურებში. მართლაც ბევრს მუშაობენ. 

ალა შეფია და ახალ მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მუშაობს მზარეულად, რესტორანში, 102-ე სართულზე. მახო ჯერ 22 წლისაა, მაგრამ უკვე საკმაოდ წარმატებული პროგრამისტია, ვებ დეველოპერი, კარგი პერსპექტივით. მეხუთე ავენიუსა და 42-ე ქუჩის გადაკვეთაზეა მისი ოფისი, ბრაიანტ პარკთან, ულამაზეს ადგილას.   

გვიჭირდა უერთმანეთოდ, მაგრამ მე ჩემს საყვარელ საქმეს ვერ ვეშვებოდი, მთელი სული და გული მქონდა ჩაქსოვილი. არ მინდოდა ამ საქმის მიტოვება. ვიზას რომ ვიღებდი შარშან დეკემბერში, ერთი თვით სტუმრად ვიყავი ჩემებთან ნიუ-იორკში, ამერიკის საელჩოში კონსულმა სამჯერ მკითხა დარჩენას არ აპირებო. არა, არ ვაპირებ, საყვარელი საქმე მაქვს და თან შემოსავალიც მყოფნის ასე თუ ისე საცხოვრებლად და არ ვაპირებ დარჩენას-მეთქი. გაკვირვებული მიყურებდა - რამდენი წელია საქართველოში ვარ და ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონიაო. 

პირიქით, ალამ და მე მოვილაპარაკეთ, რომ ერთი-ორი წელი კიდევ გავძლებდით ასე, სანამ ალა ამერიკის მოქალაქეობას მიიღებდა და მერე საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. მისი დახმარებით უკვე შემეძლო, ღვინის ტურიზმზე მეფიქრა, რაზეც აქამდე უარს ვამბობდი შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობისა და საჭირო კადრების ნაკლებობის გამო. ჩვენ ხომ საკუთარი მარანიც კი არ გვქონდა, ვქირაობდით. 

ერთი იტალიელი უფროსი მეგობარი მყავს, კლაუდიო ბერლინჯიერი. თითქმის, ერთ დროს დავიწყეთ ვენახი. მან და მისმა მეუღლემ, ხარისხით ენოლოგიაში და განათლებით მევენახეობაში, ტოსკანაში გააშენეს 6 ჰექტარი. ძალიან უკვირდა, რა ფასში ვყიდდით ჩვენს ღვინოს ექსპორტზე. შემოდგომაზე იყო ჩამოსული და მთხოვა ვენახში და მარანში წაყვანა. დამუნჯდა. საღამოს ბექა გოჩიაშვილის და სტენლი კლარკის კონცერტზე წავიყვანეთ ფილარმონიაში. გმირი ხარო, კონცერტის მერე გამომიცხადა. ამ საქმისათვის საჭირო საშუალებების სიმმწირეს გულისხმობდა. 

უკვე ერთი კვირაა, ამერიკაში ვარ. ფიზიკურად ვარ აქ, თორემ ფიქრით და გონებით ისევ საქართველოში ვარ. ბევრს ვფიქრობ. ვფიქრობ რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ მე და ზაზამ, ჩემმა ძმამ და პარტნიორმა, მაგრამ გამოგვრჩა და სულელური, უაზრო შეცდომა დავუშვით, რომ ხაშმში, ჩვენი გაშენებული ვენახი დროზე არ გადავიფორმეთ. იქაურ, ჩვენ ყოფილ პარტნიორზე გვქონდა ფიქტიურად გაფორმებული, რომელმაც 2011 წლის ბოლოს დაგვტოვა და „დიიიდი ფულის“ საშოვნელად მოემზადა. ვერ იშოვა. სულმოკლე და სულელი ადამიანი აღმოჩნდა,  თან ბოროტი. 

მანამდე კი 2012 წლის ოქტომბერში მოვინდომეთ გადაფორმება და აღმოვაჩინეთ, რომ სადღა გვაქვს ვენახი. 2012 წლის აპრილში ეკონომიკის სამინისტროს წაუღია, მერე მიშას პირდაპირი მიყიდვის წესით ჩვენი მეზობელი კომპანიისათვის მიუცია და მაისში კიდე საჯარო რეესტრს, რომელმაც 2006 წელს გაგვიფორმა მიწა, ამ მეზობლისთვის გადაუფორმებია.

სამი წელი ვიბრძოლეთ სასამართლოში, უამრავი დრო, ენერგია და ფული დავხარჯეთ და საქმე მოვიგეთ, მერე აპელაცია და ამ დროს გამოგვიცხადა ჩვენმა ყოფილმა პარტნიორმა, მე არსად არ წავსულვარ ისევ აქა ვარო. სხვაგან არ გამოუვიდა, „დიიიიდი ფული“ ვერ იშოვა და ჩვენზე მოინდომა გამდიდრება. საერთოდ შეუმდგარ, ხელმოცარულ ადამიანზე საშიში მგონი არაფერია. ვერანაირად ამ გარეწარს ვერ შევაგნებინეთ (ალბათ არც აინტერესებდა), რომ არ იყო მართალი. ვერ მოვილაპარაკეთ. შანტაჟს შანტაჟზე გვიწყობდა. მარანიც მისგან გვქონდა ნაქირავები. ჩაგვიკეტა. პოლიციით და ადვოკატებით ჩამოვასხით ბოთლებში და გამოვიტანეთ შარშანდელი ღვინო და ჩვენი ინვენტარი. ამ ამბებმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. 

ჯაყელების ხაშმის ვენახი

შარშან ოცნება ავისრულეთ და ცქრიალა ღვინო დავაყენეთ. ყურძენი ატენში ვიყიდეთ, 600 კილო ჩინური და 400 კილო გორული მწვანე. უმაგრესი გამოვიდა. ივლისში 2013 წლის ღვინოს ვასხამდით ბოთლებში, იაპონიისათვის. ამავე დროს მოვინდომეთ ცქრიალას ჩალაგება თავდაყირა, დეგორჟაჟისათვის, სპეციალურად წინასწარ მომზადებულ თაროებზე. არ ვიცი რა და როგორ მოხდა, მაგრამ ერთი ბოთლი გასკდა და დეტონაციამ, რაც კი ჩალაგებული იყო თაროებზე, 200 ბოთლამდე, ერთიანად დახეთქა. საშინელი, გამაყრუებელი აფეთქება იყო და ერთ წამში დამთავრდა ჩვენი ცქრიალა. გადავრჩით და სერიოზულად არავინ დაზიანებულა. მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა გავცლოდი, წავსულიყავი, თორემ შეიძლებოდა ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ასე აღმოვჩნდი თვენახევარში ამერიკაში, ჩემებთან.

ამ მოგონებების წერაში, საღამოც მოახლოვდა. ჯერ ალას გავუვლი და მერე ერთად მახოს მივაკითხავთ თავისივე მანქანით. ვიხსენებ ამერიკაში მანქანის ტარებას. ერთი თვე მაქვს უფლება ჩვენი მართვის მოწმობით ვიარო, მერე კი გამოცდები უნდა ჩავაბარო და აქაური მოწმობა ავიღო.

ისევ ერთად ვართ, მაგრამ ამერიკაში.

მალხაზ ჯაყელი თავის ოჯახთან (მეუღლესთან და შვილთან) ერთად

 

სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2015

ჩემები ისევ ადრინად გაქრნენ სამსახურებში. ხვალ ჩემი საბუთები შეგვაქვს გრინ კარდის მისაღებად. ამის მერე ჩემი სტატუსი იცვლება და სანამ პასუხს არ მივიღებ, ქვეყნიდან გასვლა მეკრძალება. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, ერთი წლის მანძილზე ვერ შევძლო საქართველოში ჩამოსვლა. 

წამოსვლის წინა დღეს ჩემს ძმას შევხვდი საჯარო რეესტრთან და კომპანიის ჩემი ნახევარი გადავუფორმე. დავჯექით და კიდევ რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. ძნელია, 14 წლის ერთად ყოფნისა და მუშაობის შემდეგ ყველაფრის გაყოფა, მაგრამ რას იზამ ასე გამოვიდა და დარწმუნებული ვარ ეს ჩემთვის ამჯერად საუკეთესო გამოსავალი იყო. ზაზა ცდილობს, ხაშმის ვენახი არ დაკარგოს და ჯაყელების ბრენდი შეინარჩუნოს. ბიჭებსაც ვთხოვე დაეხმარონ, რითიც კი შეძლებენ. მე არ მინდა ბოლომდე მოვწყდე ყველაფერს და გურიაში, ჩემ სოფელში, შრომაში, სამი წლის წინ დაწყებული საცდელი მაღლარი ვენახი დავიტოვე. ჩხავერი და საკმიელა მაქვს 4 მეტრიან ბოძებზე გაშენებული. ვენახს აბსოლუტურად ორგანული მეთოდებით ვუვლით. ამერიკიდან ვეცდები მოვლას და განვითარებას,  მერე ვნახოთ. 

ნიუ-იორკსა და თბილისს შორის 8 საათია სხვაობა. ასე რომ, დილის საათები საუკეთესო დროა საქართველოსთან კავშირისთვის. წამოსვლამდე ვიყავი გურიაში, დავგეგმეთ, თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა უახლოეს მომავალში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მოვახერხეთ, ავთოსთან დაკავშირების გზა მოვნახე. მის გოგონას აქვს ანდროიდი და მესენჯერით და ფეისბუკით შევძლებ კავშირი ვიქონიო მათთან. ვესტერნ იუნიონით კი შემეძლება ფულის მიწოდება. რა ვქნა, მიყვარს ახალი ტექნოლოგიები, რომელმაც გურიაშიც შეაღწია და საშუალებას მაძლევს აქედან ვმართო პროცესები. 

ავთო ჩემი მეზობელია და ამ რამდენიმე წლის წინ რომ ვნახე, თუ როგორ უვლის და უყვარს ვაზი, მაშინ გადავწყვიტე ჩემი წინაპრების მამულში ვენახის გაშენება. თავიდან კი ცოტა ნერვები მომეშალა, კახეთში რას გარბოდი, აგერ ეზო გაქვს, სახლი გაქვს მეთქი, მაგრამ გურიიდან ვენახსა და ღვინოზე ვერც კი ვიფიქრებდი. ზურა თოფურიძის ჩხავერი და ანდრო ვარშალომიძის საკმიელა რომ გავსინჯე ახალი ღვინის ფესტივალზე, მერე ჩამივარდა გულში იქ ვაზის გაშენება. ხოლო როდესაც ავთოს დამოკიდებულება ვნახე ვაზისადმი, მაშინ ვიფიქრე რომ ცდა შეიძლებოდა. თუმცა კი მაინც დიდი გზა გვაქვს გასავლელი ერთად, რაღაც-რაღაცებზე ნელ-ნელა ვაღწევთ შეთანხმებას. და ახლა უკვე ამერიკიდან ფბ-სა და მესენჯერის საშუალებით გვაქვს კონტაქტი. დღესაც ვილაპარაკეთ, წალენჯიხაში, რამოდენიმე წლის წინ, 20 ტონა დოლომიტის ქვიშა შეგვიძინა ელკანამ საჩუქრად და უნდა ჩამოვიტანოთ. გიორგი ბარისაშვილმა მირჩია და ხაშმში ვაპირებდი შეტანას, მაგრამ ჩემმა გეოლოგმა მეგობარმა, გიორგი ღუღუნიშვილმა მირჩია, მისწრება იქნება გურიის მჟავე ნიადაგებისთვისო. დოლომიტი ამდიდრებს ნიადაგს მინერალებით და ამავე დროს ნელა იხსნება და ასე ვთქვათ რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობს, როგორც ორგანული სასუქი. დრო დამოკიდებულია ფრაქციის ზომაზე. მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებულია, ტრანსპორტიც შევიგულეთ და რამდენიმე დღეში ჩამოიტანს ავთო. ძალიან მიხარია.

წელს 16 ტონის ქვევრები შევუკვეთე იმერეთში, ტყემლოვანაში. ჩვენ აქამდე ქვევრში ღვინოს არ ვაყენებდით და წელს გვინდოდა, პირველად გვეცადა. არ გამოვიდა. ამასაც შუაზე ვიყოფთ მე და ზაზა. ნახევარი ქვევრებად მოინათლება და ალბათ ხაშმში წავა ნახევარი კი ჭურებად დარჩება და გურიაში გაემგზავრება.

ისევ ჯერსი სიტი... ვხვდები ჩემებს და საღამოს ისევ ერთად ვატარებთ. მოგვენატრა ერთმანეთი. ჩვენთან ახლოს ლამაზი პარკია და მე და ალა სასეირნოდ გავდივართ, ჩვენს ძაღლთან, ცხრაწლინახევრის მუსასთან ერთად. მე და მუსკა ერთად ჩავედით ამერიკაში, ერთად ვიმგზავრეთ, მაგრამ სხვადასხვა სალონებში ვიყავით. საბრალო საბარგო განყოფილებაში იყო გალიაში თითქმის 22 საათი და ძლიერი სტრესი გადაიტანა. ჩემი ხმა რომ გაიგონა და დამინახა, თითქოს, ხელმეორედ დაიბადაო. ნელ-ნელა მოდის აზრზე და ეჩვევა გარემოს. პარკი სავსეა ციყვებით, ზაზუნებით, მაჩვებით, ენოტებით და გარეული ფრინველებით. მუსკაც ძალიან ერთობა მიუხედავად იმისა, რომ ღვედით დაგვყავს. 

პარკები, უნივერსიტეტები და  გადაადგილების უნარშეზღუდულ ადამიანებისადმი  დამოკიდებულება არის ის, რაც ძალიან მომწონს ამერიკაში. მათ ყველა პირობა აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის. ტროტუარებიც ისეა მოწყობილი, რომ თავისუფლად შეიძლება ეტლით გადაადგილება დამოუკიდებლად. მთელი რიტუალია, როცა ადამიანია ეტლით გაჩერებაზე. როგორც წესი მარტო. ავტობუსში არავინ არ ადის, ელოდებიან. მძღოლი ჩამოდის, სპეციალურ ასასვლელს ხსნის და აჰყავს ეტლით ავტობუსში და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე ამაგრებს ეტლს. მხოლოდ ამის შემდეგ ადიან დანარჩენები ავტობუსში. ასე „წვალებით“ ამოყვანილი ადამიანი ორი გაჩერების შემდეგ ჩამოდის, ისევ მძღოლის დახმარებით და ჩვეულებრივად განაგრძობს თავის გზას და, ალბათ, არანაირად არ გრძნობს თავს „ინვალიდად“. 

მიყვარს ამერიკა. ბევრი კარგი რამეა ამ ქვეყანაში.

 

ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2015

დილით ფოსტაში მივდივართ და ჩემს საბუთებს ვაგზავნით საემიგრაციო სამსახურში. ალა ორ თავისუფალ დღეს იღებს სამსახურიდან და პლაჟზე მივდივართ. ირგვლივ სულ წყალია, მაგრამ პლაჟამდე ერთ საათზე მეტს ვუნდებით მანქანით. ატლანტის ოკეანე. დიდი ტალღებია საკმაოდ. ცურვა შეუძლებელია და ზოგიერთ გაბედულსაც არ უშვებს მაშველი ღრმად. ორი საათი ვიჭყუმპალავეთ და წამოვედით. მანქანის სადგომიც ორი საათით გვქონდა აღებული.

მოგვშივდა და აპსტეიტ ნიუ იორკში წავედით - ირვინგტონში. რესტორან Half Moon-ში დავსხედით ჰადსონის სანაპიროზე. მზე იწყებს ჩასვლას. ულამაზესი ხედია.

 

მახოს გამოვუარეთ და სახლში დავბრუნდით.

ინტერნეტს თვალი შევავლე. $1=2.3790 ლარი?! რა უბედურებაა. რატომღაც ჩვენ მთავრობას ჰგონია, რომ ეკონომიკის კანონები ვიღაცის მოგონილია ვიღაცისთვის და საქართველოზე არ ვრცელდება. დაახლოებით, 40%-ით დაეცა ლარი რამდენიმე თვეში და ბოლო არ უჩანს. გამოდის, რომ ღვინის ექსპორტი გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ქართული ღვინო პირველ რიგში საქართველოში უნდა იყიდებოდეს და მერე - სხვაგან. აქ ამ ღვინოებს სხვა გემო აქვთ, ბევრად უკეთესი.

დიდი ამბავია ატეხილი ყურძნის ჩაბარება-არჩაბარების გარშემო. კახელი გლეხები უკმაყოფილოები არიან ყურძნის ფასით. სანამ ეს სიტყვა - „ჩაბარება“ - იარსებებს, მანამ კიდევ საბჭოთა კავშირში ვართ და არაფერი გვაქვს საერთო თავისუფალ ეკონომიკასთან. გარდა იმისა, რომ უამრავი ჩვენი ფული ნიავდება უაზროდ და უშედეგოდ, ასეთი მიდგომა ძალიან ცუდად მოქმედებს გლეხების მენტალიტეტზე და ვერ გამოვდივართ იმ ბნელი საბჭოთა წარსულიდან, რომ ჩვენზე უნდა იფიქროს და იზრუნოს სახელმწიფომ. თან კიდევ ერთი რამეა ცუდი, მართალია კახეთის როლს და მოწინავეობას არავინ აკნინებს ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში, მაგრამ რა დააშავეს სხვებმა? იმერლებმა, გურულებმა, რაჭველებმა, ქართლელებმა და ა. შ. თუ იქ ვენახს არ უვლიან და ღვინოს არ აყენებენ? თუ იქ სეტყვა არ მოდის? 

სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს ჩვენ - ჩვენი. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, იზრუნოს ინფრასტრუქტურაზე (გზები, წყალი, ინტერნეტი  და ა. შ.), საზოგადოებრივ წესრიგზე, მასზე რომ ქურდობა და ყაჩაღობა არ იყოს. არავისთვისაა უცხო რთველის პერიოდში ყურძნის ქურდობა. ასევე, სახელმწიფოს საზრუნავია განათლება ამ სფეროში (როგორც მევენახე-მეღვინეების, ასევე მომხმარებლის). სახელმწიფომ ეფექტურად უნდა დაგეგმოს და გამოიყენოს სახსრები ქართული ღვინის მარკეტინგისა და პრომოუშენისათვის (გამოფენებში მონაწილეობა და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე). მაგალითად ამერიკაში ძალიან შეუწყო ხელი ღვინის გაყიდვებს კამპანიამ ღვინის მოხმარების სარგებლობაზე ჯანმრთელობისათვის. დიახ, რა თქმა უნდა ზომიერ მოხმარებაზეა საუბარი და არა ყანწებით სმაზე. მხოლოდ ღვინის დღეების მოწყობა მოვალეობის მოხდის მიზნით, რასაც საბჭოთა ელფერი დასდევს, არანაირად არ არის საკმარისი. ასევე სახელმწიფო მკაცრად უნდა ებრძოლოს ფალსიფიკაციას. ხელი შეუწყოს კოოპერატივების შექმნას. წაახალისოს ორგანული, ბიო მეთოდებით ვენახის მოვლა და ჯანმრთელი ღვინის დაყენება და არა სისტემური პრეპარატებითა და ქიმიური სასუქებით. მაგალითად კარგი იქნებოდა ღვინის სახლებისა მოწყობა, სადაც მევენახეები და მეღვინეები (ისე, ჯობია ეს ორი დარგი გაერთიანდეს, როგორც მაგალითად საფრანგეთშია და მათ „ვინერონები“ ჰქვიათ) მოაწყობოდნენ დეგუსტაციებს, მოიტანდნენ თავიანთ  ღვინოებს, შეაჯიბრებდნენ, ერთმანეთს აზრს გაუზიარებდნენ და სოფლის დონეზე ღვინის პატარა დღესასწაულები მოეწყობოდა.  მიფიქრია თუ რაოდენ კარგი იქნებოდა, მაგალითად, ხაშმში, რომ ასეთი ღვინის სახლი იყოს. სამუშაო ბევრია, მაგრამ შედეგს ნამდვილად გამოიღებს. სახელმწიფოს ვალია, აუხსნას მევენაახებს აგროდაზღვევის აუცილებლობა და დაეხმაროს მათ ამ მიმართულებით. ასევე, დაეხმაროს მათ იაფი და გრძელვადიანი კრედიტებით და წაახალისოს აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად კეთდება, მაგრამ თუ იმ უზარმაზარ თანხებსაც აქეთ მივმართავდით და არ გავფლანგავდით უაზრო სუბსიდიებში, გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებდით და უფრო სწრაფად. მათ კი ვინც ცდილობს ეს ეროვნული საქმე პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენოს და ვენახის აჭრით იმუქრება, არაფერი ესაქმება ვაზთან და ღვინოსთან და მისი დაყენებული ღვინო ჯანმრთელობისათვის საშიშია.

ამისათვის, ჩვენის ფიქრით, მარტო ორი რამ არის საჭირო: 

1) აზრი და საგანი ჩვენებურის ღვინის კეთებისა არასგზით არ შეიცვალოს, ესე იგი ბუნებურის ღვინის კეთებას არავითარი სიყალბე არ შეეპაროს, და რადგანაც ამ აზრისა და საგნის განსახორციელებლად ბევრი კარგი სხვადასხვა ღონე და სახსარია ჩვენში თუ გარედ, ამ ღონისა და სახსრის ცოდნისა და დახმარებისათვის სამი სკოლა მაინც გაიმართოს: ერთი კახეთში, მეორე ქართლში და მესამე იმერეთში; 

2) კანონად დაიდვას, რომ თუ ღვინოში გარდა ყურძნის წვენისა რაიმეა გარეული, ან გასაბევრებლად, ან დასაწმენდად, ან გასამაგრებლად, ან საფერავად, ან გასამძლეოდ, ღვინის გამსყიდავი მედუქნე მოვალე იყოს ღვინის ჭურჭელზედ, - ბოთლი იქნება, თუ ბოჭკა, - დააწეროს, რომ ეს ღვინო ამა და ამ ნაწევარით შეზავებულიაო. ეს კანონი გერმანიაში მოქმედობს და რუსეთშიაც მიღებული რომ იყოს, დიდს შემწეობას მისცემს ჩვენებურს ღვინოსა...

ილია ჭავჭავაძე

 

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2015

დღეს ცოტა გასეირნება გადავწყვიტეთ და ამერიკის უძველეს მარანს ვესტუმრეთ. ჩვენგან 70 მილის (დახლოებით 100 კმ) დაშორებითაა, ნიუ იორკიდან ჩრდილოეთით. ფრანგმა ემიგრანტმა ჟან ჟაკმა იყიდა მიწები ჰადსონის ხეობაში და დაიწყო ვაზის მოშენება. 1839 წელს სოფელ ვაშინგტოვილში მან გათხარა მიწისქვეშა მარანი და თავისი პირველი ღვინოც დააყენა. ეს ითვლება ამ მარნის დაარსების თარიღად. 60 წელი ვაშინგტოვილის მარანი მუსიე ჟაკის ოჯახის მფლობელობაში რჩებოდა. პირველ მიწისქვეშა საცავს კიდევ რამდენიმე შეემატა და ეს საცავები ყველაზე დიდი და ძველია მთელ ამერიკაში. 

შემდეგ ეს მარანი ნიუ-იორკელი ღვინის ვაჭრების, ემერსონების ხელში გადავიდა, რომლებიც თავის დროზე ღვინოს ყიდულობდნენ ჟაკებისგან. მათ მარანს სახელი შეუცვალეს და საძმო მარანი (Brotherhood Winery) დაარქვეს. ამის შემდეგ ამ მარანმა კიდევ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, მაგრამ სახელი შეინარჩუნა. 1921 წელს მშრალი კანონის (Prohibition) შემოღების შემდეგ მარანი ემერსონებისგან ლუის ფერელმა შეიძინა. ლუის ფერელი და მისი მეუღლე იყვნენ პირველები, რომლებმაც კარგად ჩაავლეს ბროზერჰუდ ვაინერის მომგებიან მდებარეობას ნიუ იორკთან მიმართებაში, ჯეროვნად შეაფასეს და გამოიყენეს მისი თვალწარმტაცი გარემო, ისტორია და კიდევ უფრო გაზრდილი მიწისქვეშა საცავები. ფაქტიურად ფერელები იყვნენ ღვინის ტურიზმის კონცეფციის ფუძემდებლები. ისინი მართავდნენ ტურებს, მასპინძლობდნენ შეხვედრებსა და წვეულებებს. წლის განმავლობაში ღვინის  ასიათასობით მოყვარული მიიზიდეს და თაობებში სახელი გაუთქვეს მარანს. 

1999 წელს მარანში ხანძარი მოხდა და კიდევ ერთხელ შეიცვალა მფლობელი. დღესდღეობით კომპანია ჩილელებს ეკუთვნით. ისინი აგრძელებენ ფერელების დაწყებულ საქმეს და, როგორც ჩანს, კომპანია დღესაც დიდ შემოსავალს იღებს ღვინის ტურიზმით. ამას გარდა ისინი ბრაზერჰუდის სახელს იყენებენ და თავიანთ წარმოების ჩილეს ღვინოებსაც ყიდიან. დეგუსტაციამ ვერ დატოვა სათანდო შთაბეჭდილება. არც ვინოთეკა იყო განსაკუთრებული. აი, მიწისქვეშა საცავები კი საოცარი იყო. ერთი კია, დღეს მათ თითქმის არ იყენებენ, ან, სადღაც, 10% თუ არის დატვირთული. ამის მეასედი რომ მქონოდა...

აქედან პატარა ქალაქ ჰობოკენში წავედით. ულამაზესი ციცქნა ქალაქია, 50 000 მაცხოვრებლით, რომელსაც ერთი კვადრატული მილი უჭირავს. ევროპული ტიპის ქალაქია, საინტერესო არქიტექტურით და ულამაზასი ხედებით ნიუ იორკზე. ჰობოკენი ფრენკ სინატრას მშობლიური ქალაქი ყოფილა.

საღამოს ჯერ თამთა ყველაიძის, ღვინის ეროვნული სააგენტოდან, წერილი მივიღე, მერე ქალბატონ ლიზა გრანიკის. ლიზა საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტია, ღვინის დიდოსტატია (Master of Wine) და ამავე დროს ქართული ღვინის და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის დიდი მოყვარული და მოამაგე, ასევე შესანიშნავ ქალბატონებთან ალის ფეირინგთან და სარა მეი გრუნვალდთან ერთად. წელს ოქტომბერში ამერიკაში „ქართული ღვინის თვე“ - ღვინობისთვე იმართება სემინარებითა და დეგუსტაციებით ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში, რომელსაც ქალბატონი გრანიკი გაუძღვება. ლიზამ ნიუ იორკსა და ვაშინგტონში დამპატიჟა ამ ღონისძიებებზე, ვახშამზე დასწრებით. ამ საქმეში ჩართული ხალხი მინდა გაგაცნოო და მათაც აინტერესებთ შენი გაცნობაო. სიხარულით მივიღე მიწვევა, თანაც ვაშინგტონში მამუკა წერეთელსაც ვნახავ, რომელიც ჩვენი ღვინის იმპორტიორია ამერიკაში. 

 

პარასკევი, 11 სექტემბერი, 2015

ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ეს დღეები მახო მეჩალიჩება, რა გიყიდო საჩუქრადო. არაფერი, არაფერი, არაფერი და ბოლოს უცბად მომინდა და ვუთხარი ბილეთი მიყიდე ტენისში ამერიკის ღია ჩემპიონატზე-მეთქი. გუშინ დილით დამირეკა სამსახურიდან, ბილეთი აგიღე კაცების ნახევარფინალებზეო. კარგი შვილი. ჰოდა მეც გავემზადე დღეს დილიდან, მახოს გავყევი სამსახურში, ცოტა გავისეირნე მანჰეტენზე და გავუყევი გზას ფლაშინგ მედოუსკენ. 

თამაშები 5-ზე იწყებოდა. ოთხი საათისთვის იქ ვიყავი. ჯერ ჯოკოვიჩ-ჩილიჩის თამაში იყო, შემდეგ - ფედერერ-ვავრინკას. ორივე თამაში ცალ კარში წარიმართა. ჯოკოვიჩმა გაანადგურა შარშანდელი ჩემპიონი ჩილიჩი და ფედერერმაც საკმაოდ მალე გატეხა როლან გაროს ჩემპიონი ვავრინკა. დიდი ზეიმის მონაწილე გავხდი. არტურ ეშის სტადიონზე 22 500 ადამიანი ეტევა და, თითქმის, გადაჭედილი იყო. ერთი რამე იყო კიდევ საინტერესო, არსად მთელი სტადიონის ტერიტორიზე არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა. ესეც ამერიკაა.

 

შაბათი, 12 სექტემბერი

დღეს 58 წლის გავხდი. დედა! რა ბებერი ვარ, ვერ ვიჯერებ. 

საერთოდ არ მიყვარს ჩემი დაბადების დღეები, მაგრამ მახომ კიდევ ერთი საჩუქარი გამიკეთა და გამახალისა. ავტომობილებითაა გატაცებული და დილიდან ავტოკროსზე წამიყვანა. ავტოკროსი ასეთი სპორტია, ტრასაა დაყენებული, კარებები, როგორც სამთო-სათხილამურო სპორტში და საუკეთესო დროს ვინც აჩვენებს, გამარჯვებულიც ისაა. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო პორშეების, ლოტუსების, აუდების, BMW-ების, სუბარუების და სხვა სპორტული ავტომობილების ყურება და მათი ძრავების სასიამოვნო ღმუილის მოსმენა. ჩემდა სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ბოლო არ ვყოფილვარ და 60-დან 10 კაცს/ქალს კი ვაჯობე.

ალას დღეს კერძო შეკვეთა აქვს ნიუ იორკში და მთხოვა, გვიან საღამოს მომაკითხეო. წავედი. მე-6 ავენიუს მივუყვები ჩრდილოეთით. ცენტრალ პარკთან უნდა მივიდე, ძალიან ახლოს იმ სახლთან სადაც ადრე ჯონ ლენონი ცხოვრობდა და რომლის სადარბაზოსთანაც პატივცემულმა მარკ ჩეპმენმა ჯერ ავტოგრაფი გამოართვა და მერე მოკლა. და რომ გვახსოვს ამ ნაბიჭვარის სახელი?! იოკო ისევ იქ ცხოვრობსო. შაბათი საღამოა. გადაჭედილია ქუჩები. დედა მიტირეს ნიუ იორკელმა ტაქსისტებმა. არც ავტოკროსმა მიშველა და არც სპორტულმა სუბარუმ. მივზოზინებ. ისე მიჭრიან გზებს მარცხნიდან და მარჯვნიდან, მიმიქარავს თბილისი. ხოდა გადავედი მეც თბილისური ტარების მანერაზე და დადგა ყველაფერი თავის ადგილას და უკვე სწრაფად გავიკვლიე გზა. 

სახლში გვიან დავბრუნდით, მაგრამ აღვნიშნოთო და ერთი ბოთლი 2012 წლის მოსავლის ჩვენი ღვინო გავხსენით. სულ რაღაც ერთი კვირის წინ The Washington Post-მა (Dave McIntyre) ქართულ ღვინოს მიუძღვნა ვრცელი სტატია და ბოლოსკენ ამერიკის ბაზარზე არსებული 5 ქართული ღვინო ურჩია ღვინის ამერიკელ  მოყვარულებს გასასინჯად. ჯაყელების 2012 წლის მოსავლის ხაშმის საფერავი პირველ ადგილზე დაასახელა და განსაკუთრებულ, არაჩვეულებრივ ღვინოდ მოიხსენია. 

ალამ 2010 წლის მოსავლის ღვინო გაიხსენა (კიდევ აქვს ორიოდე ბოთლი გადამალული), სხვანაირი იყოო. ყველა ჩვენი ღვინო წლიდან წლამდე განსხვავდება ერთმანეთისგან. საერთოდ ორგანული, ნატურალური ღვინოები ძალიანაა დამოკიდებული წელზე. ჩვენ ხომ ქიმიას არ ვხმარობთ, თუ არ ჩავთვლით გოგირდს უმნიშვნელო დოზით. ზოგი ამასაც არ უშვება. ჩვენც, 2013 და 2014 წლის მოსავლის ღვინოებისთვის გოგირდი საერთოდ არ დაგვიმატებია. ისე, 2013-ს გოგირდი რად უნდოდა, ალკოჰოლი 15.9% დაიგროვა. გიჟი ღვინო გამოვიდა. ჩემმა შვილმა Vino Matto დაარქვა, იგივე, „გიჟი ღვინო“, უბრალოდ იტალიურად კარგად ჟღერსო. 

ძალიან ცოტა გვქონდა, იმ წელს დაგვინაცრა ვენახი ივლისის ბოლოსკენ და გაგვიმეხუთედა მოსავალი. ამიტომაც გაგვექცა შაქარი. 2014-ის საფერავი ივლისის ბოლოს ჩამოვასხით. ასე ადრე არასდროს ვასხამდით ღვინოს ბოთლებში. მინიმუმ წელიწადნახევარი, ორი წელი მაინც გვედგა ხოლმე უჟანგავი ფოლადის ავზებში და მერე გაუფილტრავად ვასხამდით ბოთლებში, მაგრამ გარემოებებმა გვაიძულა. კოჭებში კარგი ღვინო ჩანს და ვნახოთ, ერთი წელი მაინც უნდა დავარგდეს ბოთლებში. როცა ვიწყებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ღვინის დაყენება ასეთი აზარტული იქნებოდა. ასე რომ, ნატურალურად, ბუნებურად, ილიას ლამაზი სიტყვა რომ ვიხმაროთ, დაყენებული ღვინოები, ერთი და იმავე ვენახიდან, ერთი და იმავე მეღვინის მიერ, მაინც განსხვავებული გამოდის, თუმცა კი საერთო ხაზი, სტილი აქვთ.

კვირა, 13 სექტემბერი, 2015

დილიდან ავთო (უფრო სწორად კი ლიკა, მისი გოგონა) შემეხმიანა გურიიდან. დოლომიტი ჩამოვიტანეო. ძალიან გამიხარდა. მესინჯერზე დავურეკე და ავთოსაც ველაპარაკე. მთელი დღე დავფრინავდი. ძალიან მიყვარს ეს პატარა ვენახი გურიაში. ხაშმში ვენახის გაშენება ისე დავიწყე, რომ არაფერი არ ვიცოდი. მერე და მერე ნელ-ნელა ვისწავლე ბევრი რამე. აი გურიაზე კი თავიდან ბევრი ვიფიქრე, ბევრი ველაპარაკე გიორგი ბარისაშვილს, სოლიკო ცაიშვილს, რამაზ ნიკოლაძეს, ზურა თოფურიძეს, იაგო ბიტარიშვილს და მერე ჩამოვყალიბდი, რა და როგორ გამეკეთებინა. პატარა, მაგრამ საჩვენებელი ვენახი მაქვს. ბევრ ფრანგს და იტალიელს შეშურდება. ეს დოლომიტიც დახატავს. 

ასე ფრენა-ფრენით გავიარეთ 70 მილი, დაახლოებით 100 კმ, ნიუ იორკს ჩავუარეთ და ულამაზეს ადგილას მიმიყვანა ალამ - Croton dam on Hudson (კროტონის კაშხალი ჰადსონზე). ეს ერთ-ერთი წყალსაცავია ჰადსონზე, ნიუ იორკიდან ჩრდილოეთით, საიდანაც ნიუ იორკი სასმელი წყლით მარაგდება. ისე, ჩვენდა სამარცხვინოდ ნიუ იორკში ონკანის წყალი აბსოლუტურად გამოსადეგი და უსაფრთხოა სასმელად.

ამით მინდა დავამთავრო ეს დღიურები, თუ ფიქრები, თუ მოგონებები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმატებას თუ ამ სულელურ მარცხს ბოლოში, რამაც ჩვენი ვენახის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამ საქმემ მეტი სიყვარული მასწავლა და უამრავი უკეთილშობილესი ადამიანი შემძინა.

გამოსამშვიდობებელი საღამო ღvino underground-ში

სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგები 58 წლის ასაკში. ცოტას კი ვნერვიულობ,  თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების. 6 წელი ვიმუშავე გუდაურში 90-იან წლებში და რომ წამოვედი მეგონა დამთავრდა ცხოვრება. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ღამე მესიზმრებოდა და მაბოდებდა გაუკვალავ ფაფუკ თოვლზე სრიალი. ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე მაჟრიალებდა, მაგრამ გადავიტანე და ცხოვრებაც გაგრძელდა. მანამდეც და მერეც მქონდა რადიკალური ცვლილებები.

ასე რომ, ცხოვრება გრძელდება და ცხოვრება საინტერესო და მშვენიერია.

© მალხაზ ჯაყელი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.


მწიფე ყურძნის აუტანელი სიმსუბუქე

$
0
0

ქეთო ნინიძე

Before

26.09.2015 

სანამ ზოგიერთი მევენახე უკმაყოფილოა იმით, რომ ღვინის კომპანია დამწიფებულ და მსუბუქ ყურძენს ითხოვს, სანამ ზოგიერთი მევენახე ვაზის აჩეხვით ემუქრება ტელემაყურებელთა მოდგმას, ართანაში ბიჭების ყურძენი მწიფდება. 

„ბიჭები“ - 28 წლის ბიჭები - ვახო ფაღავა, შოთა იაშაგაშვილი, ირაკლი გავაშელი - ბავშვობის მეგობრები, თანაკლასელები. განათლებით, ეკონომისტები. რომლებმაც თავიანთი ურბაბული გატაცებები (მათ შორის, საქმიანი გატაცებები) გვერდით გადადეს და თელავში საუკეთესო, ჯანმრთელი ზვრების ძიება დაიწყეს. 

2014 წლის თებერვალში მათ შეიძინეს ვენახი, თავდაპირველად, რქაწითელის 15 რიგი წინანდლის საუკეთესო ზვრებში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ძველი ვენახების ადგილას. 

შარშან ძალიან ცოტა ღვინო დააყენეს, 300 ბოთლი, მხოლოდ რქაწითელი. ღვინომ იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა ღვინის მოყვარულებში, რომ რაოდენობამ მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. 

ამიტომ წელს ბიჭებმა მასშტაბები გაზარდეს, გაფართოვდნენ. მათი რქაწითელის ვენახი წინანდალში დღეს 25 რიგს მოიცავს. ამას დაამატეს 10 რიგი სოფ. ართანაში, ტყისპირებში, რომელსაც ადგილობრივები ციხიაანს უწოდებენ. 

ბიჭები მოელიან, რომ წელს უკვე 1 000 ბოთლამდე რქაწითელსა და საფერავს ჩამოასხამენ. მომავალ წელს 0.5 ჰა-ზე მწვანეს გაშენებასაც გეგმავენ. 

„ჩვენ ზოგადად, უფრო მოუვლელ ვენახებს ვეძებთ. როგორც აქ ეძახიან. შხამით გაფუჭებული რომ არ იყოს და ვიწყებთ ორგანული მეთოდებით. ვიყენებთ მარტო ნახევარპროცენტიან ბორდოს ხსნარს და ზოგჯერ - გოგირდს. როცა ყვავილში შედის, მაშინ ვიყენებთ ბაქტერიებს. ბიოაგროსთან ვთანამშრომლობთ. ორგანულზე გადასვლის პროცესში ვენახს ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ჯანმრთელი ვენახია.“ - ამბობს ვახო ფაღავა. 

ჩვენი სტუმრობის დროს ბიჭები მარნის მშენებლობის პროცესში იყვნენ, ახლადდარგული ქვევრები ასე გამოიყურებოდა.

მარანში ქვევრები, შედარებით დიდ ტევადობაზე გათვალეს - 9 ტ.-ზე, ცალკე გარეთ აქვთ 2 ტ. მოცულობის ქვევრები. როგორც თავად ფიქრობენ, ამ მარნის შევსებას, მინიმუმ, სამი წელი მაინც დასჭირდება. 

„ბიჭების ღვინო“ - ასე ჰქვია ბრენდს. თავიანთი პირველი მოსავლის (2014) რქაწითელი მათ წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე გამოიტანეს. ღვინი იყიდება ღvino underground-ში, რომელმაც, ვახოს თქმით, ერთ-ერთი გარდამტეხი როლი შეასრულა მათი მეღვინეობის ჩამოყალიბებაში.  

„ამდენი შთამბეჭდავი ღვინის გაცნობის შემდეგ ჩვენც გადავწყვიტეთ ღვინის დაყენება და ბევრ საჭირო რამეს ვიგებდით vinoge.com-დან, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეს საიტი“ - ამბობს ის. 

ბიჭების კარ-მიდამო თელავში, სოფ. ართანაში

დღესდღეობით, ბიჭები ძირითადად, ართანაში ცხოვრობენ. შოთა უფრო მეტად თბილისშია, რადგან მეუღლე და პატარა შვილი ჰყავს. ვახო და ირაკლი კი კვირაში 4 დღეს მაინც სოფელში ატარებენ. ვენახის ორგანული მეთოდებით მოვლა მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს. ყოველ მეხუთე დღეს ბიჭები ვენახს წამლავენ დაბალპროცენტიანი პრეპარატით.

როცა ვენახთან მუშაობა ადამიანისთვის არა მხოლოდ მარკეტინგის, არამედ ეთიკის საკითხია, რა თქმა უნდა, მიუღებელია ბუნებაზე ქიმიური ძალადობა, ხელოვნური მანიპულაციები, მკვახე მოსავლის აღება - მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობის, მოცულობისა და ბენეფიტების გაზრდის მიზნით. 

ბიჭების მაგალითი მაფიქრებინებს, რომ მათ შეიძლება, მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ და მათი ხელობის შედეგიანობა იქნებ, ერთგვარი საზომიც გახდეს იმ ადგილობრივი მევენახეებისთვის, რომლებმაც ვენახი, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიტიკური თამაშების სარბიელად აქციეს.

 

After

11.10.2015

დღეს, ორშაბათს, ამ სიუჟეტის გამოქვეყნებას ვაპირებდი, თუმცა გუშინ ღამით ძალიან ცუდი ამბის შესახებ შევიტყე.

დილით, ართანაში, ციხიაანის ვენახში მისულმა ბიჭებმა აღმოაჩინეს, რომ მოსავლის 70 % დაუპატიჟებელ სტუმარს გაეკრიფა, 600 კგ. საფერავი მოეპარათ ერთ ღამეში, 200 კგ.-ის მოკრეფა ვეღარ მოესწროთ. 

ამიტომ „ბიჭების ღვინის“ 2015 წლის მოსავლის საფერავი, ალბათ, 100 ბოთლსაც ვერ მიაღწევს.  

აუტანელია დაქირავებული მუშახელის მიერ „ჩასაბარებლად“ დაკრეფილი ყურძნის სიმსუბუქე. თუმცა, უფრო აუტანელია საკუთარი ხელით მისაღები პატარა და დაუცველი მოსავლების სიმსუბუქე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.

სჭირდება თუ არა მეღვინეობის წამოწყებას „მილიონები“. ალექსი ციხელიშვილის მაგალითი

$
0
0

ქეთო ნინიძე

სექტემბერში თელავში მოგზაურობისას კითხვაზე - „დაიწყებს თუ არა მევენახე მეღვინეობის ბიზნესს“ - რამდენიმე მევენახემ მიპასუხა, რომ ამ ბიზნესის წარმოწყება გლეხისთვის შეუძლებელია, რადგან ამ საქმეს სასტარტოდ 1-2 მილიონი მაინც სჭირდება. ამის შემდეგ, ცხადია, განვიზრახე, უფრო მეტი დავწერო წარმატებული ოჯახური მეღვინეობების მაგალითებზე, წმინდად, კომერციული პერსპექტივიდან, წარმოვაჩინო, რამდენად რენტაბელურია მცირე მეღვინეობა რიგითი მევენახესათვის და მართლაც სჭირდება თუ არა ამ საქმეს „მილიონები“. 

სწორედ ამიტომ შევაჩერე ყურადღება ალექსი ციხელიშვილის მაგალითზე. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო ალვანის მკვიდრია, უმაღლესი განათლება ენოლოგიაში არ მიუღია და საკუთარ პრაქტიკაში მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ, ოჯახურ ცოდნას იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ არ ეცნობა შესაბამის ლიტერატურას და სხვა მეღვინეებისგან გამოცდილების გაზიარებას გულისხმიერად არ ეკიდება.

ალექსი ციხელიშვილი მეღვინეობას მუდამ მისდევდა, მას შემდეგ, რაც ადრეულ ასაკში მამა გარდაეცვალა და უფროსი ძმები სასწავლებლად თბილისში წავიდნენ. ის დედასთან ერთად უვლიდა ვენახს და ღვინის დაყენებაშიც ჩართული იყო. მიუხედავად ხანგრძლივი გამოცდილებისა, პირველი მოსავალი, რომელმაც მას შემოსავალი მოუტანა, სულ ახალი - 2010 წლის რქაწითელი იყო. ეს ღვინო მან ღvino underground-ის ერთ-ერთი დამაარსებლისა და ოჯახის ახლობლის, სოლიკო ცაიშვილის რეკომენდაციით, ბარში, ბოთლებში ჩამოსხმული მიიტანა. პირველი მოსავალი 600 ბოთლს არ აღემატებოდა. 

აქედან იწყება ციხელიშვილის მარნის ისტორია. თავად ალექსის აზრით, რომ არა ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მეღვინეების ეს გარემო, რომელიც დიდ სტიმულს აძლევდა და რომ არა მისი შრომის ადეკვატური ბენეფიტები, შესაძლოა, მას მეღვინეობა არც გაეგრძელებინა. 

ციხელიშვილის ღვინოები, მცირე რაოდენობით, თავდაპირველად იტალიაში გავიდა ექსპორტზე, თუმცა, გაყიდვები მაინცდამაინც, წარმატებით არ აეწყო. შემდეგ Slow Food დაინტერესდა. სულ მალე გამოჩნდა იაპონიის ბაზარი, ცხოველი ინტერესით ავთენტური ქართული ნატურალური ღვინოებისადმი, სადაც უკვე სამი წელია (2012 წლიდან) ალექსი ციხელიშვილის ღვინოები იყიდება.

მარნის ასაშენებლად, ჯერჯერობით, სათანადო თანხები ვერ დააგროვა და თვლის, რომ მეღვინეობის ბიზნესის გამართვას რამდენიმე წელი სჭირდება. დღეს მისი ღვინოები ექსპორტზე გადის იაპონიასა და ავსტრალიაში. სულ ახლახანს მიიღო მოთხოვნა უკრაინიდანაც. საქართველოში ციხელიშვილის მარნის ღვინოებს სულ რამდენიმე ადგილას ნახავთ - ნატურალურ ღვინის ბარ „ღvino underground-ში“, „g.Vino-ში“, „აზარფეშასა“ და „კულინარიუმში“. მოთხოვნა შიდა ბაზარზეც და ექსპორტზეც გაცილებით მაღალი აქვს, ვიდრე - მიწოდების შესაძლებლობა. 

ალექსი ციხელიშვილი 2 ჰა მიწას ფლობს, სადაც მოჰყავს, ძირითადად, რქაწითელი, ცოტა მწვანე და მცირე რაოდენობით, იშვიათი ჯიში - ჟღია. წელს განსაკუთრებით დიდი მოსავალი მიიღო, სულ მთლიანად, 10 ტ. (სამივე ჯიში). ღვინოს ის კახური ტრადიციული მეთოდით აყენებს, საკუთარ ეზოში, ღია ქვევრებში, რომელთაგან ყველაზე ახლები 80 წლისაა. 

უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული მევენახეობა დიდი გამოწვევებისა და დილემების წინაშე მუდმივ  მზადყოფნას მოითხოვს და ამგვარი გამოწვევების წინაშე ალექსი ციხელიშვილიც დამდგარა. თუკი 2013 წლის მოსავალმა 3000-მდე ბოთლი შეავსო, 2014 წლისა მთლიანად გაუფუჭდა - ჭრაქის დაავადებას ბორდოს დაბალპროცენტიანი პრეპარატი ვერ მოერია. 

როგორც ვიცით, ორგანული მეთოდებით მოვლილი ვენახი გაცილებით ნაკლებ მოსავალს იძლევა, შესაბამისად, ამ ვენახის ყურძნის თვითღირებულებაც გაცილებით მაღალია. ღვინის საინფორმაციო ცენტრის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ალექსი ციხელიშვილის ყურძნის საშუალო თვითღირებულება 0.74 ლარია.

„2013 წელს 7-8 ტონა ჩავწურე. ყურძნად რომ ჩამებარებინა, კილოგრამში უნდა ამეღო, მაქსიმუმ, 2 ლარი. მთლიანი შემოსავალი მექნებოდა 16 000 ლარამდე. ეს რომ შევადაროთ ღვინის შემოსავალს, 2000-3000 ბოთლი ღვინო გამოვიდა ამ მოსავლიდან. ბოთლი 20 ლარად გავყიდე და შემოსავალი 40 000 ლარი გამოდის.“

დავინტერესდით, რა მოგება მოაქვს მცირე მეღვინეობას წლიურად იმ ადამიანისთვის, რომელიც ვენახში თავადაც მუშაობს და დაქირავებულ მუშახელსაც დაიხმარებს. მან უშურველად გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება. როგორც თავად ამბობს, ციხელიშვილების მარანს შარშან 23 000 ლარის წლიური ბრუნვა ჰქონდა. აქედან, დაახლოებით, 5 000 ლარს შეადგენს საბრუნავი თანხა (ვენახის მოვლა, რთვლის ხარჯები, ღვინის წარმოების, ჩამოსხმისა და ეტიკეტირების ხარჯები), სუფთა მოგება კი - 18 000 ლარი დარჩა. ეს თანხა თვეებზე გადანაწილების შემთხვევაში, 1500 ლარს შეადგენს, რაც, დამეთანხმებით, არ არის ცუდი შემოსავალი დამწყები ბიზნესისთვის.

კითხვაზე - რა სჭირდება მევენახეს მეღვინეობის ბიზნესის წამოწყებისათვის, ალექსი ციხელიშვილი თვლის, რომ ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, ეს დაბალპროცენტიანი კრედიტებია, სადაც მინიმალური ზღვრული თანხა მცირე მარნების საჭიროებების ადეკვატური იქნება.

ამას დავამატებდი, რომ ალექსი ციხელიშვილის მაგალითიც აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია მცირე მეღვინეობებისთვის გასაღების ბაზარი. ცოტა ოჯახურ მარანს თუ აქვს წვდომა და ცოდნა ნატურალური ღვინის ნიშურ ბარებზე.

ამგვარი ბარები საუკეთესო გარემოა ნატურალური, ოჯახური, ახალი ღვინოების მიერ თავის დასამკვიდრებლად ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებლებს (მათ შორის, პოტენციურ ექსპორტიორებს) შორის. მეორე მხრივ, ამგვარი ბარები მხოლოდ თბილისშია შეკრებილი. კარგი იქნებოდა, თუ დედაქალაქისა და საქართველოს სხვა ქალაქების პოპულარული რესტორნები, ბარები და მაღაზიები ხელს შეუწყობდნენ ახალ საოჯახო ბრენდებს, მომხმარებელთა შესაბამის სეგმენტამდე მიღწევაში. ამაზე ალექსი ციხელიშვილი ფიქრობს, რომ ხარისხიანი ღვინო თავის ადგილს ყოველთვის დაიმკვიდრებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

ღვინის დღიურები. ლიდა ვარდანია. ღვინის ბარ g.Vino-ს თანადამფუძნებელი

$
0
0

ორშაბათი, 12 ოქტომბერი

დამირეკა ქეთო ნინიძემ და დღიურების დაწერა შემომთავაზა. ბოლო წლებია, ერთადერთი - რისი წერაც მიწევდა, საინვესტიციო შეთავაზებები იყო და ისიც, ინგლისურ ენაზე. საინტერესო გამოწვევაა. ვწერ პირველ სიტყვებს და უამრავი აზრი მომდის. 

მე და მამუკა ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდებით, განსაკუთრებით მას მერე რაც ღვინის ბარის გახსნა გადავწყვიტეთ, ბევრი საინტერესო პიროვნება გავიცანით. სრულიად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ღვინისადმი ვნებამ passion გააერთიანა. სასიამოვნოა, როცა ხედავ, რომ მათ ფინანსური დაინტერესება არ ამოძრავებთ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც მოსწონს, ეს სასიამოვნოა და თან საუკეთესო შედეგი მოაქვს. 

მეც და მამუკაც ბოლო ოცი წლის მანძილზე, და დღემდე, საფინანსო სექტორში ვმუშაობთ. მამუკა საერთაშორისო მიკროსაფინანსო კომპანიაში რეგიონალური (ევრაზიის რეგიონის) საკრედიტო მენეჯერია. მისი კომპანია მსოფლიოს 23 ქვეყანაში მუშაობს და მცირე და დაბალშემოსავლიან მეწარმეებზე გასცემს სესხებს. ჩემი კომპანია ბანკებსა და სხვა მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში ახდენს ინვესტირებას მსოფლიოს სამ კონტინეტზე. ორივე კომპანიის უპირველესი მიზანი სიღარიბის დაძლევაა, თუმცა ბოლო ჟამს სერიოზული დებატებია, რამდენად ეხმარება ფინანსების ხელმისაწვდომობა სიღარიბის დაძლევას. ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ფინანსები მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად პირველ რიგში განათლების დონე უნდა ამაღლდეს. საბოლოოდ ყველაფერი თავად ადამიანებზე და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტიტლებებზეა დამოკიდებული.. დაუღალავი შრომა, მონდომება, რაციონალურობა, თანამშრომლებისა და პარტნიორების მიმართ პასუხისმგებლიანი ბიზნესის კეთება, ეს არის გადამწყვეტი. 

გამიგრძელდა შესავალი. მოკლედ, როგორ და რატომ აღმოვჩნდით ჩვენი პროფესიისგან ასეთ განსხვავებულ სფეროში. რამდენად ლიტონ სიტყვებადაც უნდა ჟღერდეს, როგორც ნებისმიერ ქართველს, ჩვენც გული შეგვტკივა ჩვენს ქვეყანაზე  და მუდმივად ვფიქრობთ, რა არის ის მოკრძალებული წვლილი, რომლის შეტანაც შეგვიძლია მის  განვითარებაში. გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება მეტწილად მეწარმეობის განვითარებაზეა დამოკიდებული. ვიფიქრეთ, რომ ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება შეგვეძლო და ამ სამიოდე წლის წინ გადავწყვიტეთ საკუთარი საქმე წამოგვეწყო. მოგების მიღებას განვიხილავთ უფრო როგორც საშუალებას, ვიდრე - მიზანს. ვფიქრობთ, როცა პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს და ირგვლივ მყოფთ, შედეგი აუცილებლად კარგი იქნება და ეს ფინანსურ შედეგშიც აისახება. ფინანსური შედეგი კი საშუალებას გაძლევს, მეტი ახალი პროექტი წამოიწყო.

ყველაფერი მცირე ბუტიკის სტილის სასტუმროთი დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ კეთდება ეს ბიზნესი, ვიცოდით რას ელის სტუმარი, როცა სასტუმროში ჩერდება. ჩვენ თავად ხომ ვიყავით უამრავი სასტუმროს სტუმარი... ჩავთვალეთ, რომ ეს არის მთავარი წარმატებისთვის - იცოდე, რას ელის შენი სტუმარი/მომხმარებელი და შესთავაზო მას ის, რაც სურს. სამი წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულია და ამით გამხნევებულებმა ამ წლის მარტში ღვინის ბარი g.Vino გავხსენით. ორივენი გურმანები ვართ და მოგზაურობისას მუდმივად ვცდილობთ საინტერესო ადგილების აღმოჩენას, საინტერესო კერძების და ღვინის დაგემოვნებას. ესპანეთსა და იტალიაში ძალიან მოგვწონდა ღვინის ბარები და ვიფიქრეთ, რომ ღვინის ქვეყანაში აუცილებლად უნდა გვქონოდა რაღაც ამდაგვარი. ღVinounderground კონცეპტუალურად ძალიან ახლოს იყო იმასთან, რასაც ვფიქრობდით.

მამუკას გადავცემ „კალამს“ და ვთხოვ, თავად უპასუხოს კითხვას, რატომ ღვინის ბარი:

„ნებისმიერს რომ ჰკითხო საქართველოში, დანამდვილებით იცის, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ უმრავლესობამ არ იცის რა არის ღვინო. დღემდე ბევრი აყენებს ღვინოს შაქარზე და ჭაჭაზე. რესტორნების უმრავლესობაში არც მიმტანმა არ იცის რა მიაქვს და არც მომხმარებელმა იცის - რას სვამს, რატომ სვამს. მე და ლიდა ხშირად დავდიოდით ერთერთ ტრადიციულ რესტორანში თბილისში და 3 წლის განმავლობაში ვუწერდი შეფასებებში, რომ ღვინის სწორი ჭიქა მოეტანათ. არვიცი ბოლოს წაიკითხეს თუ რა მოხდა, მაგრამ ახლა აქვთ ღვინის ჭიქა. იდეალური არა, მაგრამ მაინც... პროგრესია...

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ალტერნატივა სადაც ოჯახთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან თუ უბრალოდ, უცხო ადამიანებთან ერთად დროს გაატარებ ჭიქა ღვინოზე. ჩვენ ბარში ღვინის ყველა ბოთლში მისი შემქმნელის სული და გულია ჩადებული.  ყველა ღვინო ინდივიდუალურია, ყველას თავისი ხასიათი აქვს და ამით არის საინტერესო. ამას მას მერე უფრო ხვდები, როცა გაქვს ბედნიერება, პირადად შეხვდე თავად მეღვინეებს: ზურაბ თოფურიძეს, მალხაზ ჯაყელს, იაგოს, ეკო ღლონტს, ზაზა გაგუას, ჯონის, გოცას, ნიკი ანთაძეს, ზაზა დარსაველიძეს, სოლიკოს, ნიკა ვაჩეიშვილს და სხვა ხელოვანებს. ზოგს არ შევხვედრივარ ჯერ პირადად, მაგალითად ლექსო ციხელიშვილს, მაგრამ მის ღვინოს რომ სვამ, ხვდები, რომ შეუძლებელია, ის არ იყოს კარგი კაცის ნახელავი. ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად ყველას ინდივიდუალურობისა აღმოვაჩინე, რომ მათგან ყველასგან მოდის პოზიტივი, სითბო და პატივისცემა. რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, რომ თან სასიამოვნო საქმეს აკეთებდე, თან სასარგებლოს და „ბონუსად“ ასეთ ხალხთან გქონდეს ურთიერთობა...ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო g.Vino-ს გაკეთება!“

დღეს ორშაბათია, ბარში არ გავსულვართ, მაგრამ ონლაინ ვხედავთ, რომ სტუმრიანობაა. დღეს მამუკა ქართული ხელნაკეთი ღვინოების ასოციაციის წარმომადგენელს ტელეფონზე ესაუბრა. ხვალ შეხვდება ახალი ღვინოების დასაგემოვნებლად. საკმაოდ დიდი ასორტიმენტი გვაქვს, მაგრამ მუდმივად ახალი ღვინოების ძიებაში ვართ. მამუკა და მე ყველაფერს ერთად განვიხილავთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თუმცა გარკვეულად გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები. ღვინის დაგემოვნება, შერჩევა მისი პრეროგატივაა. საერთოდ თითქმის ყველაფერში ერთნაირი აზრი გვაქვს ან ვაღწევთ საერთო გადაწყვეტილებას. მიხარია, რომ შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა და საჭირო დროს კომპრომისების კეთება.

ამასობაში დაგვაღამდა. ბონო (დიახ, ისევე როგორც U2-ს ცნობილი სოლისტი), ჩვენი სამი წლის შავი ლაბრადორი გარეთ გაყვანას გვთხოვს :). ძნელია, უარი უთხრა. ძაღლები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მას მერე რაც ბონო გვყავს ჩვენს ქალაქში უპატრონო ძაღლები და ზოგადად საზოგადოების არამეგობრული დამოკიდებულება ძაღლების მიმართ ძალიან თვალშისაცემი გახდა. საზოგადოების დამოკიდებულება ცხოველების მიმართ განსაზღვრავს მის ჰუმანურობას და განვითარების დონეს (IMHO). სამწუხაროა, რომ ცხოველი თუ დაბერდა, ავადაა, „დაკისრებულ ფუნქციას“ ვერ ასრულებს (ნადირობა, სახლის დაცვა..) ან უბრალოდ მობეზრდათ, სინდისის ქენჯნის გარეშე უკეთეს შემთხვევაში აბარებენ თავშესაფარში, უარეს შემთხვევაში - სანაგვეზე ყრიან და ეს მიღებულია. ცხოველი, მეტწილად, არ განიხილება, როგორც კომპანიონი. ქალაქიც არა dogfriendly-ა. უმეტესწილად, პარკში თუ სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ძაღლებით შესვლა არ შეიძლება. სამწუხაროა, არადა ისინი ისე გვაკეთილშობილებენ და უანგარო მეგობრობას, ერთგულებას გვასწავლიან, რაც წაადგებოდა საზოგადოებას. ძალიან მშურს, როცა ევროპის ნებისმიერ რესტორანში პატრონთან მაგიდის ქვეშ ძაღლია მოკალათებული.

სამშაბათი, 13 ოქტომბერი

დილა ჩვეული რიტუალით დაიწყო. ბონო 7 საათისთვის გვაღვიძებს. მე და მამუკა მორიგეობით ან ერთად ვასეირნებთ. დღეს მე და ბონო გავედით. ძაღლი ჯანმრთელობის საწინდარია:). ამდენს, ბონო რომ არ გვყავდეს, ალბათ არ ვისეირნებდით. ჩვენ ქალაქგარეთ ვცხოვრობთ და განსაკუთრებით სასიამოვნოა ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, სუფთა ჰაერზე დროის გარეთ გატარება. ზოი შეგვხვდა, 5-6 თვის მეტისია, პატრონები ამერიკის საელჩოს თანამშრომლები არიან და ზოი D.O.G. თავშესაფრიდან აიყვანეს.  ორგანიზაციას ექსპატებმა გაუკეთეს ორგანიზება და ცდილობენ უპატრონო ძაღლებს ახალი პატრონი უპოვონ ან სტერილიზაცია ვაქცინირების შემდეგ ისევ ძველ ადგილს დაუბრუნონ. ბ-ნ თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარიც და ბევრიც სხვა ამ ღირსეულ საქმეს ემსახურება. ძალიან ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ (on a voluntary basis) აკეთებენ საქმეს. ხშირად, როცა ადამიანები ძაღლებს ექომაგებიან და სიბრალულს გამოხატავენ, ბევრისგან გაიგებთ, იმდენი გაჭირვებული ადამიანია და თქვენ კი ცხოველებზე დარდობთო. მართალია, ბევრი ადამიანია გასაჭირში. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ადამიანი ვერ ზრუნავს საკუთარ თავზე, ყველაზე დიდი დახმარებაა მათ ცოდნის მიღებაში და სამუშაოს უკეთ შესრულებაში შეუწყო ხელი და დათვური სამსახური არ გაუწიო ფინანსური დახმარებით. ადამიანს უნდა ასწავლო თავად როგორ გამოიმუშავოს საკუთარი შემოსავალი. სამწუხაროა, რომ საბჭოთა წარსულისგან ვერ გავთავისუფლდით. მუდმივად ველით რაღაცას სხვისგან: მთავრობისგან, მეზობლისგან, ნათესავისგან. მეტად უნდა დავფიქრეთ, მე რა შემიძლია თავად გავაკეთო და არ ვეძებოთ მიზეზები, რატომ არ უნდა ვაკეთო რაღაც და რომ მაინც არაფერი არ გამოვა. 

ჩვენთან 20 ადამიანზე მეტი მუშაობს. ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს მისიად სწორედ კარგი დამსაქმებლის სტანდარტის შექმნას მივიჩნევთ. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თანაბარუფლებიანი ურთიერთობა უნდა იყოს. რატომღაც ითვლება, რომ დამსაქმებელი უფრო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია, ამ დროს საქმის კეთება კარგი თანამშრომლების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ერთმანეთს თანაბრად ვჭირდებით. როცა თანამშრომლების აყვანის შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, რთული გზა ავირჩიეთ. სასტუმროშიც და ბარშიც თანამშრომლების უმრავლესობას მანამდე მომსახურების სფეროში არ უმუშავიათ. ზოგიერთი მათგანისთვის ეს სულაც პირველი სამსახურია. როგორც ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, ესეც სოციალურ და ბიზნეს მოტივაციას ეფუძნებოდა. ჩვენ გვინდა გამოუცდელ, მაგრამ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს მივცეთ სწავლისა და განვითარების საშუალება. მთავარი რასაც ვეძებთ თანამშრომლების შერჩევისას არის მონდომება, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება (attitude), დანარჩენს მარტივად ისწავლის. ადამიანს უნდა უხაროდეს რასაც აკეთებს. ხშირად გვინახავს ცუდი მომსახურება, როცა აშკარად გრძნობ, რომ ადამიანი არასწორ ადგილზეა. მას მიაჩნია, რომ მისთვის შეუფერებელ საქმეს აკეთებს და ეს უკმაყოფილება ირგვლივმყოფებზე გადააქვს. ვთვლი, რომ თანამშრომლის ბრალი არ არის თუკი ის ცუდად აკეთებს თავის საქმეს. მიზეზი დამსაქმებელშია, ვინაიდან თანამშრომელს ის დაავალა, რაც არც მოსწონს და არც კარგად გამოსდის. ნებისმიერ ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე. მენეჯერის ფუნქცია სწორედ ის არის, თანამშრომლის ძლიერი მხარეები გამოავლინოს და მისი მაქსიმალურად რეალიზება მოახდინოს და არ ებრძოლოს მის სისუსტეებს. ჩვენ პროცესებსაც კი ვცვლით, იმისათვის რომ თანამშრომლის ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. გასაგებია, რომ პროცესების შეცვლა და მისი თანამშრომლებზე მორგება მხოლოდ მცირე ზომის ბიზნესშია შესაძლებელი, მაგრამ სხვა მხრივ დიდ ბიზნესს მეტი საშუალება და ფუნქციები აქვს გამოყენება მოუძებნოს თანამშრომლის უნარებს. მჯერა, რომ „უბედური“, უკმაყოფილო თანამშრომელი საქმეს კარგად ვერ გააკეთებს. წარმატება ბედნიერ თანამშრომლებშია. ბედნიერი თანამშრომელი კი ბედნიერი სტუმრის საწინდარია.  

გარკვეულ პოზიციებზე, კომერციული თვალსაზრისითაც, გამოუცდელი თანამშრომლების აყვანა უფრო გამართლებულია. მიზნის მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომელი შენს ღირებულებებს იზიარებდეს და მისი მატარებელი გახდეს. ამის მიღწევა კი უფრო მარტივია, როცა სუფთა ფურცლიდან იწყებ, როცა ადამიანი არ არის წინა სამსახურიდან უარყოფითი გამოცდილებით და „ცუდი“ ღირებულებებით დამძიმებული. როგორც ყველაფერს, გამოუცდელი თანამშრომლების აყვანას თავისი სუსტი მხარეებიც აქვს. მეტი დროა საჭირო, სანამ ყველაფერს შეისწავლის, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე, ვინაიდან ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში მეტი „სწორი“ დამსაქმებელი და „სწორი“ გამოცდილების მატარებელი ხალხი იქნება მომსახურების სფეროში. იმედია, ჩვენც მცირედ წვლილს შევიტანთ ამაში.

ჩვენ ბარის ყოველდღიურ მართვაში არ ვართ ჩართულები. ღვინის ბარის მენეჯერი ყოფილი ბანკირია, ღვინოს მომხმარებლის დონეზე იცნობდა, ეხლა კი დებატებში შევა ნებისემიერ კარგ მცოდნესთან. თუმცა ფუნქციები ისეა გადანაწილებული, რომ ღვინოსთან დაკავშირებული და „ფრონტის’ ყველა საკითხი გურამზეა დელეგირებული. უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი ფუნქცია აქვს, მუშაობის გუნდური პრინციპი გვაქვს. მიდგომა, „ეს ჩემი საქმე არ არის“  -ჩვენთან მიუღებელია. ხშირად ნახავთ მენეჯერს წინსაფრით სამზარეულოში ან როგორ ემსახურება სტუმრებს.

თავიდან, ფაქტობრივად, ყოველდღე იქ ვიყავით. მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ხედვები გადაგვეცა თანამშრომლებისთვის. ეხლა კარგად იციან ჩვენი მოლოდინები და მზად არიან, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებიც მიიღონ. ჩვენთან თანამშრომლების მიერ თვითმენეჯმენტი წახალისებულია. მათ აქვთ პასუხისმგებლობები, მაგრამ ასევე აქვთ თავისუფლება, გამოიყენონ შემოქმედებითი მიდგომები საკუთარი საქმის უკეთ შესასრულებლად. მე და მამუკა ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ რჩევით და ასევე, ჩვენც ბევრს ვსწავლობთ მათგან. გვჯერა, რომ ეს საუკეთესო საშუალებაა პროფესიული განვითარებისთვის და საუკეთესო სამუშაო გარემოს შესაქმნელად. 

ჩვენი თანამშრომლების უმეტესი ნაწილი სტუდენტია და თავიდანვე გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენთან დროებით (შესაძლოა საკმაოდ მცირე დროითაც) მუშაობენ. ამის მიუხედავად, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვთავაზობთ მათ ღია, თავისუფალ, შემოქმედებით გარემოში პირველი სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალებას. გვინდა ისინი „შევაიარაღოთ“ სწორი ღირებულებებით, რომლებიც დაეხმარებათ პირადი და პროფესიული მიზნების მიღწევაში. გვჯერა, რომ ეს ქვეყნისთვის მულტიპლიკატორის როლს შეასრულებს, ვინაიდან ჩვენი ყოფილი თანამშრომლები ამ სწორ ღირებულებებს ახალ სამსახურებში მიიტანენ, იქნებიან მომთხოვნნი გარშემომყოფთა და საკუთარი თავისადმი და სხვებსაც გადაედებათ ეს მუხტი. მოკლედ, ადამიანური რესურსების მართვაზე უსასრულოდ შემიძლია წერა. ეჭვი მაქვს ბევრჯერ შევეხები ამ საკითხს ამ დღიურებშიც, ვინაიდან ადამიანი არის ცენტრი ყველა წარმატების და წარუმატებლობის.

დილის რიტუალის ნაწილია tripadvisor-ზე შესვლა და სასტუმროს და ბარის გვერდების შეთვალიერება. tripadvisor-ზე ბარი დღეის მდგომარეობით მე-4 ადგილზეა თბილისის 400 რესტორანს შორის. თანამშრომლებიც სულმოუთქმელად ელიან მორიგ შეფასებას. ჩვენთვის, სტუმრებისგან უკუკავშირის მისაღებად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მართალია, ხანდახან გული გვწყდება, როცა რაღაცით უკმაყოფილოა სტუმარი, საბედნიეროდ, ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ ვცდილობთ ამას პოზიტიურად შევხედოთ და გავითვალისწინოთ შენიშვნები. შეუცდომელი არავინაა და შეცდომების მიმართ შემწყნარებელნი ვართ. ჩვენთან ყველაზე დიდი „დანაშაული“ საქმის არსიყვარულია. ჩვენი მიდგომაა, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მთავარია მასზე სწორი რეაგირება მოახდინო. კერძი ან ღვინო არ მოსწონს სტუმარს? კერძმა დაიგვიანა? იმოქმედე, რომ ყველაზე მომთხოვნი სტუმარიც კი კმაყოფილი გავიდეს ბარიდან. საბედნიეროდ ბევრია ასეთი შეფასებებიც, როგორც ერთერთმა სტუმარმა თავის FB გვერდზე დაწერა:

„Есть у меня что от сердца посоветовать моим любителям Тбилиси. Винный бар, вкуснейшая едальня g.Vino. Место, куда приходишь с вопросом "открыты ли вы еще минут 15, чтобы успеть что-то выпить?" и в ответ получаешь не безликую винную карту, а прекрасную девушку, которая расспросит, что у меня и как, какие настроения, чего хочется и просто принесет бокал правильного красненького. А к нему свежего хлеба и ароматнейшего масла.

Место, куда придешь через два дня после того, как просто зашел на бокальчик красненького перед закрытием,  и получишь столько внимания и бережного "как у вас дела?", что становится тепло и хорошо. Тут можно и пообщаться, и уютно помолчать. Предложат попробовать все, что есть сейчас, чтобы выбрать, что сегодня по настроению. Еда - выше всяких похвал. Жаль, я не попала на блюдо дня, которое каждый день "что приготовили".

К бару примыкает арт-галерея, и судя по страничке, случаются какие интересные события. Авторская посуда, которую держать в руках - одно удовольствие. Уютнейшее пространство.

Я была в настроении помолчать, а не поговорить, и не расспросила, откуда такое интересное место взялось. Ощущение, что хозяева там все - от управляющей до официантов, с таким вниманием к гостям подходит каждый. В следующий раз обязательно расспрошу.“

ამ პოსტის პასუხად მივწერე, რომ ამ სიტყვების წასაკითხად ღირდა ჩვენი ბარის არსებობა. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ მე მგონი ამაზე ძვირფასი არაფერია, როცა რისი მიღწევაც გინდოდა ზუსტად ის დაინახეს და განიცადეს და შენ ამ დროს იქ არც კი იყავი. შენმა თანამშრომლებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. სტუმარმა ისიც კი თქვა, რომ ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ყველა, მიმტანიდან მენეჯერით დამთავრებული, იქ მესაკუთრე იყო. მმმ....

ჩვენ ორივე ძირითადად სახლიდან ვმუშაობთ. ჩემს ორგანიზაციას ოფისი აქვს თბილისში, მაგრამ კვირაში ორჯერ თუ მივალ. იმისთვის რომ საქმე გააკეთო სულაც არ არის 9-იდან 6 მდე ერთ ოთახში გამოკეტვა. რა თქმა უნდა, ეს იმ ტიპის სამუშაოს ეხება, როცა მნიშვნელობა არ აქვს, სად და როდის ზიხარ კომპიუტერის წინ. მოკლედ, როცა ადამიანს აქვს თავისუფლება, აკეთოს თავისი საქმე, იქ სადაც სურს და მაშინ როცა სურს, ბევრად უფრო ეფექტურია. არ მესმის, როცა ეგრეთწოდებულ „ოფისურ“ სამსახურებში მოსვლის და წასვლის დროზე აწესებენ მკაცრ კონტროლს. როცა ადამიანი ოფისში კომპიუტერის წინ ზის, დარწმუნებული ხართ, რომ ის საქმეს აკეთებს? კონტროლი და შეფასება შესრულებული სამუშაოს საფუძველზე უნდა მოხდეს და არა სამსახურში გატარებული დროის მიხედვით. ჩვენი სასტუმროს მენეჯერი ძირითადად სახლიდან მუშაობს. მას ორი შვილი ჰყავს და სამსახურის მიტოვება უნდოდა, ვინაიდან შვილებს საკმარის დროს ვერ უთმობდა და დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. მისი პასუხისმგებლობები არ მოითხოვს ადგილზე მუდმივად ყოფნას, ვინაიდან სტუმრებს სხვა თანამშრომლები მასპინძლობენ, შესაბამისად ასეთი გადაწყვეტა მოვნახეთ. იმავე მიმართულებით ვმუშაობთ ბარშიც. ადამიანებს უნდა მისცე საკმარისი დრო პირადი ცხოვრებისთვის და თავად გადაწყვიტონ, როგორ გაუკეთონ საკუთარ სამუშაო დროს ორგანიზება. სხვაგვარად ვერ იქნებიან ბედნიერნი. სამუშაო პროცესი კი ისე უნდა მოაწყო, რომ ამის საშუალება ყველას ჰქონდეს. მიმტანი თუ არის სტუმრის მომსახურებაზე პასუხისმგებელი, რა საჭიროა დამატებით მენეჯერისგან კონტროლი? ჩვენ ზრდასრულ ადამიანებს ვიყვანთ სამსახურში, რომელთაც შესწევთ უნარი საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგონ. მენეჯერი თანამშრომლებს უნდა დაეხმაროს რჩევით, მიმართულებების მიცემით, პროცესის უკეთ ორგანიზებით. თუკი სწორი თანამშრომელი ავიყვანეთ და მისი შესაძლებლობების შესაბამის ადგილზე მუშაობს, იცის რას ელიან მისგან და საჭირო ინსტრუმენტებით შევაიარაღებთ, შედეგიც არ დააყოვნებს :)

ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი

მამუკა გუშინდელ შეხვედრაზე მიყვება: „გუშინ ქართული ხელნაკეთი ღვინოების ასოციაციის მარკეტინგის დირექტორს, საბა სარიშვილს შევხვდი g.Vino-ში. ეს ასოციაცია ახალი დაფუძნებულია და ჯერ მხოლოდ სამ მეღვინეს აერთიანებს, მაგრამ დასაწყისშივე ეტყობა რომ წარმატებული იქნება, რადგან სწორედ უდგებიან საქმეს. საბა თავის პატარა ვაჟკაცთან ერთად იყო მოსული. თურმე სულ აინტერესებდა რა არისო შეხვედრა. საბამ ბოლოს უთხრა, ხომ ნახე, შეხვედრა რა არისო, თუმცა ყველა შეხვედრა ასეთი კარგი არააო :) მესიამოვნა...

პირველად მანაველის რქაწითელი გავსინჯეთ. ჯერ ქვევრში და შემდეგ კასრში დავარგებული. ძალიან მომეწონა. მე ვერ ვიტყვი, რომ ღვინის კარგი მცოდნე ვარ, მაგრამ ვფიქრობ, არც არის აუცილებელი. მთავარია ის, რასაც გრძნობ. სხეულიანი ქვევრის რქაწითელი, თან შემდეგ მუხაში დავარგებული, ჩემთვის წაუგებელი ვერსიაა. შემდეგ ჭოტიაშვილის მარნის ხიხვი გავსინჯეთ. ბარში 100% ხიხვი მხოლოდ ზაზა დარსაველიძის გვაქვს და გვინდა, მეტი არჩევანი გვქონდეს. ხიხვიც ძალიან მომწონს, ადრე ევროპულად დაყენებული მქონდა გასინჯული... ჩემი აზრით ქვევრი ძალიან უხდება. ჭოტიაშვილის ხიხვი (ქვევრის) აუცილებლად იქნება ჩვენს ბარში. საბას ჩვენი მენიუდან რამოდენიმე კერძი გავასინჯე, ვფიქრობ გულწრფელად მოეწონა... ისე გვაქვს შერჩეული, რომ უხდება ჩვენი კერძები ქვევრის ღვინოს. საინტერესო საუბარი გვქონდა, ქვეყნის განვითარებაზე - რომელიც ჩვენი აზრით ღვინის და ღვინის ტურიზმზე გადის. ამასობაში ორი უცხოელი შემოვიდა, ჩვენს გვერდით დასხდნენ. მიმტანს ჰკითხეს, მოვარდისფრო ღვინო გავსინჯეთ გუშინ სასტუმროში და აქაც ხომ არ გაქვთო? თურმე ქარვისფერს გულისხმობდნენ. ეკო ღლონტის (ლაგვინარი) კრახუნა გაუსინჯავთ, ბოთლი რომ ვაჩვენეთ, დაგვეთანხმნენ, ეს არისო. მერე მე ამაყად ვუთხარი, თქვენ rose ფერს კი არა amber-ს (ქარვისფერს) ეძებთ და ეს არის ადგილი, სადაც თითქმის ყველა საუკეთესო amber არის თავმოყრილი-მეთქი... ცოტა ხანში საბას და სანდროს დავემშვიდობე. დარწმუნებული ვარ, ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენი ხედვები და ღირებულებები ემთხვევა ერთმანეთს“.

დღეს დამატებით შეკვეთილი თეფშები მოვიტანეთ workshop-იდან. ჭურჭელი ბარში სრულად ხელნაკეთია, workshop-ის ძალიან ნიჭიერი გუნდი საოცრებებს აკეთებს. ჩვენს სტუმრებს ძალიან მოსწონთ ეს ნივთები და ხშირად გვთხოვენ, მივყიდოთ. ზოგი მათგანი მეორე დღეს, ან იმ დღესვე მიემგზავრება და შეკვეთის გაკეთების დრო არ აქვთ. ვინაიდან ჩვენი პრინციპია, უარი არაფერზე ვუთხრათ სტუმრებს, ჭურჭლის გაყიდვაც დავიწყეთ. ზოგადად დიზაინს და ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ბარის და სასტუმროს დიზაინი ლუკა გონაშვილმა გაგვიკეთა. ინტერიერში ჩვენი საყვარელი მასალებია გამოყენებული, ბევრი ხე, ხელით მოხატული კერამიკა, ქართული ხალიჩის ელემენტები. 

დღეს მცხეთობაა და დასვენების დღე. საღამოს ბარში გავედით მეგობრებთან ერთად. ხუთი საათიდან აქტიურად დაიწყეს სტუმრებმა შემოსვლა. რამდენიმე სტუმარი მარტო იყო, თითო ჭიქა ღვინო დალიეს. სხვა მაგიდასთან ახალგაზრდა რუსი ტურისტების ექვსკაციანი ჯგუფი იჯდა, ერთი მაგიდაც ქართველებმა შეავსეს. თავიდან, ძირითადად, უცხოელი სტუმრები ჭარბობდნენ. გვიხარია, რომ უკვე ადგილობრივ ექსპატებსა და ქართველებს შორისაც გვყავს მუდმივი სტუმრები. ბევრი, თუნდაც სხვაგან ვახშმობდეს, ჩვენთან მაინც შემოივლის ჭიქა ღვინოზე. გარეთ აგრილდა და სტუმრები შიგნით ამჯობინებენ ჯდომას, თუმცა მოსაწევად გარეთ გადიან. ჩვენთან შიგნით არ ეწევიან. მამუკა ჩვეულებისამებრ ჩაერთო სტუმრების მომსახურებაში.

მამუკა: „ხანში შესული წყვილი შემოვიდა, უცხოელები იყვნენ. რატომღაც მომინდა მე შემერჩია მათთვის ღვინო. მივედი. ორი მარტივი კითხვა დაუსვი: 

-    რა ფერის ღვინო გსურთ? 
-    ქარვისფერი.
(ეს არ არის ჩვენთან რთული, დიდი არჩევანი გვაქვს). 
-    როგორი სიმაგრის გსურთ? 

მითხრეს რაღაც საშუალო, უცბად ჩინური მომივიდა თავში. შემდეგ ვაჩვენე მენიუში ჩინურის არჩევანი და ხოხბის ცრემლებზე შეჩერდნენ. მერე მკითხეს, რას გვირჩევთ მისაყოლებელსო. ჩვენ „ტაპას მენიუ“ გვაქვს, ლიდას იდეა იყო. შევქმენით ნაკრები თითქმის ყველაფრის, რაც გვაქვს მენიუში, 2 პერსონაზე. მცირე ულუფებით რამოდენიმე დასახელების კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. ერთი განსხვავება, რაც ამ მენიუშია, არის ის, რომ ან კუპატი უნდა აიღო, ან მეგრული ხარჩო ღომით. და მე ვურჩიე, მეგრული ხარჩო გაესინჯათ. ზოგადად ქვევრის ღვინო ძალიან უხდება ხარჩოს. კუპატსაც უხდება მაგრამ მე ხარჩოზე მირჩევნია... რა თქმა უნდა, დამიჯერეს, დარწმუნების ძალიან კარგი უნარი მაქვს :). მოგვიანებით შევხედე იმ წყვილს, მე მგონი ბედნიერები იყვნენ არჩევანით... მე და ლიდა ბარში პერიოდულად მივდივართ ხოლმე. ხშირად ჩვენ მეგობრებს ან თანამშრომლებს ვეპატიჟებით. თავიდან უფრო მეტად ვღელავდი, როდესაც ახალი გახსნილები ვიყავით. საერთოდ დეტალებზე ორიენტირებული ვარ (შესაძლოა ხანდახან ზედმეტად), ამიტომ პირველ ეტაპზე პროცესში ხშირად ვერთვებოდი. შესაძლოა ამით თანამშრომლებს ვძაბავდი კიდეც, მაგრამ ვფიქრობ მაინც სასარგებლო იყო, იმ ეტაპზე, მათთვის -ჩემგან მოესმინათ და ენახათ მაგალითი, რა არის სწორი სერვისი. დღის ბოლოს ვწუწუნებდი, რომ სხვა დროს მეგობრებთან ერთად არ დავჯდები ბარში, რადგან სიამოვნებას ვერ ვიღებ-მეთქი. ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი, როგორ ემსახურებიან სტუმრებს, ხომ არ ეშლებათ რამე... ასე იყო რამდენიმე თვე, მაგრამ შემდეგ ერთ დღეს მივხვდი, რომ უკვე იმდენად კარგად აკეთებენ თავის საქმეს, რომ შემიძლია მოვეშვა და სიამოვნება მივიღო. ძალიან კარგი შეგრძნებაა... ახლა უკვე სიამოვნებისთვის ვერთვები მომსახურებაში, როგორც ჩანს, მომწონს ეს საქმე. 

მე და ლიდას გვიყვარს ევროპაში მოგზაურობა. ბევრჯერ ვიფიქრეთ, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილებიც დაგველაშქრა :). ერთხელ ტაილანდიც ვცადეთ. მაგრამ მერე მივხვდით, რომ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მაინც ევროპა გვირჩევნია. ადრე ჩვენი ინტერესი უფრო დიდი ქალაქები, არქიტექტურა, ისტორიული ძეგლები, მუზეუმები იყო. მაგრამ ბოლო 3 წელია უფრო მცირე ქალაქები და სოფლები გვიზიდავს. ამ ბოლო ხანებში კი, რადგან ღვინით დავინტერესდი და თან ნატურალური ღვინით, ვცდილობ ევროპაშიც ვნახო ისეთი ღვინის ბარები და რესტორნები, სადაც ასეთი ღვინოებია. ზოგადად, უნდა გავამხილო, რომ რაც ბიოდინამიკურ ღვინოს ვეზიარე, სულ უფრო მიჭირს სიამოვნება მივიღო კონვენციური ღვინისგან. ძალიან რადიკალურად არ უყურებ ამ საკითხს (ანუ თუ არ არის სადმე ბიოდინამიკური ღვინო მხოლოდ წყალს არ ვსვამ), მაგრამ როდესაც საკითხი არჩევანზეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ის ბიოდინამიკური ღვინოა. ხო, ევროპაზე ვსაუბრობდი - ბოლოს სლოვენია-ხორვატიაში ვიყავით. ვიდრე წავიდოდით, მოვიძიე ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მეღვინეა სლოვენიაში, ვინც ღვინოს ქვევრში აყენებს. ერთერთი მათგანია ჟან მიშელ მორელი, რომელიც წარმოშობით ფრანგია, მაგრამ დიდი ხანია, სლოვენიაში ცხოვრობს. მისი კომპანია Kabaj არის ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოდან ქვევრის ექსპორტი მოახდინა. დღეს ამ კომპანიის განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ქვევრში დავარგებული ღვინოა. მაგალითისთვის, თუ მისი ჩვეულებრივი ღვინო 20 ევრო ღირს, ქვევრის ღვინოს 40 ევროდ ყიდის. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ის არის სრულიად განსხვავებული ყველა მისი დანარჩენი ღვინისგან. მე ძალიან მინდოდა, რომ მენახა მეურნეობა და მისი მარანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსავლის აღების პერიოდი დაემთხვა, როდესაც არც ერთ მეღვინეს არ სცალია სტუმრებისთვის. სხვა დროს აუცილებლად ვეწვევი, როგორც მას, ისევე რამდენიმე ძალიან საინტერესო მეღვინეს, რომელიც იმ რეგიონში მოღვაწეობს. ლუბლიანაში მივაგენი მაღაზიას, სადაც მისი ღვინოები იყიდებოდა. სხვათა შორის, მაღაზიის მეპატრონე ძალიან კარგად იცნობდა ქვევრის ღვინოებს და ისიც იცოდა, რომ ჩვენ - ქართველებს დიდი ტრადიცია გვაქვს. Kabaj-ის რამდენიმე ბოთლი შევიძინე და საქართველოში ჩამოვიტანე. იმ დღეს ბარში ჩვენ თანამშრომლებს მოვუყევი ამ მეღვინის შესახებ და მისი ქვევრის ღვინო გავსინჯეთ. ძალიან მოეწონა ყველას... Kabaj სლოვენიის ღვინის რეგონშია, Goriska Brda ჰქვია იმ რეგიონს. ღვინის მარნის გარდა, პატარა სასტუმრო აქვთ და აგრეთვე, პატარა რესტორანი, სადაც განსაკუთრებულ კერძებს აკეთებენ რეგიონული ინგრედიენტებით. ასეთი მცირე სასტუმროები და რესტორნები მრავლადაა იმ რეგიონში. ოცნება მაქვს, რომ როდესღაც საქართველოში იგივე განვითარდება. არადა პოტენციალი უზარმაზარი გვაქვს. იმიტომ არა რომ ქართველი ვარ, უბრალოდ რეალურად თუ შევხედავთ როგორც კუთხის/რეგიონის, ისე - სამზარეულოს, მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ჩვენთან გაცილებით უკეთესი პოტენციალია. უბრალოდ, ამას შრომა სჭირდება და მონდომება...“

ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი

დღეს გიორგი იქნება მზარეული. გიორგიმ ჩვენთან მიმტანად დაიწყო მუშაობა. როცა ერთ-ერთი მზარეული უნდა ჩაგვენაცვლებინა, გიორგიმ გამოთქვა დაინტერესება, თან უკვე შემჩნეული იყო გემრიელი კერძების მომზადებაში და, რაც მთავარია, აინტერესებდა ეს მიმართულება. მთავარი, რატომაც გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა, მონდომება იყო. იმედი გვაქვს ყველაფერი გამოვა. ილონას, მეორე მზარეულსაც, არასდროს უმუშავია მზარეულად, წლების განმავლობაში დიასახლისი იყო და მისი გემრიელი საჭმელების დაგემოვნება მხოლოდ ოჯახის წევრებს შეეძლოთ.  მზარეულებთან დაკავშირებითაც შერჩევის პრინციპი იყო მონდომება, სიახლეების მიმართ გახსნილობა, არაკონსერვატიულობა, სისუფთავე, ორგანიზებულობა. მენიუს შედგენისას აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რაც უკვე კარგად იცოდნენ მზარეულებმა, ამიტომაც ბევრი კერძი გვაქვს მეგრული საფუძვლებით. მოვახდინეთ მათი ოდნავ მოდერნიზება, წავიმუშავეთ პრეზენტაციაზე. თავიდან, როგორც ყველაფერში, აქაც აქტიურად ვიყავით ჩართულები. ეხლაც პერიოდულად ვერთვებით კერძების ჩანაცვლებისას ან დამატებისას. მიუხედავად იმისა, რომ მზარეულობისგან ძალიან შორს ვარ, როგორც მომხმარებელი საკმაოდ მომთხოვნი ვარ. ძალიან მომწონს კულინარიული გადაცემები, ინტერნეტ სივრცეშიც უამრავი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, რაც ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას გაძლევს. საერთოდ, სახლში იშვიათად ვამზადებ და თუ ვამზადებ, მხოლოდ ექპერიმენტისთვის. საშუალოვადიან პერსპექტივაში მინდა პროფესიონალურად დავეუფლო ამ საქმეს. ჰო, კიდევ ფოტოგრაფია უნდა შევისწავლო. საკმაოდ სერიოზულად ვფიქრობ, რომ პროფესია უნდა შევიცვალო. მზარეული, ალბათ არ ვიქნები, მაგრამ სიამოვნებით გავაკეთებდი სკოლას და შესაძლოა რესტორანსაც. ვნახოთ. საერთოდ, ხშირად მიფიქრია, როგორ ვირჩევთ პროფესიას და არის თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ, ის - რასაც უნდა ვაკეთებდეთ. 

“This is a man’s world
But it would be nothing, nothing
Without a woman or a girl”.

მღერის ჯეიმს ბრაუნი მამუკას ლეპტოპიდან. ამაზე სხვა დროს...

პარასკევი, 16 ოქტომბერი

დილის ერთ-ერთი რიტუალი თბილისის რესტორნებისა და ბარებისთვის ონლაინ სივრცეში თვალის შევლებაა. ვკითხულობ რას წერენ მათზე სტუმრები. რა მოსწონთ, რა - არა. რა თქმა უნდა, თავადაც ვსტუმრობთ საინტერესო ადგილებს, მაგრამ ინტერნეტი კიდევ უფრო მეხმარება, რეალისტურად შევაფასო - რა ხდება ირგვლივ. მართალია, ჩვენი პირდაპირი კონკურენტები რესტორნები არ არიან, ვინაიდან ჩვენ ღვინის ბარი ვართ და კონცეპტუალურად განვსხვავდებით. გარდა ამისა, თბილისში იმდენად მცირე რაოდენობის რესტორნებია, სამწუხაროდ კონკურენციაზე საუბარიც კი ძნელია, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ, რასაც მაგალითად თეკუნა გაჩეჩილაძე აკეთებს, ხშირად დავდივართ კულინარიუმში. ასევე მოგვწონს კახელები. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ რესტორანში საუკეთესო აუთენტური კახური კერძებია და არ არის მოსაწყენი თავისი ფორმით თუ შინაარსით :). 

მაშ, რა არის ღვინის ბარის კონცეფცია და რითი განსხვავდება რესტორნისგან? მაშინ, როცა რესტორანში, ტრადიციულად, უფრო მეტად ფორმალური გარემო და ინტერიერია, კერძების საკმაოდ ფართო არჩევანითა და ღვინის მოკრძალებული მენიუთი, ღვინის ბარში ცენტრალური ადგილი ღვინის მდიდარ და მრავალფეროვან მენიუს უჭირავს. აქ ღვინო მთავარ როლს თამაშობს. შესაძლოა, იყოს, ასევე, წასახემსებლები, ყველის და ძეხვეულის დაფები და მარტივი კერძები, მაგრამ ადამიანები, როგორც წესი, დადიან რამდენიმე ჭიქა ღვინის დასაგემოვნებლად და სასიამოვნო, არაფორმალურ გარემოში დროის გასატარებლად. ჩვენთან ხშირად სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ, ხანდახან მაგიდებსაც აერთიანებენ. როგორც წესი, შუადღეს ლანჩზე შემოდიან, საღამოს შესაძლოა რამოდენიმე წუთით შემოვიდნენ ვახშმამდე ან ვახშმის შემდეგ, ორიოდე ჭიქა ღვინო მიირთვან იქვე გამომცხვარ პურთან და ნატურალურ მზესუმზირის ზეთთან ერთად, ან რამდენიმე საათითაც შეყოვნდნენ და კერძებიც დააგემოვნონ. მთავარია, რომ გარემო მეტად არაფორმალურია. ჩვენთან ასევე შესაძლებელია ღვინის ბოთლით შეძენა, წასაღებად. ფასი ამ შემთხვევაში უფრო დაბალია, ვიდრე - როცა ბარში მიირთმევ. ყოველკვირა იცვლება ჭიქით შემოთავაზებული ღვინის არჩევანი.  ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ ღვინოებს და სტუმრებს ვთავაზობთ მცირე მარნების მიერ წარმოებულ, ნატურალურ, ბიოდინამიკურ, ეგრეთწოდებულ „არამეინსტრიმ“ ღვინოებს. ღვინოს, ძირითადად, ორი გზით ვარჩევთ, გამოცდილი მეღვინეები გვიწევენ რეკომენდაციას და ჩვენ თავადაც ვეძებთ საინტერესო მეღვინეების ნახელავს. ორივე შემთხვევაში აუცილებელია, რომ ჩვენ თავად მოგვეწონოს ღვინო. გვინდა, რომ მომხმარებელს მხოლოს ის შევთავაზოთ, რაც თავად მოგვწონს და სრულად ვართ დარწმუნებულნი. ჩვენ არ ვარჩევთ და არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე მეღვინეს. ყველას თანაბარ პირობებში ვაყენებთ. ერთი სიტყვით, ჩვენი პრინციპია, შევქმნათ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღვინის მენიუ და სტუმარს მივცეთ არჩევნის საშუალება, თავად გადაწყვიტოს რომელი მწარმოებლის, რა ჯიშის და რა ფასის ღვინო დააგემოვნოს. 

რაც შეეხება კერძებს, იშვიათი ქართული ყველის და ძეხვეულის დაფები ძალიან პოპულარულია. სამწუხაროდ, ძეხვეული მხოლოდ ევროპული გვაქვს. ჯერჯერობით, ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ძეხვები ვერ მოვიძიეთ, თუმცა ქათმის ღვიძლის პაშტეტი ჩვენი მზარეულების მომზადებულია, მეგრულ კუპატსაც სპეციალურად ჩვენთვის ამზადებენ. პერიოდულად გვაქვს რაჭული ლორი, თუმცა მისი შოვნაც მარტივი არ არის. კერძებს რაც შეეხება, მენიუ სეზონურად ახლდება, რათა სეზონური ინგრედიენტები გამოვიყენოთ. მენიუს შედგენისას ვხელმძღვანელობდით პრინციპით, რომ კერძები არ უნდა ყოფილიყო სტანარტულად ტრადიციული, არამედ ქართული თუმცა თანამედროვე სულით. მაგალითად ქათმის ბურთულები მოდის ბაჟეს სოუსით, ნიგვზიანი ხარჩო მოხალული ღომით, კარტოფილის და სულუგუნის ბურთულები გებჟალიას სოუსით. როგორც მამუკამ აღნიშნა ზემოთ, მათთვის ვისაც რამოდენიმე კერძის დაგემოვნება სურს, ვთავაზობთ ეგრეთწოდებულ, „ტაპას“ მენიუს ორ ადამიანზე, სადაც სტარტერების ნაკრები (ბადრიჯანი ნიგვზით ან ნივრით, სხვადასხვა ფხალეული, კარამელიზირებული ხახვი თხის ყველით), სამი სახის ცხელი კერძი და ხაჭაპურიტოები შედის. ახლახან დავამატეთ შემწვარი გოჭი და ელარჯი, მხოლოდ საჭიროა ერთი დღით ადრე შეკვეთა. 

ორი სიტყვით თუ ვიტყვით, g.Vino  სტუმრებს სთავაზობს ხელნაკეთ, იშვიათ ნატურალურ ღვინოებს და „ტაპას’ სტილის კერძებს, თუმცა მთავარი, რისი შექმნისკენაც მივისწრაფით, არის შთაბეჭდილებები, გამოცდილება experience, რომელსაც სტუმარი ჩვენთან ყოფნისას მიიღებს. როცა თანამშრომლებს ჩვენს კონცეფციაზე ვესაუბრებით, ვამბობთ: ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ ღვინოს და კერძებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ სტუმარს, შეიგრძნოს - ვინ და რა არის შეთავაზებული ღვინის უკან. ეს არ არის მხოლოდ კარგი ყურძენი, რომელიც უძველესი ტექნოლოგიით არის დაწურული და დავარგებული, არამედ ეს არის მეღვინის სიყვარული, გატაცება, შფოთვა, ღელვა, ყველა გრძნობა, რაც ღვინის შექმნას თან ახლავს. ჩვენთან სტუმრობა უნდა იყოს მოგზაურობა ღვინის სამყაროში.

თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ეს კონცეფცია შესაძლოა ბევრისთვის თავიდან უცხო ან გაუგებარი ყოფილიყო. იყო რისკი, რომ სტუმრებს ჩვეული მრავალგვერდიანი კერძების მენიუს მოლოდინი ექნებოდათ და ვაცნობიერებდით, რომ ამგვარ ღვინის ბარზე მოთხოვნა არათუ უნდა დაგვეკმაყოფილებინა, არამედ ჩვენ თვითონ უნდა შეგვექმნა. საბედნიეროდ, სტუმრებმა კარგად მიიღეს კონცეფცია. ძალიან იშვიათად არის შემთხვევები, როცა სტუმარი ხინკალს და მწვადს ელის, ან უკმაყოფილებას გამოთქვამს კერძების მენიუს მოცულობასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი სტუმრისთვის ეს კონცეფცია ნაცნობიცაა და ძალიან მიმზიდველიც. 

დღეს პარასკევია. მენეჯერი სიხარულით მამცნობს, რომ სტუმრები ბართან ელიან თავისუფალ მაგიდას. დღეს რეკორდული რაოდენობის სტუმარი გვყავდა.

შაბათი, 17 ოქტომბერი

მამუკა ხუთშაბათს მივლინებაში წავიდა ერთი კვირით. დღეს ვისაუბრეთ, დაფაზე წარწერისთვის თეთრი მარკერები და ფასის ნიშნები უნდა შეუკვეთოს ამაზონიდან. სამწუხაროდ ბევრი რამ, თბილისში არ იშოვება, ალბათ მოთხოვნა არ არის. ზოგადად მომწოდებლების თემა, პროდუქტების თუ ნივთების „შოვნა“, შეკვეთის დათქმულ დროში და ხარისხიანად შესრულება ყველაზე პრობლემურია. სამწუხაროდ ამაზე მეტწილად ზეგავლენას ვერ ახდენ და, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, შენი ბიზნესი დაზარალდეს. ის, რაც შენს ხელთაა, ძალიან მარტივი მოსაგვარებელია. მომწოდებლებთან დაკავშირებული პრობლემა - ეს არის ზოგადად ბიზნეს ეთიკის ძალიან დაბალი დონის პრობლემა. ამის გამო საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არ მუშაობს. ანუ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, უბრალოდ სხვა მომწოდებელთან გადახვალ, როცა ერთი არ მოგწონს, მაგრამ უმეტესწილად, იქაც იგივე პრობლემები გხვდება. ამის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა საკუთარი ქმედებით ახალი სტანდარტების დამკვიდრებაა. თუ გინდა, რომ შენმა მომხმარებელმა ყოველთვის დათქმულ დროს ჩაგირიცხოს თანხა, მომწოდებელმა დათქმულ დროს მოგაწოდოს პროდუქტი და შეთანხმებული ხარისხის იყოს, თავადაც ასე უნდა მოიქცე. ჩვენს მომწოდებლებს ხშირად უთქვამთ, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი მუშაობის პრინციპი, რომ არასდროს ვუგვიანებთ ჩარიცხვას, დანაპირებს ვასრულებთ და ა.შ. მომთხოვნები ვართ სხვის მიმართ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. 

კვირა, 18 ოქტომბერი

ჰო, გუშინ და დღეს თბილისობაა. ჩვენებმა მენიუში მოხარშული სიმინდი და გოგრა შეიტანეს და შემოდგომის საჩუქარი დაარქვეს:). მომწონს, როცა ინიციატივას იჩენენ. უკვე დარწმუნებული ვარ, ცუდს არაფერს მოიფიქრებენ. მეტ დამოუკიდებლობას ვაძლევთ, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე თავად აიღონ პასუხისმგებლობა.

გადავხედე ჩემს ნაწერს. მოკლედ ეს დღიურების გარდა ყველაფერია მგონი :) თან მგონი ისე გამომივიდა, თითქოს ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და ირგვლივ ყველაფერი თუ არა ბევრი რამ გამოსასწორებელია. საბედნიეროდ ბევრნი ირგვლივ იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს და ბევრიც მაგალითია ჩვენთვის. მგონი გვეშველება :).

© ლიდა ვარდანია, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

 

ღვინის დღიურები. ალეკო სარდანაშვილი. აღმოსავლეთმცოდნე, ოჯახური ღვინის მწარმოებელი სოფ. ხვანჭკარადან

$
0
0

26 ოქტომბერი, ორშაბათი

დღე ჩვეულებრივ იწყება. მარანში შესვლით და ღვინის მორევით. ღვინოების დიდი ნაწილი უკვე გამოშვებულია და შუშის ბოცებშია მოთავსებული. მუხის კასრში მხოლოდ კახური რქაწითელია, რომელიც წელს პირველად დავწურე. ორ კვირაზე მეტია, ჭაჭაზე დუღს. მორევამდე გემოს ვუსინჯავ. ცოტაც და, უკვე გამოშვებაც შეიძლება, თუმცა ჯერ ის არაა, რაც მინდა. 

მარანი

დღეს სლოვაკ სტუმრებს ველოდები. სლოვაკეთის რაჭიდან. უკვე მეოთხედ მოდიან ჩემთან. პირველად შარშან მესტუმრნენ და ძალიან შეუყვარდათ აქაურობა. ღვინოც, რა თქმა უნდა. საინტერესო ახალგაზრდები არიან. მთელი საქართველო მოიარეს. უყვართ, აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა. 

შუადღით მოვლენ. მანამდე ღვინოები უნდა დავაგემოვნო. ხვანჭკარა ლექზე მუშაობს. დუღილი ისევ გრძელდება. ჯერ ცოტა ტკბილია. წულუკიძის თეთრა უკვე დაღვინებულია. ცოტაც და, უკეთ დაიწმინდება.

სტუმრებიც მოდიან. რაჭული პურ-მარილით, ღვინით და კეთილი გულით ვხვდებით უკვე ჩვენს მეგობრებს. საღამო სასიამოვნოდ გადის. ახალ ღვინოებს ერთად ვაგემოვნებთ. კოცონთან ვსაუბრუბთ და დღეც გადის...

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი. თუმცა არა... მაშინ, როცა ბაბუმ პირველად ჩამიყვანა ვენახში და მისი დარგული, მოვლილი ვენახები მანახა; როცა პირველად გამასინჯა მისი დაწურული ღვინო; მაშინ, როცა პირველად აღვიქვი, რა იყო ხვანჭკარა, რა დიდი იყო ის და რა დიდი პატივი იყო ჩემთვის, სამყაროს ამ პატარა ადგილის ნაწილი ვყოფილიყავი. სიმართლე ისაა, რომ ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც მენატრებოდა და სულ თან მდევდა. სამშობლოში დაბრუნების ეულ გზაზე ბევრ რამეს ვფიქრობდი. გონებაში უამრავი გეგმა ისახებოდა. თუმცა ჩვენს რეალობასთან ჭიდილი უჭირდა. რა უნდა გამეკეთებინა სამშობლოში? სად უფრო საჭირო ვიქნებოდი? როგორი იქნებოდა სხვა რეალობაზე გადმორთვა? და ასე, გაუთავებლად. 

ფიქრებთან ჭიდილი დიდხანს არ გაგრძელდა... სოფელში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ყველაფერი ნათელი გახდა. მე აქ უნდა ვყოფილიყავი, აქ ვიყავი საჭირო. უფრო მეტად, ვიდრე - ნებისმიერ სხვა ადგილას. რეალობა მძიმე - გაჭირვება, უიმედობა, მიგრაცია, დაკეტილი სახლები... ეჭვები - „აქ რა ვაკეთო?“, „აქედან ყველა გარბის, აქ მოგეწყინება“; „დიდხანს ვერ გაჩერდები“...

ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა და გამოცდილების, ზრდის, ჩამოყალიბების მთელი პროცესი. როგორ შევხედოთ ამ ყველაფერს? დინებას მივყვეთ? სხვები ხომ მიყვნენ და წავიდნენ... თუ შევებრძოლოთ, არ შევეპუოთ, ვცადოთ მაინც ის, რაც შეიძლება გარშემო მყოფთათვის სიგიჟეს ან რაღაც მიუღწეველ ოცნებას წარმოადგენს? მე მეორე ვარჩიე. 

ვენახი, ვაზი, ღვინო - ქართველი კაცის თანამდევი და განუყოფელი ნაწილია. ეს საქმე არასდროს დაიყვანება წმინდა მერკანტილურ ბიზნესზე. ამ ღვთიური წვენით ადამიანის დაბადებას ვზეიმობთ, ამქვეყნად ცხოვრების მანძილზეც ის ჩვენი თანამდევია და ამქვეყნიდანაც თავად გვაცილებს. ვაზი ჩვენი იდენტობის ნაწილია. 

გეგმები მალევე დაისახა. კარ-მიდამო უნდა გალამაზდეს, ვენახები უნდა მოღონიერდეს, საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ სურვილი უფრო დიდია და ამიტომ ყველაფერი იწყება და დიდი მონდომებითა და ძალისხმევით მიდის. ოჯახი ჩემკენაა. მეგობრები გვერდით დგანან. მარტო არ ვარ. მთავარი არაა, ვის როგორ სჯერა იმის, რასაც ვაპირებ. მე ხომ ვიცი, რომ მჯერა?!

მეგობრებთან

 

27 ოქტომბერი, სამშაბათი                 

დილა ჩვეულებრივ იწყება. შემდეგ სტუმრებიც იღვიძებენ. სოფელს ვათვალიერებთ ისევ. ხედებით ვტკბებით და ვსაუბრობთ, თუ რამხელა პოტენციალია აქ და რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. შემდეგ კი დიდი ხნის სურვილი უსრულდებათ და ჭაჭას ერთად ვხდით. ვხედავ, რომ ძალიან სიამოვნებთ მთელი პროცესი, რადგან თვითონაც მონაწილეობენ. თბილ ჭაჭას აგემოვნებენ და სამახსოვრო სურათებსაც იღებენ. საღამოს ისინი მიდიან. ვემშვიდობებით იმ იმედით, რომ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. 

ჭაჭის გამოხდა სლოვაკ სტუმრებთან ერთად

ჩემი სტუმრები

როცა ღვინის დაყენება დავიწყე, ღვინის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ჩემი ცოდნა კარგი ღვინის დაგემოვნებით და განსაზღვრით იწყებოდა და მთავრდებოდა. თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის შეიძლება. აქ გამოცდილი ხალხია, ბერვი რამ მასწავლეს და ახლაც მასწავლიან. ვენახში უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი, თუმცა ერთ დღეში არაფერი დაწყებულა, ან დამთავრებულა. თანმიმდევრულად სამუშაოებიც დაიწყო და წინაც წავიდა. მთავარი ამ დროს სტიმულია. მოკლედ, პირველივე წელს დიდი შრომა ჩავდე ამ საქმეში და სულმოუთქმელად ველოდებოდი შემოდგომას, თუმცა მთავარი გამოცდა წინ იყო. მოსავალი ცუდი მოვიდა, ძალიან მწირი. ბევრი მიზეზის გამო. 

ისევ ფიქრები... ღირს თუ არა გაგრძელება? ღირს თუ არა ამდენ შრომად ის, რაც შეიძლება, ასე - ერთი ხელის მოსმით განადგურდეს? აზრთა ჭიდილი და ისევ დასკვნა, რომ თურმე, ესეც ერთ-ერთი გამოცდაა იმისა, მართლა გსურს თუ არა ის, რასაც აკეთებ. საქმე გაგრძელდა. პირველი ღვინოც დაიწურა... პირველი შექებაც მივიღე... ჩავთვალე, რომ კარგი დასაწყისი იყო. 

2014 წელს, გვიან შემოდგომაზე ახალი ვენახი გავაკეთეთ. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო, საკუთარი ხელით დამერგო და გამეზარდა ვაზი. ვაზის დარგვა ერთი დიდი ზეიმი და სიამოვნებაა აქ. საოცარი რამაა ახალი ვაზის მოვლა. გაზაფხულზე ყოველდღე ნახულობ, რომელმა ამოხეთქა მიწიდან. იმდენად ხშირად, რომ თითოეულს ეცნობი, შენი ხდება, შენი ნაწილი და შენი შვილობილი. მათი მოვლა გიხარია, მათი გაზრდა გიხარია. უამრავ შრომას უძღვნი, მაგრამ იცი, რომ ეს ამად ღირს. ახალშენს მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ფეხზე დააყენო, ბევრი ოფლის ღვრა და ყოველდღიური შრომა, თუმცა აუცილებლად დაგიფასებს ისევე, როგორც შვილი დაუფასებს მშობლებს გაწეულ ამაგს. 

ახალშენი

 

28 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დილა ახალშენში ჩასვლით იწყება. ახალი ვენახი შარშან ნოემბერში გავაშენეთ. ნერგი საგულდაგულოდ იმალება მიწით, რომ ზამთარში თოვლმა და ყინვამ არ დააზიანოს. სამაგიეროდ, ფესვი უკეთ ეგუება ნიადაგს. გაზაფხულზე, როცა ღერო მიწიდან ამოსვლას იწყებს, საკმაოდ მომძლავრებულია და შედარებით უკეთ უძლებს უამინდობას. 

ერთი სიამოვნებაა, როცა შემოდგომაზე ყურძენს კრეფ, მაგრამ სულ სხვაა, როცა ვაზს თვითონ რგავ, მერე რამდენიმე თვის მანძილზე ელი, როდის ამოხეთქავს მიწიდან და ყოველდღე ხედავ, როგორ იზრდება. მშობლის ინსტინქტს აღვიძებს ადამიანში. გიხარია მისი დარგვა, გაზრდა, მასზე ფიქრობ, გინდა, უკეთ მოუარო, რომ კარგი, ჯანმრთელი იყოს. მის ცუდად ყოფნას განიცდი. ახალი ვაზის გაშენება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. თუკი თვლი, რომ ამ თავდადებისთვის მზად არ ხარ, ჯობს, საერთოდ შეეშვა ამ საქმეს. 

წელს ძალიან ცხელმა ზაფხულმა ჩემი ახალშენიც დააზიანა. ნერგების ნაწილმა გვალვებს ვერ გაუძლო, თუმცა ეს მცირე ნაწილია. ყურების ჩამოყრა არ შეიძლება. ახალი ნერგები დაირგვება და ვენახი მაინც ფეხზე დადგება. სურვილს და მონდომებას ვერაფერი შეაჩერებს. 

ხანგრძლივი პროცესია. ახალი ვაზი ნიშანს მესამე წელს იძლევა. შემდეგ უკვე მატებაში მიდის. საბოლოო შედეგს, დაახლოებით, 8 წლის შემდეგ გვაძლევს. მოთმინება და ყველაზე მთავარი, ამ საქმის სიყვარულით კეთებაა საჭირო. შედეგი აუცილებლად იქნება. 

ახლა აქ საქმე შედარებით ცოტაა. შეწამლვა და კულტივაცია წელს დამთავრებულია, თუმცა გული მაინც არ შვრება, რომ არ დავხედო და ხელი არ შევავლო. 

საღამოს მეგობრები მოდიან... ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ და ერთმანეთს ვამხნევებთ. ბევრ რამეზე ვსაუბრობთ. პრობლემები უამრავია, თუმცა შინაგანად მაინც გვჯერა, რომ ყველაფერი გამოვა. 

მარანი

 

ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი

რქაწითელი უკვე დადუღდა. მშვენიერი გემო მიიღო. კარგი ღვინო დადგება, გული მიგრძნობს. დღეს უნდა გამოვუშვა და შუშის ბოცებში გადავიტანო. ჭაჭას ნელ-ნელა ვაცლი და გადაღებაც იწყება. ბოცები საგულდაგულოდ უნდა დაირეცხოს, რომ კედლებზე ლექი არ დარჩეს, რამაც შეიძლება გემო შეუცვალოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღვინოს. რამდენიმე დღეში დაიწმინდება, მანამდე ლექზეც იმუშავებს და საბოლოო დაღვინებისკენ წავა. ღვინოს მარანში ვინახავ. ჭაჭა კასრში რჩება, იხურება და რამდენიმე დღეში არყის გამოსახდელად მზად იქნება. 

შუადღით შემატყობინეს, რომ ხვალ ისევ სტუმრები მოვლენ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ადამიანები ინტერესდებიან ხვანჭკარათი. ჩემი მიზანიც ეს არის - რაც შეიძლება, ბევრმა ადამიანმა გაიცნოს არამარტო ჩვენი ღვინო, არამედ - ჩვენი სოფელი და ჩვენი კუთხე. 

შარშან საოჯახო სასტუმროს გაკეთება გადავწყვიტე. ბევრი შრომა  და ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა საქმე დაიძრა და პირველი სტუმრებიც გამოჩნდნენ. ის, რაც მანამდე ნაკლებად რეალურად ჩანდა, უკვე რეალობად იქცა. წელს ვიზიტორთა რაოდენობამ იმატა. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობთ, ყველას მაქსიმალურად გავაცნოთ აქაურობა. 

საოჯახო სასტუმრო

აგვისტოში გერმანელი მეღვინეების 25 კაციანი ჯგუფი გვესტუმრა. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, სოფლისთვის. მოკლედ, ყველაფერი წინაა. მთავარი საქმე ჯერ კიდევ გასაკეთებელია...

გერმანელი მეღვინეების სტუმრობა სოფ. ხვანჭკარაში

 

30 ოქტომბერი, პარასკევი

დღეს სტუმრების მოლოდინში ვართ. სამზადისი დილიდან იწყება. სათანადოდ უნდა დავხვდეთ. მანამდე კი მარანში საქმეა. წულუკიძის თეთრა გადასაღებია. საკმაოდ დაიწმინდა. ახლა მისი ლექიდან მოცილებაა საჭირო. გემო კარგი აქვს - რბილი, მრავალფეროვანი, საკმაოდ მიმზიდველი, თუმცა ჯერ კიდევ დრო უნდა დავაჟკაცებამდე. 

შუადღით სტუმრებიც მოვიდნენ. დიმიტრი და მისი მეუღლე - მილა. დიმიტრი პროფესიონალი ფოტოგრაფია. მოსვლისთანავე მთხოვს, ვენახებში წავიდეთ. მზის ჩასვლამდე სურათების გადაღება უნდა მოასწროს. 

საღამოს მაგიდასთან ვსხდებით და სასიამოვნო საღამოც იწყება საინტერესო ადამიანებთან ერთად. დიმიტრი ყირიმიდანაა. მიყვება, როგორ უვლიდა ვენახებს თავად, როგორ აყენებდა ღვინოს... ეს საქმე კარგად იცის. ღვინოებშიც კარგად ერკვევა. ახლა მეუღლესთან ერთად შეერთებულ შტატებში ცხობრობს. ძალიან სურდა ყირიმული ღვინოები იქ ჩაეტანა და ამერიკულ ბაზარზე გაეტანა. მიყვება, რომ ყველაფერი ბოლო ეტაპამდე ჰქონდა მიყვანილი... თუმცა, ოკუპაციამ და ეკონომიკურმა ემბარგომ ამ საქმეზე ხელი ააღებინა. ამ ეტაპზე არაფერი გამოვა. 

ბევრი ვისაუბრეთ. ბევრიც დავლიეთ. ხვანჭკარაც დავაგემოვნეთ, ახალი ღვინოებიც გავსინჯეთ. ჩემი გეგმებიც გავაცანი. ვუთხარი, რომ საბოლოო მიზანი ჩემი ოჯახური ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და ბაზარზე გატანაა... მოკლედ, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მისმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ერთ, თუნდაც, დიდ ბაზარზე ჩამოკიდება უპერსპექტივო საქმეა, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ღვინის ბაზრის ალტერნატივები გავიჩინოთ. 

 

31 ოქტომბერი, შაბათი

დღეს სტუმრები მიდიან. კახეთისკენ აქვთ გეზი. უნდათ, მაქსიმალურად კარგად გამოიყენონ თავიანთი დრო საქართველოში. დილით ვემშვიდობებით ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ ისევ შევხვდებით. 

შუადღით ვენახისკენ მივდივარ, ისევ ახალშენში. ახალ ვაზებს ზედმეტი ფესვები უნდა მოვაჭრა და სასუქი შემოვურიგო. შრომატევადი საქმეა, თუმცა ძალიან საჭირო. ვაზი თავიდანვე უნდა მოძლიერდეს. ღერო უნდა გაძლიერდეს. ზამთარში სასუქი კარგად მუშაობს. ბევრი ნალექია და უკეთესად იხსნება ნიადაგში. 

მანამდე კი ბევრ რამეზე ვფიქრობ. ნუთუ, აუცილებელია, ყურძენი ძვირი ღირდეს, რომ სოფელში ვენახი გააშენო? ნუთუ, მხოლოდ ფულია ვაზი და მისი ნაყოფი? ნუთუ, ასე ძნელია, სახელმწიფოსთვის, გლეხებს ხელი შეუწყოს, რომ მართლაც, ფეხზე დადგნენ?

რთველი საუკეთესო პერიოდია გლეხისთვის - მთელი წლის ნაშრომის მიღების დრო. პრინციპი მარტივია. გლეხი კრეფს ყურძენს, მყიდველი მოდის და ყიდულობს. ხვანჭკარას სამასალე ყურძენი საკმაოდ მცირე რაოდენობაა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი. ამიტომ პრობლემა არ უნდა არსებობდეს არც ფასის და არც - გასაღების, მაგრამ პროვლემები უამრავია. 

წელს, მაგალითად, მთელი მოსავალი სახელმწიფომ შეიძინა. კერძო კომპანიების დაინტერესება მინიმალური იყო. ფასი წინა წლებთან შედარებით - ნაკლები. თუმცა გლეხს სხვა გამოსავალი არა აქვს. ან აბარებს მიღებულ მოსავალს, ან - განწირულია შიმშილისთვის. ფასს მყიდველი ჰკარნახობს და არა - გამყიდველი.

წინა წლებში ყურძნის მაღალმა (ჩემი აზრით, პოლიტიკურმა) ფასმა მცდარი მოლოდინები დანერგა ხალხში. ხელი შეუწყო სხვადასხვა სახის უკვე კარგად ცნობილ მაქინაციებს და მავნე, დამღუპველ პრაქტიკას, რასაც, საბოლოო ჯამში, ფალსიფიკაციამდე მივყავართ. ეს კი, თავისთავად ამ უნიკალური ბრენდის დაკნინებას და გაუფასურებას იწვევს. ამიტომ ვთვლი, რომ ამ დარგში ძირეული ცვლილებები თავისთავად გამორიცხავს დაბალ ფასსაც, აუცილებლად აამაღლებს ღვინის ხარისხს და მის კომკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. 

გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან უფრო საფუძვლიან მიდგომაშია. აუცილებელია ადგილწარმოების კანონის ამოქმედება, რომელიც თავისთავად გამორიცხავს, როგორც ფალსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას რეგიონში, რომელიც ხალხისგან იცლება. 

აუცილებლად უნდა მოხდეს გლეხების დახმარება და მათი მოღონიერება. საოჯახო მეღვინეობის და მევენახეობის განვითარება ყოველ შემოდგომაზე გლეხს აღარ დატოვებს ფაქტის წინაშე, რომელიც ხშირად საკმაოდ მძიმეა მისთვის. ის, რასაც ჩვენ საოჯახო მეღვინეობას ვეძახით (ჩემი ჩათვლით), ვერავინ - კრიტიკას ვერ უძლებს და საკმაოდ შორსაა ნორმალური სტანდარტებისგან, თუმცა საქმე აუცილებლად უნდა დაიძრას და აუცილებლად მივა სასურველ შედეგამდე. 

დღეც ასე გადის. შრომაში და მომავალზე ფიქრში. 

 

1 ნოემბერი, კვირა

კვირა, ჩვეულებრივ, დასვენების დღეა ადამიანებისთვის, თუმცა სოფელში სხვა რეალობაა. დილა ბაზარში წასვლით იწყება. პროდუქტის მომარაგებით. 

შუადღით ისევ მარანი. ხვანჭკარას ვაგემოვნებ. უკვე კარგია. ამ ღვინოს განსაკუთრებით ვუვლი და ვუფრთხილდები. დიდ კავშირს ვგრძნობ შინაგანად. მარანში მას ცალკე ადგილი აქვს, როგორც განსაკუთრებულს, საუკეთესოს. საკმაოდ დაიწმინდა, გემოც იქითკენ მიდის, როგორიც მსურს. დღეს უნდა გადავიღო, ლექს მოვაშორო. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ბევრ ადამიანს გაუმასპინძლდება, აქაურობას შეაყვარებს და ბევრჯერ მასახელებს. 

ახლა შეიძლება ცოტა დავისვენოთ კიდეც და ეს დღიურებიც დავასრულოთ. მე ვფიქრობ, სოფელში ცხოვრება სირცხვილი არაა, ვენახიდან დასვრილი ტანსაცმლით ამოსვლა არ „ტეხავს“. ყველაზე გემრიელი შენი მოწეული საკვებია, საუკეთესო ღვინო ისაა, რომელსაც მთელი წელი თავად მოუვლი და შემდეგ სტუმრებს გაუმასპინძლდები. საქმის კეთება აქაც შეიძლება. განათლებული ხალხი აქაც ძალიან ბევრია, მაგრამ სიტყვით არაფერი გამოდის, საქმეც უნდა მოვაყოლოთ, თან ძალიან ბევრი... 

ყველაფერი გამოვა, თუ მოვინდომებთ. 

© ალეკო სარდანაშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

ნიკა ვაჩეიშვილის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (1)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– სოფელ ატენში 2010 წელს დავსახლდით. აქაური ტერუარი - გამორჩეული ისტორია, სიძველეები, ღვინის ხარისხი და გამორჩეული ბუნება - ბუნებრივად განსაზღვრავს აქაურ ცხოვრების წესს. ატენში ცხოვრობდე და ვენახი არ გქონდეს - შეუძლებელია. ღვინის დაყენების წესიც ძალიან თავისებურია, მსგავსი რამ აღწერილია მე-12 საუკუნის წმინდა მიწაზე, ცნობილი ისტორიული პირების - რიჩარდ ლომგულისა და სალადინთან მიმართებაში. მარნებსაც გამორჩეული თავისებურება აქვს. ამ ტრადიციამ განაპირობა ჩვენი სურვილიც...

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გვაქვს ატენური ღვინისთვის აუცილებელი ჯიშები: ჩინებული, გორული მწვანე.

ასევე გავაშენეთ უნიკალური და იშვიათი ბუდეშური (თეთრი) და დანახარული (შავი). ვაპირებთ ენდემურ შავკაპიტოსაც.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– გვაქვს „ატენური“, კოშკების ჩინური“, „ხიდისთავური“, „თავკვერი“. ამ ღვინიოებს გამოარჩევს თავად ვენახები, სადაც ყურძენი იზრდება - ტრადიციულ სავენახე ალაგებზე - ტერასებზე, მზვარე ბექობებზე, კლდოვან ადგილებზე, ტერიტორიაზე, რომლებიც დიდი არაა და თავისებურ ხასიათს იძლევა.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– ღვინო ანდეგრაუნდმა, აზარფეშამ, შემდეგ კი გ.ვინომ გაგვიკვალა გზა ქართულ ბაზარზე.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– ჯერჯერობით არა.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– კვალიფიციური ცოდნა მეტად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– ცოდნის ამაღლება - ტრადიციულის ცოდნით გაგება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– რისთვის და ვისთვის უნდათ ღვინის დაყენება, რა ადგილი ექნება ამ საქმისთვის დათმობილ დროს მის ცხოვრებაში - ამის კარგად გააზრებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

სიმონ ჩხეიძის მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (2)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– ოჯახური მარნის დაარსება გადავწყვიტეთ მე და ჩემმა ძმამ, ნუგზარ ჩხეიძემ 2006 წელს, ოჯახური ტრადიციის გაგრძელების მიზნით.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გავაშენეთ ოცხანური საფერეს, კრახუნას, ციცქასა და ჩხავერის ჯიშის ვაზი, ხოლო ცოლიკოურისა და ალადასტურის ჯიშის ვაზი გაშენებული იყო ჩვენი მამის, წარსულში პროფესიონალი მეღვინის, სიმონ ჩხეიძის მიერ, ვის სახელსაც ატარებს ჩვენი ოჯახური წარმოება

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– ვაწარმოებთ ობჩური ცოლიკოურის, ობჩური კრახუნას, ობჩური ალადასტურის, ობჩური ჩხავერისა და ოცხანური საფერეს დასახელების ღვინოებს. ჩვენი ღვინოები დადუღებული და დავარგებულია ქვევრში, ტრადიციული ქართული მეთოდის სრული დაცვით, ხოლო ოცხანური საფერე 1 წლის განმავლობაში ინახება ასევე ქვევრში. ბოთლში ჩამოსხმული ღვინო გადაგვაქვს სპეციალურ სარდაფში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 10-17 გრადუსის ფარგლებში და ვინახავთ დაწოლილ მდგომარეობაში, ასევე დაწოლილ მდგომარეობაშია ღვინო სარეალიზაციო ყუთში. ჩვენი ღვინოები წარმოადგენს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ვაზი იწამლება მხოლოდ ბიოლოგიური პრეპარატებით და ნიადაგი მდიდრდება ბიოლოგიური სასუქით. ღვინო დაწმენდილია ბუნებრივი ლექვით, ყველანაირი ფიზიკური ჩარევის გარეშე. 

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– საქართველოში ღვინის გაყიდვა დავიწყეთ 2015 წლის იანვრიდან, ძირითადად თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე თითქმის ყველა მაღაზიაში, ასევე ღვინის ბარ ღვინო ანდერგრაუნდში, კაფე პილპილში და ასე შემდეგ.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– უცხოეთის ბაზარზე ჩვენი ღვინის გატანა ჯერ-ჯერობით არ დაგვიწყია.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– სირთულეები მრავალია, ძირითადად მკვეთრად შეცვლილი მეტეოროლოგიური პირობები, ვაზის შესაწამლი უხარისხო პრეპარატები და ფალსიფიცირებული ღვინით გაჯერებული ბაზარი.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– თვითშეგნება იმისა, რომ ქართული ღვინო არის არა მხოლოდ კვებისა და მწარმოებლის ფინანსური უზრუნველყოფის პროდუქტი, არამედ საქართველოს სავიზიტო ბარათი მთელს მსოფლიოში.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– დამწყებ მეღვინეებს ვურჩევდი, რომ ღვინო ყურძნისგან დააყენონ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

მეგრელი მექვევრე ოდიშიდან

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

საქართველოს შინამრეწველობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დარგი - მექვევრეობა სამეგრელოში ძველი დროიდანვე ყოფილა მაღალ დონეზე განვითარებული. ამ მხარეში არა მხოლოდ ქვევრი, არამედ ქართული მეთუნეობისათვის დამახასიათებელი სხვა ნაკეთობებიც მზადდებოდა, როგორებიცაა: აგური, კრამიტი, სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭლეული, თონე და ჭის გვიმიც. დიდად სამწუხაროა, რომ დღეისათვის სამეგრელოში თითზე ჩამოსათვლელ მეთუნე ოსტატებსღა თუ შევხვდებით. მექვევრეობით ძველი დროიდანვე ყოფილა განთქმული აქაური სოფლები: ნამკოლაო, ფახულანი, ჯვარი, ჭალე, ოდიში... ამჟამად კი ქვევრს მხოლოდ ერთი მეთუნეღა ამზადებს სამეგრელოში. ეს გახლავთ ზუგდიდის სოფელ ოდიშში (ე.წ. „კალინინის უბანი“), სოფლის სკოლასთან ახლოს მცხოვრები მეთუნე ოსტატი - ლავრენტი (დოდი) თოლორაია. იგი ძირითადად ჭის გვიმების კეთებითაა დაკავებული, თუმცა ის ამზადებს თონესაც და ქოთნებსაც, ხოლო ყველაზე იშვიათად ქვევრსაც. მეთუნე ოსტატის თქმით ძველად ოდიშში ბევრი ქვევრი მზადდებოდა, მაგრამ მიზეზთა გამო ეს პროცესი შეწყდა. აღსანიშნავია, რომ ლავრენტი თოლორაიას მეზობლად 4 მეთუნე ცხოვრობს, რომლებიც ამზადებენ მხოლოდ ჭის გვიმებს. თავად მეთუნე ლავრენტი (დოდი) თოლორაია მხოლოდ მცირე მოცულობის ქვევრებს ამზადებს. შეკვეთის შემთხვევაში მას შეუძლია დაამზადოს 100 – 150 ლიტრის მოცულობის ქვევრი. მისივე თქმით, იგი სეზონის განმავლობაში  20 – 25 ცალი ქვევრის დამზადებას შეძლებს. მეთუნე თავისი ნახელავის დასამზადებელ თიხას სოფელ ონარიადან ეზიდება, რომელსაც დამუშავების დროს მცირე რაოდენობით ურევს მდინარე ენგურის ქვიშას. მნიშვნელოვანია, რომ დოდი თოლორაიას მისი ვაჟი ალიკა უდგას გვერდით და ისინი ერთად ამზადებენ მეთუნეობის პროდუქტებს.

© ღვინისკლუბი/vinoge.com


ღვარძელაშვილების მარანი – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (3)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– მარნის დაარსება გადავწყვიტე 2015 წელს. მიზეზი ვაზის და ღვინის სიყვარულია, წინაპართა ადათ-წესების გაგრძელება და მათი განახლებაა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გაშენებული ვენახიდან საფერავია 80%, ხოლო დანარჩენი 20% ხიხვი, რქაწითელი და მწვანეა. ვგეგმავთ ქისის გაშენებას მომავალ წელს.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ძირითადად საფერავს (ქვევრის), მაგრამ 2016 წელს ვაპირებ რქაწითელის, ხიხვის და მწვანეს ერთად ჩაწურვას.

– გაიხსენეთ საქართვლოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– ჩემი პირველი ურთიერთობა იყო ძირითადად ბარებთან: ჯი ვინო, ღვინო ანდერგრაუნდი, ქართული ღვინის გალერეა, ღვინის გალერეა „მინიონი“, „აზარფეშა“ და მხოლოდ ერთი მაღაზია - ვინომანია.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– უცხოეთის ბაზარზე ჩვენი ღვინო ჯერ-ჯერობით არ გადის.

– რა სახის სირთულეები შგხვდათ თქვენ საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ყურადღება უნდა მიექცეს ნატურალური ღვინის წარმოებას და რეალიზაციას.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები ქართული ღვინის კულტურის განვითარებისათვის?

– მეტი პიარი, ღონისძიებების ჩატარება უფრო ხშირად.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

– მოთმინებას, ნებისყოფას და შრომას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

საგვარეულო მარანი, სულხან გულაშვილი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (4)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– მარანი დაარსებულია 1871 წლიდან, ხოლო ახალი მარანის დაფუძნება გადავწყვიტეთ იუნესკოს მიერ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების შემდეგ.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– საფერავი, რქაწითელი, ხიხვი, კახური მცვივანი. ვაპირებთ კახური მწვანეს ჯიშის ვაზის გაშენებას.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ვაწარმოებთ საფერავს, რქაწითელს, ხიხვს. ღვინო დამზადებულია ორგანული სასუქებით განოყიერებულ ვენახებში მოწეული ყურძნიდან. ღვინოს ვაყენებთ ქვევრში, ქართული ტრადიციული მეთოდით ჭაჭაზე დავარგებით, 4 დან 6 თვემდე. ღვინოს არ ვამატებთ არავითარ გაწებვად საშუალებებს, არ ვატარებთ ცენტრიფუგაში. არ მუშავდება სიცივით, არ ექვემდებარება პასტერიზაციას. რაც შეეხება ორგანოლეპტიკურ ნიშნებს, ეს უკვე მოყვარულის გადასაწყვეტია.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– რეალობა მოლოდინს არ შეესაბამება. ჩვენი ღვინის გაყიდვები დავიწყეთ ღვინის მაღაზიებში სამრეკლოს, ტაბიძის და კოტე აფხაზის ქუჩებზე.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– გადის ჩინეთში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– არასაკმარისი ფინანსები, მაღალი ხარისხის ბოთლის ღვინის მოხმარების კულტურის უქონლობა.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– როგორც ყველა საქმისათვის, პირველ რიგში, სტაბილური გარემო, შემდეგ მუხლჩაუხრელი შრომა.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– ნებისმიერი საქმის ყველა დამწყებს ვურჩევ არასოდეს დაყაროს ფარ-ხმალი.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ნაოტარი, კობა ქვაჭრელიშვილი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (5)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ჩვენი მამაპაპისეული სახლი 80-იანი წლების დასაწყისში აღვადგინეთ და დავსახლდი ოჯახთან ერთად. ამ სახლს ოდითგანვე ჰქონდა მარანი და ძველისძველი ქვევრებიც. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთ ქვევრს ერეკლე II-ს დროინდელი მეთუნის ბეჭედიც აქვს ქვევრის ტუჩზე. მარანი სრულად 90-იან წლებში აღვადგინეთ და ქვევრებში ღვინის დაყენებაც მალევე განვაახლეთ.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– სანამ მარანს აღვადგენდით, ძირითადად რქაწითელის ვენახები გვქონდა, მცირე რაოდენობით მწვანე და საფერავიც ერია. 90-იანების მიწურულს ძველი კახური ჯიშების, ქისის და ხიხვის გაშენებაც დავიწყეთ. ალბათ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ამ ჯიშებიდან ღვინის დაყენება და მოგვიანებით მისი ბოთლში ჩამოსხმა დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ საფერავიც მივამატეთ.  დიდი სურვილი გვაქვს, რომ სიმონასეული და კახური მცივანიც გავაშენოთ მომავალში.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ჩვენი ვენახები ყვარლის რაიონის სოფელი ჭიკაანის ჩრდილოეთით არის გაშენებული. ეს ნაკვეთები "ნაოტრების" სახელითაა ცნობილი და ქვა-ღორღიანი ნიადაგით გამოირჩევა, სადაც შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ ხარისხიანი ყურძენი მოდის. ბოთლში ღვინო პირველად 2012 წელს ჩამოვასხით; ცალკე ქისი და ასევე ქისის, რქაწითელის და ხიხვის ნარევი, ანუ კიუვე (Cuvée). შარშან რქაწითელი და საფერავიც მივუმატეთ ჩამონათვალს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ჩვენი ღვინის გაყიდვა ღვინო ანდერგრაუნდში, ვინომანიაში და ვინოთეკაში დავიწყეთ. შემდეგ მათ ღვინის სხვა მაღაზიები და ბარები მოჰყვნენ. 

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– კი, უკვე გაგვაქვს ჩვენი ღვინო ავსტრიაში, შვეიცარიაში, სლოვენიაში, იაპონიაში, გერმანიასა და აშშ-ში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ტექნიკური თვალსაზრისით, დასახვეწია აგრო-დაზღვევის სისტემა, პრობლემებია იაფ კაპიტალთან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ჩვენი მარანი და ვენახები გავაფართოვოთ. ასევე პრობლემაა შესაწამლი პრეპარატების ხარისხი. ზოგადად, ცოდნის დეფიციტია, მომხმარებლებშიც და მეღვინეებშიც. ბოლო წლებში გაიზარდა ენთუზიასტი მეღვინეების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად ნატურალური ქვევრში დაყენებული ღვინის წარმოებით არიან დაინტერესებული. სწორედ ეს განაპირობებს თბილისის ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეთა მუდმივ ზრდასაც. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია საჭირო განათლება და პროფესიული გამოცდილება ამ დამწყებმა მეღვინეებმა ტრენინგებით და გამოცდილ მეღვინეებთან ურთიერთობით მიიღონ. ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ლექცია-სემინარები ამის კარგი მაგალითია.

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– აუცილებელია ცოდნის გაღრმავება, მეღვინისთვის და მომხმარებლებისთვისაც. მეღვინისთვის აუცილებელია ვენახის სიყვარული; როგორც მოგეხსენებათ, კარგი ღვინო მხოლოდ კარგად მოვლილი ვენახიდან დგება, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, მეღვინე ვენახში ყოველდღე უნდა შედიოდეს. ქართველი მომხმარებელი კი უფრო მეტად უნდა დავაინტერესოთ ჩვენი მრავალფეროვანი ქართული ჯიშებით და მათგან დაყენებული ღვინოებით, ქვევრის თუ უქვევრო ღვინოებით. ასევე სასურველია, რომ მომხმარებელი ღვინის სმის დროს უფრო მეტ ყურადღებას ღვინის ხარისხს და მის მახასიათებლებს აქცევდეს, ვიდრე მისი დიდი რაოდენობით სმას.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებმა მევენახე–მეღვინეებმა უნდა შეითავისონ, რომ იშრომონ მოთმინებით. ამ საქმეს სჭირდება თავდაუზოგავი შრომა, რომ ჯერ კარგი ყურძენი მოიყვანო და შემდეგ კარგი ღვინო დააყენო. ეს გულისხმობს კარგი სავენახე ნიადაგის შერჩევას, ხარისხიანი ნერგის ჩაყრას. თუ ქვევრის ღვინის ჩამოსხმას აპირებს, კარგი ქვევრების შერჩევას და რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, ქვევრების და ზოგადად მარანის ჰიგიენას. სასურველია გამოცდილ მევენახე-მეღვინეებთან ხშირი ურთიერთობა და კონსულტაციებიც. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!

 © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ოჯახური მარანი ქალაქ ახმეტაში

$
0
0

გიორგი ბარისაშვილი

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში არაერთი ოჯახური მარანი ამოქმედდა, სადაც ბოთლში ღვინის ჩამოსხმასაც ეწევიან. ეს გარემოება კი ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ინტერესი ოჯახური, ქვევრში დაყენებული ღვინისადმი სულ უფრო და უფრო იზრდება. ახალი, ტრადიციული მარნების მშენებლობას განსაკუთრებული ხასიათი კახეთში აქვს.

 ერთ ერთი ასეთი მარანი, რომელიც ახლახანს ააშენა დავით იმედაშვილმა, მდებარეობს ქალაქ ახმეტაში. მარნის არქიტექტურა ძველ კახურ ტრადიციულ სტილს იმეორებს. მარანშივე, ცალკე გამოყოფილ ადგილას მოწყობილია ღვინის დასაგემოვნებელი ადგილი ბუხრით. მარნის მეპატრონე აყენებს: საფერავს, რქაწითელსა და მწვანეს. რაღა თქმა უნდა, აქვე იხდება ტრადიციული ჭაჭაც.

მარანში ჩაფლულია  12 ქვევრი, სადაც მთლიანობაში ეტევა 10 ტონა ღვინო. მნიშვნელოვანია, რომ მარანში შარშანდელი წლის მოსავალი უკვე ჩამოისხა ბოთლებში და შევიდა ბაზარზე სახელწოდებით „ჩვენი ოჯახი ღვინო“.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მარნის მეპატრონე - დავით იმედაშვილი აპირებს მიიღოს ტურისტები და ამრიგად ჩაერთოს ღვინის ტურიზმში, რისთვისაც მას ნამდვილად ყველანაირი პირობა აქვს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

კორტავების მარანი, თემო კორტავა – მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (6)

$
0
0

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

 – ჩვენი მარანი დავაარსეთ 2 წლის წინათ, სოფელ გრემში. დაარსების მიზეზი მარტივია, მეც და მამაც მოქმედი მეღვინეები ვიყავით, ვმუშაობდით სხვადასხვა ქარხნებში, პარალელურად სულ გვქონდა სურვილი საკუთარი მარანი გაგვეკეთებინა, სადაც ნატურალურ ღვინოს დავაყენებდით ქვევრში და მუხის კასრებში. როგორც იქნა 2 წლის წინ მოვაბით თავი.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– გვაქვს 35 მდე საკოლექციო ჯიში, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ჯიშები: ალექსანდრეული, ოჯალეში, ჩხავერი, მუჯურეთული, და სხვა მრავალი, ასევე ფრანგული, იტალიური ჯიშებიც, ხოლო საღვინე ჯიშებს რაც შეეხება,  სამნაირი რქაწითელი: ვარდისფერი, თეთრი, წითელი. კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და ორნაირი საფერავი: მრგვალმარცვალა და ბუდეშურისებრი. რეალურად ყველა ჯიში საინტერესო და პატივსაცემია, უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს უშუალოდ ჩვენს ტერუარზე შეინარჩუნებენ თუ არა გემურ თვისებებს და რა შედეგებს მოგვცემენ თავისი მიკროკლიმატის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, საექსპერიმენტოდ  ჩავყარეთ აღმოსავლეთისთვის უჩვეულო ჯიშებიც.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– უკვე მეორე წელია ვაყენებთ 3  ვაზის ჯიშის ღვინოს: რქაწითელი, კახური მწვანე, საფერავი. 2015-ში თამუნამაც (ჩემმა მეუღლემ) დააყენა განსხვავებული მეთოდით (კარბონული მაცერაციით ქვევრში) რქაწითელი. ყველა ღვინო თავისთავად საინტერესო და გამორჩეულია ერთმანეთისაგან. რაც შეეხება ჩვენსას, ვენახში არ ვიყენებთ სისტემურ წამალს და ღვინოც დგება ქვევრში,  ნატურალურად, დამხმარე პრეპარატების გარეშე. ყველა პროცედურას, ყურნის დაკრეფა, დაწურვა, ჩამოსხმა, მაღაზიებში ან ექსპორტზე გაგზავნას მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– რადგან ჩვენი ღვინო ნატურალურია, პირველივე მოსავლის ღვინო 2014-ი შევიტანეთ ნატურალური ღვინის ბარებში და მაღაზიებში როგორებიცაა: ღvino underground, Stampesso, აზარფეშა,  ჯივინო, ასევე დაიტერედა Hilton-ი და სხვა მრავალი მაღაზია.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– რაც შეეხება 2015 წლის მოსავალს, დაინტერესდნენ უცხოეთიდან და ძირითადი რაოდენობა გავიდა და გადის ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიასა და დანიაში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებლის გემოვნების დახვეწა, მაღალხარისხიანი ღვინის კონკურენცია ბაზარზე, მცირე მარნების ხელშეწყობა, "პოპულარიზაცია", ნატურალური ღვინის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის...

– თქვენი აზრით,რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ამხელა სიმდიდრე ამ სფეროში, უამრავი არაჩვეულებრი, უნიკალური ვაზის ჯიში და ვიყენებთ მხოლოდ რამდენიმე ჯიშს საღვინედ, აუცილებელია გავაცოცხლოთ მიძინებული, გადაშენების პირას მყოფი ჯიშები და გავზარდოთ ასორტიმენტი, გავაკეთოთ ექსპერიმენტები და ამით გავაოცოთ მსოფლიო ღვინის სამყარო, რომელშიც უკვე საპატიო ადგილი უკავია ქართულ ღვინოს.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებ მეღვინეებს მინდა ვურჩიო, რომ მიიღონ განათლება მევენახეობა- მეღვინეობაში, რა თქმა უნდა პრაქტიკისა და გმოცდილების გარეშეც არაფერი გამოვა, იქნება ბევრი იმედგაცრუება, გულისტკენა, თუ ნატურალური მეღვინეობა სურთ, თუმცა ნუ დაყრიან ფარ-ხმალს, ვენახის, ღვინისა და საქმის მიმართ პატიოსანი მიდგომით, მონდომებით და შრომით აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

Viewing all 457 articles
Browse latest View live